„სარკე“, რუსუდან ადვაძე მომღერალი, საბავშვო მუსიკალური სტუდიის ხელმძღვანელი, ირმა არავიაშვილი, ძმას ეძებს. დარწმუნებულია, რომ ბიჭი, რომელიც 1994 წლის 7 ნოემბერს დაიბადა, სამშობიაროდან გაყიდეს, მის მშობლებს კი უთხრეს, რომ ახალშობილი გარდაიცვალა. ირმა არავიაშვილის მამა, მიხეილ არავიაშვილი, 68 წლის იყო, ვაჟი რომ შეეძინა, თავად ირმას დაბადებისას კი 70 წლის გახლდათ. შემდეგ ირმას მშობლებს კიდევ ერთი გოგონა შეეძინათ. […]
კატეგორია: საქმე
„ჩემი ძმა რომ დაიბადა, მამა 68 წლის იყო და ბიჭი სამშობიაროდან მოპარეს, მერე მე და ჩემი და გავჩნდით“
ერნი – ადამიანი, რომელმაც საკუთარი პროფესია საქმედ და საქმის სიყვარული საკუთარ სტილად აქცია
ერნი სამკერვალო სფეროს პროფესიონალი და საკუთარი საქმის დამფუძნებელია. მისი საქმიანობა წლების განმავლობაში დაკავშირებულია ტანსაცმლის შექმნასთან, გადაკეთებასთან და ადამიანებისთვის ინდივიდუალური, ხარისხიანი მომსახურების შეთავაზებასთან. ერნისთვის სამკერვალო საქმე მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის სფერო, სადაც გამოცდილება, სიზუსტე, გემოვნება და შემოქმედებითი ხედვა ერთმანეთს ერწყმის. სწორედ დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება და ხარისხის მიმართ მოთხოვნა გახდა მისი პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი […]
მოგზაურობა ერთად იწყება – როგორ დავგეგმოთ ოჯახური გასვლა და მეგობრებთან დასვენება მინივენით
ოჯახური მოგზაურობის ან მეგობრებთან ერთად გასვლის დაგეგმვა ხშირად ერთი მარტივი სურვილით იწყება: რამდენიმე დღით შევცვალოთ გარემო და დრო სასიამოვნოდ გავატაროთ. ვირჩევთ მიმართულებას, ვათვალიერებთ სასტუმროებს, ვადგენთ სანახავი ადგილების სიას. შემდეგ კი ჩნდება კითხვა, რომელიც მთელ გეგმაზე მოქმედებს – როგორ მივდივართ? როდესაც რამდენიმე ადამიანი ერთად მოგზაურობს, ტრანსპორტის შერჩევა მხოლოდ დანიშნულების ადგილზე მისვლას არ ეხება. საჭიროა მგზავრებისთვის საკმარისი […]
როცა სახლის დალაგება მთელ დასვენების დღეს იკავებს — როგორ დავიბრუნოთ დრო საკუთარი თავისთვის
შაბათის დილა თითქოს დასვენებისთვის იწყება, მაგრამ მალევე ჩნდება ნაცნობი ჩამონათვალი: სამზარეულოს გაწმენდა, აბაზანის დალაგება, იატაკის მოწმენდა, ფანჯრებზე დარჩენილი ლაქები. ერთი საქმე მეორეს მოსდევს და დღის ბოლოს სახლი მოწესრიგებულია, თუმცა სასეირნოდ, ოჯახთან დროის გასატარებლად ან უბრალოდ დასასვენებლად ძალა აღარ გვრჩება. სახლის მოვლა ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია. სირთულე მაშინ ჩნდება, როდესაც მისთვის საჭირო დრო მუდმივად ჩვენი დასვენების […]
თამთა კვარაცხელია: „ერთ ძალიან ცნობილ და წარმატებულ ქართველს მოუნდა, ჩემი იდეა და ბიზნესი წამართვას“
დიზაინერი მსოფლიო მოდის ცენტრში აღმოჩნდა
„სარკე“, ია ქუთათელაძე ქართველი დიზაინერის, ტელეწამყვანის, ჟურნალების GLAMOUR Georgia-სა და Wedding Fair-ის დამფუძნებლისა და რედაქტორის, თამთა კვარაცხელიას, კარიერაში დიდი და ძალიან სასიხარულო სიახლეა. პირველად ქართული მოდის ისტორიაში მოხდა უპრეცედენტო მოვლენა _ თამთამ გაიარა აკრედიტაცია მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ნიუ იორკის საქორწინო და მაღალი მოდის კვირეულზე და მიიღო ოფიციალური მიწვევა, დაესწროს ყველა ღონისძიებას, რაც კვირეულის ფარგლებში ჩატარდება, […]
ლეილა მესხი: „ვამაყობ, რომ ბებიის სტატუსში ვარ და ამ ამპლუაში დიდ სიამოვნებას ვიღებ“
ჩოგბურთის ქართველი ვარსკვლავის ცხოვრება კორტების მიღმა - „შვილებმა ჩოგბურთის თამაშის გაგრძელება არ ისურვეს, შვილიშვილების იმედი მაქვს“
„სარკე“, კობა ბრეგვაძე ჩოგბურთის ქართველ ვარსკვლავთან, ლეილა მესხთან, ინტერვიუ დიდიხანია არ გვქონია და ამასობაში მის ცხოვრებაში სასიხარულო სიახლეები მოხდა. ცნობილი ჩოგბურთელი ოჯახურად სხვა სტატუსში გადავიდა. ამაზე თავად გვიამბობს, მანამდე კი მოკლედ გადავავლოთ თვალი მის სპორტულ გზას: მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულში ლეილა მესხი, მსოფლიო ქალთა ჩოგბურთის ელიტაში შევიდა და ისეთი სიმაღლეები დაიპყრო, რომლებიც კავკასიის სპორტსმენი ქალებისთვის […]
ემზარ ნადირაძე: „ჯოისტიკები გაქვს თითებზე და შენს მოძრაობებს აბსოლუტური სიზუსტით იმეორებს რობოტის ხელები“ – უნიკალური ოპერაციის დეტალები
როგორ გააკეთა ჩინეთიდან საქართველოში 6 ათასი კილომეტრის დაშორებით რობოტული ოპერაცია ქართველმა ექიმმა
„სარკე“, რუსუდან ადვაძე მუცლის ღრუს ონკოქირურგმა რობოტული სისტემის მეშვეობით 6 ათასი კილომეტრის სიშორიდან 62 წლის პაციენტს სწორი ნაწლავის კიბო ამოკვეთა. ოპერაცია 8 საათი და 30 წუთი გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა. ემზარ ნადირაძე „სარკეს“ დეტალურად უამბობს ამ პროცესის თავისებურებებსა და ზოგადად რობოტული ქირურგიის მიღწევებზე. ემზარ ნადირაძე: ერთი წელია, რაც ქირურგიული რობოტი შევიძინეთ და უკვე 100-ზე მეტი […]
„ღამის სერენადების“ ბათუმის კონცერტები ტრიუმფით დასრულდა
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ბათუმში დასრულდა. ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე სპეციალურად „ღამის სერენადებისთვის“ შექმნილი უნიკალური მუსიკალური პროექტი „ტანგო – ოპერაციონე“ წარმოადგინეს მსოფლიოში აღიარებულმა ახალგაზრდა ქართველმა მუსიკოსებმა – პიანისტმა გლორია კამპანერიმ, ბანდონეონისტმა მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ, სოპრანომ მარიკა მაჩიტიძემ და ფლეიტისტმა ნიკოლოზ ვადაჭკორიამ. ვირტუოზი ქართველი და უცხოელი შემსრულებლების პერფორმანსს მაყურებლის მქუხარე აპლოდისმენტები მოჰყვა. უნიკალური […]
„ღამის სერენადების“ მონაწილეები აღტაცებულმა მაყურებელმა ბისზე რამდენჯერმე მიიწვია
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ ბათუმში გრძელდება. ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, ბათუმის, თბილისის და ბორჯომის მერიების მხარდაჭერით იმართება. ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატულ თეატრში ჩატარებულ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს მევიოლინემ და დირიჟორმა ანდრეს გაბეტამ, ბანდონეონისტმა მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ, სოპრანომ მარიამ მაჩიტიძემ, ფესტივალის საბაზო ორკესტრმა საქართველოს […]
ბათუმში ლიანა ისაკაძის სახელობის ფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალმა „ღამის სერენადები 2026“ ბათუმში გადაინაცვლა. ფესტივალი ბორჯომში საზეიმოდ გაიხსნა, ბათუმში კი კლასიკური მუსიკის მოყვარულებს სამ კონცერტს – 21, 23 და 25 აგვისტოს შესთავაზებს. “ღამის სერენადების” პროგრამა ჟანრობრივად განსაკუთრებულად მრავალფეროვანია – შვიდი გამორჩეული კონცერტით აღინიშნება ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის, დაბადებიდან 80 წლის იუბილე. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და […]










