კატეგორია: გულახდილი

„როცა გამიჭირდა, გვერდით დამიდგა ნახევარდა, რომელსაც არ ვაღიარებდი”

„როცა გამიჭირდა, გვერდით დამიდგა ნახევარდა, რომელსაც არ ვაღიარებდი"

„სარკე“ მწარედ მახსოვს ის დღე, როცა დედამ გაიგო, რომ მამაჩემს სხვა ქალისგან შვილი ეყოლა. ჩვენს ოჯახში საშინელი ამბავი დატრიალდა. ჩემი მშობლები ლამის გაიყარნენ. დედა ტიროდა, მამას ეუბნებოდა, ეს როგორ გამიკეთეო. საბედნიეროდ, ერთმანეთს არ გაშორდნენ, მამა სახლში დარჩა, ოღონდ დედაჩემს უთხრა, იმ ბავშვს ვერ მივატოვებ, მასზე ვიზრუნებ და გვარსაც მივცემო. დედაჩემი ერთი პირობით დათანხმდა, რომ იმ […]

„ხანდახან მგონია, დედამთილს არ უნდა, შვილი გავაჩინო”

„ხანდახან მგონია, დედამთილს არ უნდა, შვილი გავაჩინო"

„სარკე“ ორსულად ვარ, ვცდილობ, ბავშვზე ვიზრუნო, არ ვინერვიულო, მაგრამ დედამთილი მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მაძლევს. უკვე მერვე თვეში ვარ და მთელი ეს პერიოდი მუდმივად ცდილობს, რაღაც გამოძებნოს ისეთი, რაც ნერვებს მომიშლის. ჩემს თავს სულ ვუმეორებ, ყურადღება არ მივაქციო, რადგან ამ დროს ბავშვი ძალიან მოძრაობს ხოლმე მუცელში, თითქოს მაგრძნობინებს, რომ თვითონაც განიცდის, მაგრამ ყველაფერზე თვალებს ვერ […]

„გასაცოდავებული რომ ვერ მნახეს, ახლობლები ბოღმით დასკდნენ“

„გასაცოდავებული რომ ვერ მნახეს, ახლობლები ბოღმით დასკდნენ“

„სარკე“ ჩემი ქმარი ძალიან ჭკვიანი ადამიანია. 22 წლის ვიყავით, ოჯახი რომ შევქმენით და მას შემდეგ სულ დამოუკიდებელია, არასოდეს არავისი დახმარება არ დასჭირვებია. მუდამ რაღაცას აკეთებს, ქმნის, ფულს შოულობს. მე ოჯახში ვიყავი, შვილებს ვუვლიდი და ჩემი თავი მებარა. ქმარს მოსწონდა, მუდამ ფორმაში რომ ვიყავი და მეც ვიპრანჭებოდი. რამდენიმე წლის წინ კარგი საქმე წამოიწყო, რაც ჰქონდა, ყველაფერი […]

„მე ემიგრანტის ცოლი ვარ… არ მინდა წლების მერე ასე დაბრუნებული ქმარი!“

„მე ემიგრანტის ცოლი ვარ... არ მინდა წლების მერე ასე დაბრუნებული ქმარი!“

„სარკე“ ჩემი ოჯახი დაინგრა. ამას ვამბობ, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავს. ყველა ცდილობს, საუბარი სხვა თემაზე გადაიტანონ. საქმე ის არის, რომ მე ემიგრანტის ცოლი ვარ. ჩემი ქმარი ჯერ უკრაინაში წავიდა სამუშაოდ, მერე იქ რომ ომი დაიწყო, პოლონეთში გადავიდა. იქიდან ფულს აგზავნის, მეც მელაპარაკება, შვილებსაც, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სხვა ქალზეა დაქორწინებული. უკრაინაში სანამ იყო, მგონია, რომ […]

„მამამ ახლა მოინდომა, რომ გვარი მომცეს, მაგრამ მე არ მინდა“

„მამამ ახლა მოინდომა, რომ გვარი მომცეს, მაგრამ მე არ მინდა“

„სარკე“ დედაჩემს იმის მერე უფრო ვაფასებ, რაც გავიგე, როგორ ამბობდნენ ქალები უარს შვილებზე, როგორ ტოვებდნენ სამშობიაროებში. ბაბუას და ბებოსაც მას შემდეგ უფრო ვაფასებ, როცა გავიგე, როგორ უყიდდნენ მშობლები შვილებს „უკანონოდ” გაჩენილ ბავშვებს. დღეს უამრავი ადამიანი ეძებს დაკარგულ მშობლებს, დებს, ძმებს, ნათესავებს. ბევრი პოსტი მხვდება სოციალურ ქსელებში ისეთი, სადაც თავიანთ გაშვილებაზე, დაბადების ტრაგიკულ ისტორიებზე წერენ. მადლობა […]

„მულის და მისი შვილების გამო ჩემი ბავშვი აგრესიული გახდა”

„მულის და მისი შვილების გამო ჩემი ბავშვი აგრესიული გახდა"

„სარკე“ მული მყავს ბოროტი! ზოგი მეუბნება, ეტყობა, ვერ ხვდება, რას აკეთებსო, მაგრამ არ მჯერა ამის. ის ყველაფერს გამიზნულად აკეთებს, რადგან ბოროტი არ ასვენებს. ჩემი შურს, რადგან მის ძმას ძალიან ვუყვარვარ, პატივს მცემს, მისი ქმარი კი მუდამ “პლანის” ზემოქმედების ქვეშ არის და საერთოდ ვერ აცნობიერებს, რომ ცოლი და შვილები ჰყავს, რომლებზეც უნდა იზრუნოს. ჩემი ქმარი რამეს […]

„ბებია მამაჩემს ძაღლის გამო დაემუქრა, ციხეში ჩაგსვამო“

„ბებია მამაჩემს ძაღლის გამო დაემუქრა, ციხეში ჩაგსვამო“

„სარკე“ 4 წლის წინ ბებიას მისმა ძმისშვილმა დაბადების დღეზე ძაღლი აჩუქა. მანამდე ბებო ძაღლებს ვერ იტანდა, მაგრამ ჩვენი ცუგა ისე შეუყვარდა, ახლა შვილივით ჰყავს. მამაჩემსა და ბებიაჩემის ძმისშვილს შორის მუდმივი დაპირისპირებაა. ერთხელ იმ კაცმა მამას უთხრა, ჩასიძებულ კაცს ზედმეტად ბევრი პრეტენზია გაქვსო. მას შემდეგ მამა ჩვენს ნათესავზე სულ დაბოღმილია. ის ძაღლიც შეიძულა, რადგან მისი მოყვანილი […]

„მამაჩემის სიმთვრალეში გადაღებული ვიდეო მეზობელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა”

„მამაჩემის სიმთვრალეში გადაღებული ვიდეო მეზობელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა"

„„სარკე“ არასოდეს, არასოდეს ვაპატიებ ჩემს მეზობელს იმას, რაც გამიკეთა! ჩემს მეგობრად ვთვლიდი და თურმე ყველაზე დიდი მტერი ყოფილა! მამაჩემი ძალიან მორიდებული, მშვიდი ადამიანია, მაგრამ მთვრალი როცაა, სულ იცვლება. ბევრს ლაპარაკობს, არც ცეკვას აცდის ვინმეს და არც სიმღერას. არც ერთი გამოსდის კარგად და არც მეორე, მაგრამ თავს ვერ აკონტროლებს ხოლმე. სამაგიეროდ, მერე ძალიან განიცდის და ხალხში […]

,,ჩემი დის ქორწილის დღეს მამა სახლიდან წავიდა”

,,ჩემი დის ქორწილის დღეს მამა სახლიდან წავიდა”

,,სარკე” 17 წლის გოგო ვარ. რამდენიმე დღის წინ მამა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან შეხვედრა სურდა. უარი ვუთხარი. არ მომინდა მასთან ლაპარაკი. დედა მეუბნება, რომ უნდა შევხვდე და ურთიერთობა აღვადგინო, ბოლო-ბოლო ის მაინც გავიგო, რა უნდა ჩემგან. მე ფეხს ვითრევ, მგონია, რომ არ ვარ მზად მისი სახის სანახავად. ასე იმიტომ გამამწარა, რომ ჩვენი ოჯახის უბედნიერეს […]

„დამრიგებელს ენა მიუტანეს, თითქოს მე ვიყავი წინააღმდეგი, მისთვის საჩუქარი გვეყიდა”

„დამრიგებელს ენა მიუტანეს, თითქოს მე ვიყავი წინააღმდეგი, მისთვის საჩუქარი გვეყიდა"

„სარკე“ სკოლის დამთავრება კარზე მომადგა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც დღეებს ვითვლი იმ დრომდე, როცა სკოლას ახლოსაც კი არ მივუახლოვდები. არც კლასელების ნახვა მინდა, რომლებმაც გული უზომოდ მატკინეს. არ ველოდი, ასე თუ გამწირავდნენ. მოგეხსენებათ, სკოლის დამთავრებას რამდენი რამე სჭირდება. ჩემი კლასელები მთელი წელი გეგმავდნენ ბოლო ზარს, ბანკეტს და კიდევ ათას რამეს. როცა მეცალა, მეც ვმონაწილეობდი დაგეგმვაში, […]