კატეგორია: მოზაიკა

ვინ დაჯილდოვდა ბათუმში ზღვის ცხენებით – კინოფესტივალის 20 წლისთავს მისი დამაარსებელი ვერ მოესწრო

„სარკე“, კობა ბრეგვაძე დღეს მსოფლიო კინემატოგრაფი მასშტაბურ ტრანსფორმაციას განიცდის. საკვანძო კინოფესტივალები (კანი, ვენეცია, ბერლინალე, სანდენსი) ამტკიცებენ, რომ ფილმების მასშტაბი ბიუჯეტით აღარ იზომება _ გადამწყვეტ როლს საავტორო სათქმელის გამბედაობა და ემოციური გამოძახილის სიღრმე თამაშობს. აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ იდეის ერთგული იყო 20 წლის განმავლობაში ბათუმის საავტორო კინოფესტივალი – ბიაფი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ატმოსფერული  ფესტივალი შავი […]

ქეთი წიკლაური: „მამა სულ მესიზმრება, ერთხელ მივხვდი, რომ ეს იყო მასთან კონტაქტი“

„მამა სულ მესიზმრება, ერთხელ მივხვდი, რომ ეს იყო მასთან კონტაქტი“ – ამბობს ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში ლეგენდარული „ივერიელის“, თემურ წიკლაურის, ქალიშვილი, მომღერალი ქეთი წიკლაური. -სიზმარში რომ შევხვდები საყვარელ ადამიანს, დილით ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ცხადად ვნახე და ჩავეხუტე… არსებობს უხილავი სამყარო, რომელიც, არ ვიცით, როგორია და როგორი გზით უნდა შევიმეცნოთ… – ყვება მომღერალი „სარკესთან“. ინტერვიუ სრულად […]

კაბუ და მისი ყოფილი ცოლი 28 წლის წინ მოპარულ შვილს ეძებენ
„ჯანმრთელი შვილი გავაჩინე, 6 საათი ჩემ გვერდით იყო, მერე წაიყვანეს და ააორთქლეს!“

„წლების განმავლობაში გაურკვევლობაში ვიყავი, არ ვიცოდი, ლოცვის დროს ჩემი შვილი გარდაცვლილებში უნდა მომეხსენებინა თუ ცოცხლებში, ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ცოცხალია“, _ უთხრა „სარკეს“ ანუკა გიორგელაშვილმა. ის და მისი ყოფილი ქმარი, მსახიობი და რეპერი, კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, თავიანთ უფროს შვილს ეძებენ. ანუკა „სარკის“ ახალ ნომერში ყვება, როგორ „ააორთქლეს“ მისი შვილი სამშობიაროდან. -ჯანმრთელი შვილი გავაჩინე, […]

ნანული დუმბაძე: „შვილებზე მეტად მეუღლე მიყვარდა, ეს დღემდე ვერ ამიხსნია…“
რას უყვებოდა „სარკეს“ ნოდარ დუმბაძის ცოლი

„სარკე“ „არ ვიცი, რა დავწერო ან მერე შევძლებ თუ არა რამის დაწერას… ამ წუთას მხოლოდ ის ვიცი, რომ აღარ მიყურებს, აღარ მელაპარაკება…“, _ დაწერა მწერალ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილმა, ქეთი დუმბაძემ, დედის, ნანული დუმბაძის (ქალიშვილობის გვარი გუგუნავა), გარდაცვალების შემდეგ. ქალი, რომელიც ნოდარ დუმბაძეს გვერდიდან არ მოშორებია, მისი ბედნიერებაც და უმძიმესი განსაცდელებიც მასთან ერთად გამოსცადა, რამდენიმე დღის […]

ქეთი ვადაჭკორია: „სანამ ზურა გარდაიცვლებოდა, მეგონა, დრო ყველაფრის მკურნალი იყო“
ვინ „გამოუგზავნა“ მომღერალმა ცოლს საჩუქრად - „საოცარი მსგავსებაა ზურასთან“

„სარკე“, ია ქუთათელაძე ქართული ესტრადის ერთ-ერთი გამორჩეული და კოლორიტული სახე, ზურა დოიჯაშვილი, ხუთი წელია, რაც გარდაიცვალა, მისი შემოქმედება კი დღემდე ცოცხლობს და კვლავ უყვარს ქართველ მსმენელს. ზურა თბილისელი იყო მთელი არსებით. ამ ქალაქით ცხოვრობდა, მისი ქუჩებით, სახლებით, უბნებით, თბილისური ნიავით, მელიქიშვილის გამზირით. როგორც ბეღურა, ერთგული იყო თავისი ქალაქის და დროებითაც კი არ შეეძლო გადაფრენა სხვაგან. […]

მერიკო ტოგონიძე მსოფლიო ჩემპიონია კიკბოქსინგში! – „შენი შრომა და თავდადება დღეს მსოფლიო გამარჯვებად იქცა“

გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატზე კიკბოქსინგში ქართველმა გოგონამ, მერი ტოგონიძემ, გაიმარჯვა. მას აქამდე რამდენიმე საერთაშორისო ტურნირი აქვს მოგებული. „ვამაყობთ შენით, მერიკო! ჩვენი სკოლის მოსწავლე, მერიკო ტოგონიძე, მსოფლიო ჩემპიონია კიკბოქსინგში! შენი შრომა, მონდომება და თავდადება დღეს მსოფლიო გამარჯვებად იქცა. გილოცავ ამ უდიდეს წარმატებას, ჩემო გოგო!  შენით ამაყობს შენი მშობლიური 133-ე სკოლა, შენი მასწავლებლები და სრულიად საქართველო“, – წერს პედაგოგი […]

თამარ ივერი: „გარდაცვლილი მამა დამესიზმრა და მითხრა, შენ თუ სიმღერას არ გააგრძელებ, იცოდე, მე აქ ვიწვალებო“
რატომ ამბობდა უარს კარიერაზე ოპერის ვარსკვლავი და როგორ გადაურჩა სიკვდილს ორჯერ

„სარკე“, ლიკა ოსაძე „მხოლოდ უფალი და უფლის სიყვარულია მუდმივი, ადამიანობაა მუდმივი“, _ გვითხრა ოპერის ქართველმა ვარსკვლავმა, თამარ ივერმა, რომელიც ბათუმში მის მიერ დაარსებული საერთაშორისო ფესტივალისთვის ახალგაზრდა ნიჭიერ მომღერლებს არჩევს და დიდი სცენებისკენ უკვალავს გზას. „ბათუმური რაფსოდია“ უკვე რამდენიმე წელია, დამწყები მომღერლებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. თამარ ივერმა „სარკესთან“ არა მხოლოდ ფესტივალის სიახლეებზე, არამედ რწმენაზე, მისტიკურ ამბებსა და […]

პატარა ლილეს ახლა ადამიანების ერთად დგომა სჭირდება – „ყველაზე მძიმე მოსასმენი იყო, რომ მას ასეთ პატარა ასაკში და ასეთ მცირე წონაზე სასწრაფოდ ღვიძლის გადანერგვა სჭირდებოდა“

პატარა ლილეს ახლა უამრავი ადამიანის ერთად დგომა სჭირდება. ის უმძიმეს მდგომარეობაში რეანიმაციაში იმყოფება და ღვიძლის გადანერგვა სჭირდება. „ჩემი პატარა ისევ რეანიმაციაში ისევ კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს. მუცელში სითხე დაუგროვდა (ასციტი), ჩაუტარდა მცირე ქირურგიული ჩარევა და დრენაჟი დაუყენეს. სუნთქვა უჭირს, ჟანგბადზეა, მაღალი სიცხე აქვს და ძლიერი ანთება, უკვე პალატაში ვეღარ კონტროლდებოდა. ვერ ვიჯერებ, მესამედ მიწევს მისი ასე […]

ვიოლონჩელისტი ბიჭის გზა პატრიარქობამდე – შიო III-ის ერისკაცობისა და ბერობის ამბები „სარკეში”
როგორ გადაარჩინა ირაკლი კაკაბაძე მომავალი პატრიარქის რჩევამ და როგორია ცნობილი ექვსეულის ფოტოს ისტორია

„სარკე“, რუსუდან ადვაძე წმინდა სინოდმა ისტორიული არჩევანი გააკეთა. საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი ჰყავს – შიო III.  ერისკაცობაში ის ელიზბარ მუჯირი გახლდათ. ის 1969 წლის 1-ელ თებერვალს თბილისში დაიბადა. სკოლის პარალელურად, სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა. 1988 წლიდან სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვიოლონჩელოს კლასში. კონსერვატორიის პირველ კურსზე ვიოლონჩელისტების პირველ რესპუბლიკურ კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა. ელიზბარ მუჯირს კონსერვატორია არ […]

მამუკა ონაშვილის მხიარული ამბები და ტკივილი, რომელიც თავისი წასვლით დატოვა
მომღერლის დის მოგონებები ძმაზე „სარკეში“

„სარკე“, ლიკა ოსაძე მომღერალ მამუკა ონაშვილის და, მაიკო ონაშვილი, „სარკესთან“ ორად გაყოფილ ცხოვრებაზე ყვება _ როცა ძმა ედგა გვერდით დიდი კეთილი გულით და როცა ის დაკარგა. 2022 წლის პირველი აგვისტოდან მისთვის სხვა, ტკივილით სავსე ცხოვრება დაიწყო. მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში მძიმე ავარიას ემსხვერპლა. მას შემდეგ მომღერლის უფროსი დისთვის ყოველი დღე მონატრებითაა სავსე, ყოველი მნიშვნელოვანი […]