კატეგორია: ეკონომიკა

  ლიბერთის მხარდაჭერით, გაეროს ასოციაციის მიერ საერთაშორისო კონფერენცია ,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“ ჩატარდა

   ლიბერთის მხარდაჭერით, გაეროს ასოციაციის მიერ საერთაშორისო კონფერენცია ,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“ ჩატარდა

ლიბერთის მხარდაჭერით , საქართველოს გაეროს ასოციაციაციისა და გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა  კონფერენცია “Partnerships for Impact Conference: From Blueprints to Breakthroughs” (,,თანამშრომლობა შედეგებისთვის“) რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ. კონფერენციის სპიკერებმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სისტემის სხვადასხვა დეპარტამენტის და სააგენტოს –  UN Women, WHO, UNDP, UNCTAD, FAO, UNU, UNECE, UNOG, RCO  წარმომადგენლებმა, მოხსენებების თემები მიუძღვნეს გაეროს 17 მიზანს, კერძოდ: განათლებას, საზოგადოებრივ ჯანდაცვას, გენდერულ თანასწორობას, […]

ლიბერთის საგაზაფხულო აქცია ანაბრებზე გრძელდება

ლიბერთის საგაზაფხულო აქცია ანაბრებზე გრძელდება

თინათინ ნეფარიძე: ლიბერთის ყველა შეთავაზება მომხმარებლის ინტერესს და საჭიროებებს  ითვალისწინებს  ლიბერთი,  ბანკის ახალი სტრატეგიის და მთავარი მისიის ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა სახის აქციებს  საბანკო პროდუქტებზე.  ლიბერთის მიზანია ადამიანებს   მუდმივად შესთავაზოს  მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და პირობები. მაისის ბოლომდე სწორედ ასეთი აქცია გრძელდება დეპოზიტებზე, რომლის შესახებ დეტალურად საუბრობს  თინათინ ნეფარიძე, ლიბერთის საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების განყოფილების უფროსი. _ როგორც […]

ლიბერთის  საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგრო სესხებზე გრძელდება 

ლიბერთის  საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგრო სესხებზე გრძელდება 

ლიბერთი, ბიზნეს და აგრო მომხმარებლებისთვის  საგაზაფხულო აქციას აგრძელებს. აღნიშნული აქციის ფარგლებში, როგორც არსებულ, ასევე ახალ მომხმარებლებს, ახალ ან სხვა ბანკიდან გადმოტანილ ბიზნეს და აგრო სესხებზე,  სესხის თანხაზე 2%-მდე ქეშბექით სარგებლობა შეეძლებათ. ლიბერთის ბიზნეს და აგრო სესხების პირობები ითვალისწინებს აგრო, ინდუსტრიული თუ საოჯახო ბიზნესის საჭიროებას და სეზონურ ციკლს. გადახდის გრაფიკი ყოველთვის მორგებულია კონკრეტულ ბიზნესზე და მომხმარებელს […]

„გაზარდე შენი ბიზნესი“ – რა შესაძლებლობას აძლევს ლიბერთი მცირე და საშუალო ბიზნესს

„გაზარდე შენი ბიზნესი“ – რა შესაძლებლობას აძლევს ლიბერთი მცირე და საშუალო ბიზნესს

შეხვედრები რეგიონებში და გამოცდილების გაზიარება მცირე და საშუალო მწარმოებლებისთვის – ლიბერთი კომპანიებს ბიზნესის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ასე ქვია კამპანიასაც – „გაზარდე შენი ბიზნესი“ და მის ფარგლებში ლიბერთი პარტნიორებთან ერთად სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე ცოდნასა და პრაქტიკას მეწარმეებს უზიარებს. ბანკში მიიჩნევენ, რომ ბიზნესთან დიალოგი ყოველთვის კარგი ფორმატია, ის ქმნის მეწარმეებთან ახლოს […]

ლიბერთის საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგროსესხებზე

ლიბერთის საგაზაფხულო აქცია ბიზნეს და აგროსესხებზე

საგაზაფხულო აქციის ფარგლებში ვის და რა პირობებით შეუძლია ისარგებლოს „ლიბერთის“ ბიზნეს და აგროსესხებით. მკითხველისთვის საინტერესოა რას გულისხმობს ეს შეთავაზება?  ამ საკითხზე „ლიბერთის” მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორის მოადგილე ირაკლი აბაშიძე გვესაუბრება. – პირველი მარტიდან ლიბერთი ბანკში მცირე მეწარმეებს, აგრომეურნეობების მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ 2%-იანი ქეშბექით. უფრო კონკრეტულად რომ განავრცოთ ამაში რა იგულისხმება? – ის მომხმარებელი, […]

   „მთიელი წიგნები“ – ლიტერატურა როგორც მეგობარი

   „მთიელი წიგნები“ - ლიტერატურა როგორც მეგობარი

     ლიბერთი განათლებისთვის „პატარა პრინცი“ გამოვიწერე! მე „ცისფერი ირემი.“ მე „სამი მუშკეტერი…“ მე „ვეფხისტყაოსანი,“ ოღონდ ნახატებით. თითქმის ინსტინქტური წამოძახილებია, თუმცა იმას მოწმობს, რომ ყველა ჟანრისა და ყველა ზომის წიგნში შეიძლება გეგულებოდეს ის, რაც გჭირდება, რაც გაკლია და რამაც შეიძლება ბევრი რამ შეცალოს შენ გარშემოც და შენშიც. მანქანა გურიაში, ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზოტის საჯარო სკოლის წინ ჩერდება. სხვადასხვა ასაკის მოზარდები სკოლის წინ დგანან და წიგნებს ელიან. „პატარა პრინცს,“ ნახატებიან „ვეფხისტყაოსანს,“ „ცისფერ ირემს,“ რევაზ ინანიშვილის მოთხრობებს და კიდევ სხვა წიგნებს, რომლებიც მათი ასაკის ბავშვებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში დაიწერა და იწერება. პროექტი „მთიელი წიგნები“ მთაში მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდებისთვის  წიგნების ადგილზე ჩატანას და ამ გზით მათთვის ლიტერატურისადმი ინტერესის გაღრმავებას გულისხმობს. პროექტის მიზანია მაღალმთიან სოფლებში ბავშვებმა საჩუქრად მიიღონ ის წიგნები, რომლებიც უნდათ, რომ ჰქონდეთ. საყვარელი წიგნების დახმარებით კი ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდნენ სხვა წიგნებამდე, სადაც იპოვიან პასუხებს და მეგობრებსაც.    ლიბერთი „მთიელი წიგნების“ სტრატეგიული პარტნიორი 2022 წელს გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბანკი, რომლისთვისაც განათლების ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, კიდევ ერთ მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტში ჩაერთო. წლის დასაწყისში “მთიელი წიგნების” გუნდთან ერთად ლიბერთის თანამშრომლებმა გურიის 15 მაღალმთიანი სოფელი მოიარეს და ბავშვებს 1100-ზე მეტი წიგნი გადასცეს. პროექტი „მთიელი წიგნები“ ერთი წლის წინ შეიქმნა. ამ დროის განმავლობაში მისმა დამფუძნებლებმა ზემო და ქვემო სვანეთის, რაჭის, ლეჩხუმისა და ახმეტის რაიონის სოფლებში 1000-ზე მეტ ბავშვს და 43 სკოლის ბიბლიოთეკას გადასცეს სასურველი წიგნები. ლიბერთის პარტნიორობა და მხარდაჭერა „მთიელი წიგნების“ შემქნელებს პროექტის მნიშვნელოვნად გაფართოებისა და კიდევ არაერთი რეგიონის დაფარვის შესაძლებლობას მისცემს. ამ პარტნიორობის შდეგად, მოზარდები საქართველოს მთიანი რეგიონების ყველაზე ძნელადმისაღწევ სოფლებშიც კი არ დარჩებიან სასურველი  წიგნების გარეშე. მაღალმთიან რეგიონებში გუნდის მოგზაურობა ადასტურებს, რომ წიგნი მოსწავლეებისთვის რეალურად ღირებული საჩუქარია და ყველაზე დიდი ძალა სწორედ ცოდნას აქვს. პროექტის ავტორების გამოცდილება ცხადყოფს იმასაც, რომ ბავშვები სასურველ წიგნებს ყველგან მოუთმენლად ელიან, თუმცა არის ადგილები, სადაც ამ წიგნებს კიდევ უფრო დიდი სიხარული და იმედი მოაქვს; სადაც ლიტერატურას მართლა შეუძლია შეიტანოს სინათლე და მიზანი მკითხველის ცხოვრებაში; ახალი ამბის დასაწყისი გახდეს. ლიბერთიში სჯერათ, რომ თუნდაც ერთი წიგნის სწორ მფლობელთან აღმოჩენით, შესაძლოა დიდი ცვლილებები დაიწყოს. იმისთვის, რომ სასურველი წიგნები საჩუქრად მიიღონ, სასკოლო ასაკის მოზარდები მაღალმთიანი რეგიონებიდან სპეციალურ აპლიკაციას ავსებენ, სადაც მიუთითითებენ, რა წიგნი უნდათ, რომ ჰქონდეთ. „მთიელი წიგნების“ გუნდი მათთვის ამ წიგნებს ამზადებს და თითოეული ბავშვისთვის დამატებით კიდევ თითო წიგნს არჩევს. პროექტის ავტორები  მოზარდებს წიგნების გადაცემის დროს ესაუბრებიან ამ გამოცემებზე, მათ გმირებზე, ზოგადად, ლიტერატურასა და მის ძალაზე. წიგნების ნაწილი საჩუქრად გადაეცემა ადგილობრივ ბიბლიოთეკებსაც.           მოზარდები ეჩვევიან წიგნის ბიბლიოთეკიდან გატანას, წიგნების ერთმანეთისთვის თხოვებას, წიგნებზე ფიქრს, მსჯელობას და ხდებიან მკითხველები. „მთიელი წიგნებისა“ და ლიბერთის მოგზაურობა გრძელდება. გუნდი ახლა სვანეთის სოფლებში ურიგებს მოზარდებს სასურველ ლიტერატურას, გაზაფხულზე მთიანი აჭარის მონახულებაა დაგეგმილი. განათლების მხარდაჭრა, მათ შორის, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობა ლიბერთის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ბანკში   მიიჩნევენ, რომ მხოლოდ განათლებულ ახალგაზრდებს შეუძლიათ უკეთესობისკენ შეცვალონ თავიანთი და სხვების რეალობაც.

ლიბერთი ფარმადეპოსთან ერთად უფროსი თაობის მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ლიბერთი ფარმადეპოსთან ერთად უფროსი თაობის მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ლიბერთი ბანკსა და ფარმადეპოს შორის ურთიერთთანამშრომლობის განახლებული მემორანდუმის ფარგლებში ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის მფლობელები საქართველოს მასშტაბით 250-ზე მეტ აფთიაქში 2.200-ზე მეტი დასახელების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენას კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით ყოველდღიურად ყველაზე დაბალი ფასით შეძლებენ. სპეციალური ფასები გავრცელდება ლიბერთის ბარათით გადახდისას ყველაზე მოთხოვნად – კარდიოლოგიურ, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინულ, ანტიკოაგულანტურ, ძვალ-კუნთოვან, დიაბეტურ  და […]

,,ნუ გამოიდეთ თავი, სხვაგან სად აძლევენ 100 ლარს დღეში” – ვაკანსია, რომელმაც ხალხი აღაშფოთა

ძველ კუპიურებს ვეღარ გამოიყენებთ, სამ კვირაში მათი ვადა იწურება

ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში გამოცხადებულმა ვაკანსიამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ,,გვესაჭიროება მოლარე, დილის 9-ის ნახევრიდან საღამოს 10 საათამდე, სმენებში. ანაზღაურება 20 ლარი. თხოვნა იქნება, გააზიაროთ”, – წერია განცხადებაში. ,,მოლარე გჭირდებათ თუ მონა?! იქნებ ისწავლოთ ადამიანის შრომის დაფასება!”, ,,სანამ ასეთ ხელფასებზე იმუშავებს თუნდაც ერთი ადამიანი და არ გააპროტესტებს, მანამდე არაფერი გვეშველება”, ,,როცა ნავაჭრი 3 000 ლარი გაქვს ან მეტი, […]

ბათუმის მერია ირაკლი ფირცხალავას 14 ათას ლარს უხდის კონცერტში

ბათუმის მერია ირაკლი ფირცხალავას 14 ათას ლარს უხდის კონცერტში

ბათუმში გამართულ საახალწლო ღონისძიებებში 328,035 ლარი დაიხარჯება. 222,760 ლარი ღონისძიებების საორგანიზაციო სამუშაოებს მოხმარდება, ჰონორარების წილი კი 105,275 ლარია. 31 დეკემბერს გალა კონცერტი გაიმართება. ცალკეულად ჰონორარი დაახლოებით 3,000 ლარზე მეტს არ შეადგენს, ყველაზე დიდ თანხას კი ბათუმის მერიისგან დათო ევგენიძე – 11,000 ლარს და ირაკლი ფირცხალავა – 14,100 ლარს აიიღებენ. ირაკლი ფირცხალავა რუსეთში მცხოვრები მომღერალია, რომელიც […]

ქეთა გაბუნია: ,,დალუქვას გვიპირებენ, გვეუბნებიან, რომ ეს კატები ან წავიყვანოთ, ან ჩალუქავენ შიგნით”

ქეთა გაბუნია: ,,ამას არ შეგარჩენთ!.. ეტყობა, უნდა აგვეწყვიტა სხვებივით"

კლუბ ,,მტკვარზე” ერთ-ერთი დამფუძნებლი ქეთა გაბუნია სოციალურ ქსელში აღმაშფოთებელ სტატუსს აქვეყნებს. ,,შრომის ინსპექცია არის მოსული ,,მტკვარზე” და დალუქვას გვიპირებენ. კლუბში ცხოვრობს 3 კატა და გვეუბნებიან, რომ ეს კატები ან წავიყვანოთ, ან ჩალუქავენ შიგნით. ეს პირუტყვები, ეს უსისხლო არსებები, ეს არაადამიანები, ეს რა ქვეყანაა და ეს რა ხალხია! საერთოდ რის საფუძველზე გვლუქავენ, მაგასაც ვერ ხსნიან”. კლუბების […]