კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

ქეთი წიკლაური: „მამა სულ მესიზმრება, ერთხელ მივხვდი, რომ ეს იყო მასთან კონტაქტი“

„მამა სულ მესიზმრება, ერთხელ მივხვდი, რომ ეს იყო მასთან კონტაქტი“ – ამბობს ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში ლეგენდარული „ივერიელის“, თემურ წიკლაურის, ქალიშვილი, მომღერალი ქეთი წიკლაური. -სიზმარში რომ შევხვდები საყვარელ ადამიანს, დილით ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ცხადად ვნახე და ჩავეხუტე… არსებობს უხილავი სამყარო, რომელიც, არ ვიცით, როგორია და როგორი გზით უნდა შევიმეცნოთ… – ყვება მომღერალი „სარკესთან“. ინტერვიუ სრულად […]

კაბუ და მისი ყოფილი ცოლი 28 წლის წინ მოპარულ შვილს ეძებენ
„ჯანმრთელი შვილი გავაჩინე, 6 საათი ჩემ გვერდით იყო, მერე წაიყვანეს და ააორთქლეს!“

„წლების განმავლობაში გაურკვევლობაში ვიყავი, არ ვიცოდი, ლოცვის დროს ჩემი შვილი გარდაცვლილებში უნდა მომეხსენებინა თუ ცოცხლებში, ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ცოცხალია“, _ უთხრა „სარკეს“ ანუკა გიორგელაშვილმა. ის და მისი ყოფილი ქმარი, მსახიობი და რეპერი, კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, თავიანთ უფროს შვილს ეძებენ. ანუკა „სარკის“ ახალ ნომერში ყვება, როგორ „ააორთქლეს“ მისი შვილი სამშობიაროდან. -ჯანმრთელი შვილი გავაჩინე, […]

ასმათ ტყაბლაძე: „დედაჩემის დიდი პაპა 300 არაგველთაგან ერთ-ერთია, კრწანისშია მისი ძვლები და იქ აშენებენ რაღაცებს, ამაზე მაქვს პროტესტი!“
რატომ უთხრეს უარი ასმათ ტყაბლაძეს დუშეთის საპატიო მოქალაქეობაზე

„სარკე“, რუსუდან ადვაძე „დამირეკეს და მითხრეს, დუშეთობის დღესასწაული ახლოვდება, გვინდა, დუშეთის საპატიო მოქალაქეობა მოგანიჭოთ და ამ ამბავს ყველა აღფრთოვანებით შეხვდაო. თავიდან უარის თქმა მინდოდა, მაგრამ მერე ვიფიქრე, უარი რომ ვთქვა, უხერხულია მასთან, ვინც დამასახელა და უნდა, მათი საპატიო მოქალაქე ვიყო-მეთქი… მითხრეს, თანხმობა უნდა მოგვცეთო. გადავუგზავნე თანხმობა და რომ აღარ დამირეკეს, კი მიკვირდა, რატომ არ დამირეკეს, […]

ნანული დუმბაძე: „შვილებზე მეტად მეუღლე მიყვარდა, ეს დღემდე ვერ ამიხსნია…“
რას უყვებოდა „სარკეს“ ნოდარ დუმბაძის ცოლი

„სარკე“ „არ ვიცი, რა დავწერო ან მერე შევძლებ თუ არა რამის დაწერას… ამ წუთას მხოლოდ ის ვიცი, რომ აღარ მიყურებს, აღარ მელაპარაკება…“, _ დაწერა მწერალ ნოდარ დუმბაძის ქალიშვილმა, ქეთი დუმბაძემ, დედის, ნანული დუმბაძის (ქალიშვილობის გვარი გუგუნავა), გარდაცვალების შემდეგ. ქალი, რომელიც ნოდარ დუმბაძეს გვერდიდან არ მოშორებია, მისი ბედნიერებაც და უმძიმესი განსაცდელებიც მასთან ერთად გამოსცადა, რამდენიმე დღის […]

ქეთი ვადაჭკორია: „სანამ ზურა გარდაიცვლებოდა, მეგონა, დრო ყველაფრის მკურნალი იყო“
ვინ „გამოუგზავნა“ მომღერალმა ცოლს საჩუქრად - „საოცარი მსგავსებაა ზურასთან“

„სარკე“, ია ქუთათელაძე ქართული ესტრადის ერთ-ერთი გამორჩეული და კოლორიტული სახე, ზურა დოიჯაშვილი, ხუთი წელია, რაც გარდაიცვალა, მისი შემოქმედება კი დღემდე ცოცხლობს და კვლავ უყვარს ქართველ მსმენელს. ზურა თბილისელი იყო მთელი არსებით. ამ ქალაქით ცხოვრობდა, მისი ქუჩებით, სახლებით, უბნებით, თბილისური ნიავით, მელიქიშვილის გამზირით. როგორც ბეღურა, ერთგული იყო თავისი ქალაქის და დროებითაც კი არ შეეძლო გადაფრენა სხვაგან. […]

თათა ვარდანაშვილი: „წმინდა ეკატერინე დამესიზმრა და მითხრა, რომ ჩემი დისთვის ეკატერინე უნდა დაერქმიათ“
რატომ გადაიფიქრა დიზაინერმა მონაზვნად აღკვეცა

„სარკე“, ლიკა ოსაძე დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა „სარკესთან“ თავის სულიერ გზაზე, რწმენაზე  საუბრისას ის მომენტები გაიხსენა, როცა სიზმარში თუ ცხადში უფალთან, წმინდანებთან, გარდაცვლილ ძვირფას ადამიანებთან კავშირი იგრძნო, მინიშნებები დაინახა. ამ მოვლენებმა მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად განსაზღვრა, არაერთხელ აპოვნინა გზა და სწორი არჩევანი გააკეთებინა. _ თათა, თქვენ ეკლესიურად ცხოვრობთ, დროის გარკვეულ ნაწილს დედათა მონასტერში ატარებთ. პირველად რა ასაკიდან […]

მურმან დუმბაძე: „ღარიბაშვილის ოჯახში არავითარი 6 მილიონი და ოქროს ზოდები არ არის აღმოჩენილი, ასჯერ მეტი აქვს მოპარული“
„სააკაშვილს რის გამოც ვებრძოდი, აღმოჩნდა, რომ პირადად ჩემთან მიმართებაში მართალი იყო“

„სარკე“, რუსუდან დუმბაძე „26 მაისს მე ხელი შევუშალე აღლუმს და სახელმწიფო მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო“, _ ამბობს პარლამენტის უკვე ყოფილი ვიცესპიკერი, მურმან დუმბაძე, 2011 წელს ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს გამართული აქციის სასტიკად დარბევაზე, სადაც მას სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს. საბოლოოდ კი სასამართლომ მას პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. პოლიტიკოსი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის […]

პაატა ხაჩიძე: „არ იყო ადვილი მეუღლის შემორიგება“
როგორ დაძლია „ქუჩის ბიჭმა“ შემოქმედებითი და ოჯახური კრიზისები - „როგორც კი მივხვდი, რომ ჩემზე იყო დამოკიდებული ჩემი შვილების მომავალი,  ყველა ღონე ვიხმარე“

„სარკე“, ია ქუთათელაძე გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა ამერიკაში ბიჭების ჯგუფი „ბექსთრით ბოიზი“ სცენებსა და მაყურებლების გულებს იპყრობდა, თბილისში ბორჯომელი ბიჭების  მუსიკალური ჯგუფი გამოჩნდა, სახელწოდებით „ქუჩის ბიჭები“. ახალგაზრდული სითამამითა და რეპერტუარით, რომელიც ახალგაზრდა თაობამ აიტაცა, ჯგუფმა მალე მოიპოვა პოპულარობა და თაყვანისმცემელთა არმიაც გაიჩინა. დღეს, 33-ე წლისთავზე, ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ კონცერტებს ყველა თაობის მსმენელი სიამოვნებით ესწრება. […]

თამარ ივერი: „გარდაცვლილი მამა დამესიზმრა და მითხრა, შენ თუ სიმღერას არ გააგრძელებ, იცოდე, მე აქ ვიწვალებო“
რატომ ამბობდა უარს კარიერაზე ოპერის ვარსკვლავი და როგორ გადაურჩა სიკვდილს ორჯერ

„სარკე“, ლიკა ოსაძე „მხოლოდ უფალი და უფლის სიყვარულია მუდმივი, ადამიანობაა მუდმივი“, _ გვითხრა ოპერის ქართველმა ვარსკვლავმა, თამარ ივერმა, რომელიც ბათუმში მის მიერ დაარსებული საერთაშორისო ფესტივალისთვის ახალგაზრდა ნიჭიერ მომღერლებს არჩევს და დიდი სცენებისკენ უკვალავს გზას. „ბათუმური რაფსოდია“ უკვე რამდენიმე წელია, დამწყები მომღერლებისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. თამარ ივერმა „სარკესთან“ არა მხოლოდ ფესტივალის სიახლეებზე, არამედ რწმენაზე, მისტიკურ ამბებსა და […]

თამთა კვარაცხელია: „ერთ ძალიან ცნობილ და წარმატებულ ქართველს მოუნდა, ჩემი იდეა და ბიზნესი წამართვას“
დიზაინერი მსოფლიო მოდის ცენტრში აღმოჩნდა

„სარკე“, ია ქუთათელაძე ქართველი დიზაინერის, ტელეწამყვანის, ჟურნალების GLAMOUR Georgia-სა და Wedding Fair-ის დამფუძნებლისა და რედაქტორის, თამთა კვარაცხელიას, კარიერაში დიდი და ძალიან სასიხარულო სიახლეა. პირველად ქართული მოდის ისტორიაში მოხდა უპრეცედენტო მოვლენა _ თამთამ გაიარა აკრედიტაცია მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ნიუ იორკის საქორწინო და მაღალი მოდის კვირეულზე და მიიღო ოფიციალური მიწვევა, დაესწროს ყველა ღონისძიებას, რაც კვირეულის ფარგლებში ჩატარდება, […]