თამუნა ლეკვეიშვილმა იმიჯი მკვეთრად შეიცვალა – შავი ხვეული თმა და ცისფერი თვალები

თამუნა ლეკვეიშვილმა იმიჯი მკვეთრად შეიცვალა - შავი ხვეული თმა და ცისფერი თვალებითამუნა ლეკვეიშვილმა იმიჯი მკვეთრად შეიცვალა. თმა შავად შეიღება, დაიხვია და მოკლედ შეიჭრა, თვალებისთვის კი ცისფერი ლინზები შეარჩია.

-ქალმა საკუთარი თავისთვის დრო უნდა გამონახოს, თორემ ისე არასდროს დარჩება. როგორც მე ვაკვეხებ ვარჯიშს ცხოვრებაში, ასე უნდა მოინდომოს ყველა ქალმა. უკვე ერთი წელია, რაც ვვარჯიშობ. რაღაც პერიოდი შევწყვიტე და ახლახან გავაგრძელე. ყველა კუნთი მტკივა.

ჩემი ვარჯიში საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა. წონაში ბევრი არ დამიკლია, მაგრამ სხეულის ფორმები უკეთესობისკენ შემეცვალა, რაც დიდი სტიმულია, რომ ბევრი არ ვჭამო. როცა ვუყურებ, კალორიების დაწვა რამხელა წვალების ფასად მიჯდება, საკუთარი შრომა მენანება და ტორტზე უარს ხშირად ვამბობ, – უთხრა თამუნა ლეკვეიშვილმა ჟურნალ ,,სარკეს” (ინტერვიუ იხილეთ სრულად)

თამუნა ლეკვეიშვილს ქორწინების 10 წლისთავი ჩაეშალა – “როგორც მე ვაკვეხებ ვარჯიშს ცხოვრებაში, ასე უნდა მოინდომოს ყველა ქალმა”