კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

“ემიგრანტების ჯიბის წურბელას მეძახიან” – რას ერჩიან შოთო სიხარულიძეს

რუსუდან ადვაძე, სარკე ბათუმელ შოთო სიხარულიძეს, რომელიც 14 წელია საქართველოდან უცხოეთში წასული ადამიანების ცხოვრებას აშუქებს, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ეპითეტებით ამკობენ, ზოგი ემიგრანტების იმედს უწოდებს, ზოგი – ემიგრანტების ჯიბის წურბელას. როგორ ცხოვრობს ახალგაზრდა კაცი, რომლის გარშემოც მუდმივად სკანდალები და ჭორები გორდება და როგორ დაუკავშირდა მისი სახელი ემიგრანტებს, “სარკეს” შოთომ თავად უამბო: – ემიგრანტებთან აქტიური ურთიერთობა 2007 […]

”3 საათი ძილი მყოფნის” – როგორ შეცვალეს ნოდარ მელაძის ცხოვრება შვილებმა და მთავარმა არხმა

რუსუდან ადვაძე, სარკე “ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მომენტი დგება. ერთ კვირაში შვილებს ველოდები და მერე გადავწყვეტ, სად გავაგრძელებ მუშაობას”, – განაცხადა ტელეჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ, როცა ის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-დან გაათავისუფლეს, სადაც წლების განმავლობაში საინფორმაციო სამსახურის უფროსი გახლდათ. რამდენიმე დღეში ნოდარ მელაძეს ტყუპი გოგონები შეეძინა. “სხვა ცხოვრება, სხვა განცდა, სხვა გრძნობა. დღეიდან ორი შვილის მამა ვარ. ნატატა […]

თამუნა ლეკვეიშვილმა იმიჯი მკვეთრად შეიცვალა – შავი ხვეული თმა და ცისფერი თვალები

თამუნა ლეკვეიშვილმა იმიჯი მკვეთრად შეიცვალა. თმა შავად შეიღება, დაიხვია და მოკლედ შეიჭრა, თვალებისთვის კი ცისფერი ლინზები შეარჩია. -ქალმა საკუთარი თავისთვის დრო უნდა გამონახოს, თორემ ისე არასდროს დარჩება. როგორც მე ვაკვეხებ ვარჯიშს ცხოვრებაში, ასე უნდა მოინდომოს ყველა ქალმა. უკვე ერთი წელია, რაც ვვარჯიშობ. რაღაც პერიოდი შევწყვიტე და ახლახან გავაგრძელე. ყველა კუნთი მტკივა. ჩემი ვარჯიში საკმაოდ შედეგიანი […]

ირაკლი მაისურაძე: “რუსთავი 2″-ში მოვლენები შეიძლებოდა სხვანაირადაც განვითარებულიყო”

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე ირაკლი მაისურაძე ტელევიზიაში, არც მეტი და არც ნაკლები, სტომატოლოგიიდან აღმოჩნდა – პროფესიით სტომატოლოგ-ორთოპედია. ერთ დღეს ძმას მიაკითხა სამსახურში, ტელეკომპანია “საქართველოს ხმაში” და პროფესიის შეცვლაც მაშინ გადაწყვიტა. მას შემდეგ ბევრი სამუშაო ადგილი, ბევრი ტელეარხი გამოიცვალა. ახლა “მაესტროს” საინფორმაციო გამოშვების წამყვანია. სამი შვილის მამისთვის პირველ ადგილზე ოჯახი დგას, ყველაზე მეტად ოჯახის წევრები აძლიერებენ. ოჯახში […]

ანი გიუნტერი: “ემოციებს არ ავყევი და “რუსთავი 2″-ში დავრჩი”

ავთო ჩიტიძე, სარკე სატელევიზიო ცვლილებები “რუსთავი 2”-ის დილის გადაცემასაც შეეხო. “დილა მშვიდობისა, საქართველო” პროდიუსერმა ლიკა კინწურაშვილმა, წამყვანმა ეკა სამხარაძემ და რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა. ისინი ახალ ტელეკომპანია “მესამეში” გადავიდნენ. მათ ნაცვლად ეკრანს ბევრი ახალი და რამდენიმე ძველი სახე დაუბრუნდება. რაც შეეხება დილის გადაცემის კიდევ ერთ სახეს, ანი გიუნტერს, ჟურნალისტი 13 წლიან კარიერას კვლავ “რუსთავი 2”-ზე აგრძელებს, […]

სოფო ბედიამ და მიშა მესხმა შვილების გარეშე დასვენება ვერ შეირგეს

ირმა ჭკუასელი, სარკე მომღერალმა სოფო ბედიამ ბოლო დროს თავს უფლება მისცა, ოჯახში მეტი დრო გაატაროს და ქმარ-შვილთან ყოფნით დატკბეს. წლების განმავლობაში ის რესტორანში მღეროდა, დატვირთული სამუშაო ჰქონდა, ამიტომ უფროს შვილს, ნიკოლოზს, დედა სულ ენატრებოდა. ახლა კი სოფოს აქვს იმის ფუფუნება, რომ ორივე შვილს, ნიკოლოზსაც და ანდრიასაც, მეტი დრო დაუთმოს. ეს კომფორტი მას ქმარმა, მიშა მესხმა […]

შორენა ჯაფარიძეს ნიკა მნათობიშვილმა ჩხიკვთა ქორწილის სცენაზე სთხოვა ხელი

წელს ანსამბლ “ივერიის” ლეგენდარული “ჩხიკვთა ქორწილის” განახლებული ვერსია “ბლექ სი არენაზე” მეორედ დაიდგა. მიუზიკლში, რომელიც შემოდგომის პირველ დღეს გაიმართა, ანსამბლ “რუსთავის” მოცეკვავე შორენა ჯაფარიძე ჩიტის როლს ასრულებს. ეს სპექტაკლი მის მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. მიუზიკლის ბოლოს, აპლოდისმენტებისა და ათასობით მაყურებლის თანდასწრებით, მოცეკვავეს საყვარელმა, მამაკაცმა სიყვარული დარბაზიდან აუხსნა და ხელიც სთხოვა. წყვილმა ქორწილისთვის სამზადისიც დაიწყო. შორენა ჯაფარიძის […]

ვახო ბიჭიკაშვილი: “ფულზე არ გავყიდულვარ და მოღალატე არ ვარ”

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მთავარი განხილვის საგანი იყო მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2”-ზე “კომედი ჯგუფი” ორად გაიყო, ნაწილი “მთავარ არხზე” გადავიდა, ნაწილი კი იქვე დარჩა, მათ შორის – ვახოც. ხალხი, რა თქმა უნდა, ფიქრობდა, რომ ვახო “ფულზე გაიყიდა”, მოღალატეც კი უწოდეს… რას პასუხობს ამ ყველაფერზე თავად შოუმენი, “სარკეში” მასთან ინტერვიუდან […]

ეკა ჩხეიძე: “არ ვთვლი, რომ ქმარი დავკარგე”

ავთო ჩიტიძე, სარკე მსახიობ ეკა ჩხეიძეს ახლა ის ეტაპი უდგას ცხოვრებაში, როცა საკუთარ თავს ყველაზე მეტ დროს უთმობს. ცდილობს გააკეთოს ყველაფერი ის, რისთვისაც აქამდე ვერ იცლიდა. ამიტომაც ის ერთ დღეს ხმაურიან წვეულებაზეა, მეორე დღეს – თუშეთში, მესამე დღეს ზღვაზე ირუჯება და ასე შემდეგ. ეკამ 20 წლიანი ოჯახური ცხოვრება არქიტექტორ ლევან მუშკუდიანთან უკვე რამდენიმე წელია დაასრულა, […]

ნოდარ ხადური დედის წლისთავზე გარდაიცვალა – ”ზუსტად იმ დღეს დედამისის საფლავზე უნდა წავსულიყავით…”

რუსუდან ადვაძე, სარკე 10 სექტემბრის დილას საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი 49 წლის იყო. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბი გახდა. ის ბოლოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას კი 2012-2016 წლებში იკავებდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში სახელისუფლებო სტრუქტურებში სხვადასხვა პოსტებზე მუშაობდა, 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა […]