კატეგორია: პირადი

„ყველაზე მწარე იყო ის მომენტი, როცა გვითხრეს, რომ ბავშვს ვერ შევინარჩუნებდი“
თიკო ყაველაშვილი განსაცდელის გადატანაში უსინათლო მშობლებს, მონაზონ დას და დიდ სიყვარულს ემადლიერება - „მე და ჩემი მეუღლე განადგურებულები ვიყავით“

„სარკე“, ლიკა ოსაძე ინფლუენსერმა თიკო ყაველაშვილმა ძალა მოიკრიბა და იმ ურთულეს დღეებზე გველაპარაკა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გამოიარა. ის და მისი ინდოელი მეუღლე, ომან ამანი, პირველ შვილს ელოდებოდნენ. თიკო „სარკესთანაც“ ბედნიერი საუბრობდა ამ მოლოდინზე, მაგრამ ორი თვის წინ ფეხმძიმობა შეუწყდა. ეს ამბავი ძნელი გადასატანი აღმოჩნდა მისთვის, მაგრამ თავისი დიდი ოჯახის და მოძღვრის თანადგომით ფეხზე წამოდგომა […]

თათა ვარდანაშვილი: „წმინდა ეკატერინე დამესიზმრა და მითხრა, რომ ჩემი დისთვის ეკატერინე უნდა დაერქმიათ“
რატომ გადაიფიქრა დიზაინერმა მონაზვნად აღკვეცა

„სარკე“, ლიკა ოსაძე დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა „სარკესთან“ თავის სულიერ გზაზე, რწმენაზე  საუბრისას ის მომენტები გაიხსენა, როცა სიზმარში თუ ცხადში უფალთან, წმინდანებთან, გარდაცვლილ ძვირფას ადამიანებთან კავშირი იგრძნო, მინიშნებები დაინახა. ამ მოვლენებმა მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად განსაზღვრა, არაერთხელ აპოვნინა გზა და სწორი არჩევანი გააკეთებინა. _ თათა, თქვენ ეკლესიურად ცხოვრობთ, დროის გარკვეულ ნაწილს დედათა მონასტერში ატარებთ. პირველად რა ასაკიდან […]

პაატა ხაჩიძე: „არ იყო ადვილი მეუღლის შემორიგება“
როგორ დაძლია „ქუჩის ბიჭმა“ შემოქმედებითი და ოჯახური კრიზისები - „როგორც კი მივხვდი, რომ ჩემზე იყო დამოკიდებული ჩემი შვილების მომავალი,  ყველა ღონე ვიხმარე“

„სარკე“, ია ქუთათელაძე გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა ამერიკაში ბიჭების ჯგუფი „ბექსთრით ბოიზი“ სცენებსა და მაყურებლების გულებს იპყრობდა, თბილისში ბორჯომელი ბიჭების  მუსიკალური ჯგუფი გამოჩნდა, სახელწოდებით „ქუჩის ბიჭები“. ახალგაზრდული სითამამითა და რეპერტუარით, რომელიც ახალგაზრდა თაობამ აიტაცა, ჯგუფმა მალე მოიპოვა პოპულარობა და თაყვანისმცემელთა არმიაც გაიჩინა. დღეს, 33-ე წლისთავზე, ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ კონცერტებს ყველა თაობის მსმენელი სიამოვნებით ესწრება. […]

ჯემალ ბაღაშვილი: „მეგონა, ამქვეყნიდან ჯერ მე გავიდოდი და მერე ჩემი მანანა“
ლეგენდარული „ივერიელი“ 85-ე წელს საბრძოლო განწყობითა და დიდი სევდით შეხვდა

„სარკე“, ლიკა ოსაძე ლეგენდარულმა „ივერიელმა“, ჯემალ ბაღაშვილმა, თავის იუბილემდე _  12 სექტემბრამდე, ჩვენი მკითხველებისთვის დრო გამონახა და თავისი ცხოვრებისა და შემოქმედების გზაზე გვესაუბრა. ცნობილ, მუსიკოსს, ესტრადის რეჟისორსა და სცენარისტს, რომელმაც ქართულ ესტრადაში წარუშლელი კვალი გაავლო, მრგვალი ასაკი _ 85 წელი _ შეუსრულდა. სცენაზე 67 წელი გაატარა, აქედან 60 წელი ლეგენდარულ ანსამბლ „ივერიას“ ეკუთვნის. ბატონი ჯემალისთვის […]

„არ არის სიმართლე, რომ მისი მსახიობობის წინააღმდეგი ვიყავი“ – ხათუნა კოტრიკაძის ქმრის პირველი ინტერვიუ მეუღლეზე

მსახიობმა ხათუნა კოტრიკაძემ სულ რამდენიმე ფილმში ითამაშა, მაგრამ ქართული კინოს კაშკაშა ვარსკვლავად იქცა. რამდენიმე როლმა ისეთი პოპულარობა მოუტანა, რომ დღემდე ახსოვთ და უყვართ. ის 2024 წლის 15 თებერვალს 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. „სამ ფილმში გადაიღეს და მისი კარიერა ამით შეწყდა. ეს იმანაც განაპირობა, რომ ქმარი ძალიან ეჭვიანი ჰყავს, კატეგორიულად აუკრძალა კინო. ერთადერთი უნებართვო ნაბიჯი, რომელიც ხათუნამ […]

ნინო მუმლაძე: „თვითნებური დიეტებით ორგანიზმი გავინადგურე“
მსახიობმა ბარიატრიულ ოპერაციაზე უარი თქვა - „აღმოჩნდა, რომ ბევრი გართულება მოჰყვება, რეჟიმით 6 კილო დავიკელი“

„სარკე“, ლიკა ოსაძე მსახიობი ნინო მუმლაძე „სარკესთან“ ყოველთვის გულახდილად საუბრობს იმ საკითხებზე, რომლებზეც ბევრი საჯაროდ ლაპარაკს ერიდება. ამჯერად ის წონის კლების მცდელობებზე, წლების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებაზე, თავის ახლანდელ ცხოვრების წესზე, თვითნებური დიეტების მძიმე შედეგებსა და იმ მიზეზებზე გვიყვება, რომელთა გამოც ბარიატრიულ ოპერაციაზე უარი თქვა. __ ნინო, ცნობილია, რომ თქვენ წონის დასაკლებ პროგრამაში მიგიწვიეს. დათანხმდით ამ […]

ციცინო კობიაშვილი: „თემურმა ერთხელ ისე გამამწარა, გადავწყვიტეთ, ცალ-ცალკე გვეცხოვრა“
რეჟისორი ღალატზე, მსახიობ ქმარ-შვილზე და სპექტაკლებზე, რომლებსაც ქალებისა და კაცების პრობლემებზე დგამს - „ჯაბას რომ ოჯახი დაენგრა, ამ ამბავმა დაგვანგრია, ვეცადეთ, გადაგვერჩინა, მაგრამ...“

„სარკე“, რუსუდან ადვაძე რეჟისორი ციცინო კობიაშვილი „სარკესთან” თავის სარეჟისორო და საოჯახო გამოცდილებაზე ყვება. მის მიერ მარჯანიშვილის თეატრში დადგმული სპექტაკლები ანშლაგებით მიმდინარეობს. როგორც გვითხრა, მისი სათქმელი ისეთი მარადიული თემებია, რომლებზე საუბარსაც არასოდეს გასდის ვადა _ ადამიანური ბედნიერება, ერთგულება, მეგობრობა, სიყვარული, გვერდში დგომა, რწმენა, იმედი… რეჟისორის ოჯახში ორი მსახიობი ცხოვრობს _ ქმარი, თემურ კილაძე და შვილი, ჯაბა […]

ელენე ხოშტარია: „ჩემი მეუღლისთვის მნიშვნელოვანია, იმას ვაკეთებდე, რაც მაინტერესებს“

 „კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ლი­დე­რის, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და. -ჩვენ­თვის, მისი ად­ვო­კა­ტე­ბის­თვის, თვალ­ში­სა­ცე­მია სიმპტო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც, შე­საძ­ლოა, სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­დეს. ესე­ნია: სახ­სრე­ბის ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი; მოძ­რა­ო­ბის გაძ­ნე­ლე­ბა; პე­რი­ო­დუ­ლად, სახ­სრე­ბის მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა, რის გა­მოც, ვერ ახერ­ხებს ზოგ­ჯერ წე­რა­საც კი და გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას სჭირ­დე­ბა ჯოხი… – ამბობს ადვოკატი. „მე ძალიან კარგად ვიცი ელენეს რა რთულ და სერიოზულ მკურნალობას გადიოდა სტამბულში. მეც […]

ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი მეორე შვილის მშობლები გახდნენ – „5 წლის წინ ჩვენი ბიოლოგიური მასალა გავყინეთ და მოხდა ინვიტრო განაყოფიერება“

მომღერლების წყვილი, ლევან წვერავა და ნინი კენჭიაშვილი, მეორე შვილის მშობლები გახდნენ. „დაიბადა იესე წვერავა“, – დაწერეს დუეტ „ლეონის“ ფეისბუქგვერდზე. წყვილის პირველი შვილი ათწლიანი ლოდინის შემდეგ დაიბადა, ახლა კი უკვე ორი შვილის მშობლები არიან. ლევანმა იესეს დაბადებამდე „სარკეს“ უთხრა, რომ 5 წლის წინ ბიოლოგიური მასალა გაყინეს და მოხდა ინვიტრო განაყოფიერება. _ როდესაც ეს მეთოდი დაინერგა, ბევრი […]

„მანუგეშა, რომ გადარჩებოდა, მაგრამ… ჩემი ძმა სიკვდილს ებრძოდა“ – მამუკა ონაშვილის მამუკა ონაშვილის ოჯახური ამბები და ტკივილი, რომელიც თავისი წასვლით დატოვა
მაია ონაშვილის ინტერვიუ ჟურნალ „სარკეში“

„სარკე“, ლიკა ოსაძე მომღერალ მამუკა ონაშვილის და, მაიკო ონაშვილი, „სარკესთან“ ორად გაყოფილ ცხოვრებაზე ყვება _ როცა ძმა ედგა გვერდით დიდი კეთილი გულით და როცა ის დაკარგა. 2022 წლის პირველი აგვისტოდან მისთვის სხვა, ტკივილით სავსე ცხოვრება დაიწყო. მამუკა ონაშვილი 55 წლის ასაკში მძიმე ავარიას ემსხვერპლა. მას შემდეგ მომღერლის უფროსი დისთვის ყოველი დღე მონატრებითაა სავსე, ყოველი მნიშვნელოვანი […]