12 წლის წინ დაკარგული გურიკა დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„გური, მოვიდა დრო, ეს რას ნიშნავს, შვილო?“.
სოფო ბიბილაშვილის პოსტს წინ უძღოდა გურამ დადიანიძის ფეისბუქგვერდზე 18 აგვისტოს, 21:54 საათზე ოსურ დიალექტზე გამოქვეყნებული პოსტი „Арцыд рæстæг“, რომელიც ასე ითარგმნება: „მოვიდა დრო“, „დადგა დრო“.
გურამ დადიანიძის ბიძაშვილმა „მესენჯერში“ გაგზავნა შეტყობინება: „როგორ მინდა, დაგინახო…“. გაუჩინარებული ბიჭის „მესენჯერი“ აჩვენებს, რომ ბიძაშვილის ეს შეტყობინება წაკითხულია.
„დღეს ჩემი შეტყობინება წაკითხულია… ვინ ხარ? რა ხდება“ – წერს გურამ დადიანიძის ბიძაშვილი.
ცნობისთვის, გურიკო დადიანიძის გვერდზე, ბოლო პოსტი 2013 წელს არის გაზიარებული.
გურამ დადიანიძის დედის ვრცელი ინტერვიუ შვილზე, ყოფილ მეუღლესა და ბურუსით მოცული საქმეზე იხილეთ ჟურნალ „სარკის“ მიმდინარე ნომერში.

