,,სარკე”, რუსუდან ადვაძე შოუმენ მიშა ანდღულაძეს მამა გარდაეცვალა. ბუხუტი ანდღულაძეს ოპერაცია გაუკეთეს – გულზე სარქველი შეუცვალეს. ოპერაცია კარგად ჩატარდა და რეანიმაციიდან პალატაშიც გადაიყვანეს, მაგრამ მდგომარეობა მოულოდნელად გართულდა. ბუხუტი ანდღულაძე ოპერაციის გაკეთებიდან მეხუთე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. ,,სარკე” მიშა ანდღულაძის ძმას, დათო ანდღულაძეს და დედას, ქალბატონ ლალი ხომასურიძეს, ესაუბრა (ინტერვიუ ჩაწერილია აპრილში). დათო ანდღულაძე: ხარებადღეს, 7 აპრილს […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
,,მასტერშეფში” სერგო ოვჩარენკომ გაიმარჯვა – როგორ აღმოჩნდა მოკრივე კულინარიაში – „მომავალი მეუღლე რესტორანში გავიცანი, ის მიმტანი იყო”
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე კულინარიული ტელეშოუ „მასტერშეფის“ გამარჯვებული სერგო ოვჩარენკო გახდა. მას პრიზად თბილისში ბინა ერგო. ის კრწანისის რეზიდენციაში მზარეულად მუშაობს, სახლში შეფმზარეულობას მეუღლეს უთმობს. ამბობს, რომ ცოლი მის შენიშვნებს არ ითვალისწინებს, მაგრამ ამაზე არ ბრაზდება და მის ნახელავს გემრიელად შეექცევა. სერგო ოვჩარენკო კულინარიით ბავშვობიდან დაინტერესდა. სპეციალურ კოლეჯში ყველა პროდუქტის ,,ანატომია” შეისწავლა და ახლა ამ პროფესიას […]
ნუცა ბუზალაძე: ,,შეყვარებულთან ერთად გავატარე კარანტინი, ჩემგან კარგი კულინარი მაინც ვერ დადგა”
,,სარკე”, ავთო ჩიტიძე მომღერალი ნუცა ბუზალაძე შეყვარებულია. თავის რჩეულზე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ქართველია და ჯერ დაოჯახებას არ აპირებენ. -კარანტინი შეყვარებულთან ერთად გავატარე, ვმღეროდი, ვვარჯიშობდით ერთად. გარეთ თითქმის არც გავდიოდით. თავიდან ძალიან მომწონდა ჩაკეტილი ყოფნა, გარემო, მაგრამ ბოლოს ძალიან გამიჭირდა, ერთი სული მქონდა, რომ დამთავრებულიყო ყველაფერი და ძველ ცხოვრებას დავბრუნებოდით, – ამბობს ნუცა ბუზალაძე ამბები.ჯი-სთან. […]
პაატა ხაჩიძის ცოლი: ,,ჩემს ქმარს ახალი სამსახური აქვს – პროდუქტებით ოჯახის მომარაგება”
,,სარკე”, ლელა დევდარიანი ჯგუფ ,,ქუჩის ბიჭების” წევრს, მომღერალ პაატა ხაჩიძეს, ბევრი კონცერტი ჩაეშალა და გასტროლებიც გაურკვეველი დროით გადაიდო. ახლა მისი მთავარი ,,სამსახური” ცოლისა და სამი შვილის პროდუქტებით მომარაგებაა (ინტერვიუ ჩაწერილია აპრილში). რაც შეეხება, მომღერლის მეორე ნახევარს, ლილე გულორდავას, მისთვის მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ახლა ოჯახის ყველა წევრი ერთად არის, საქმე კი არც ადრე აკლდა და […]
ნოდიკო ტატიშვილი: ,,შევწუხდი კითხვით: ,,როდის მოიყვან ცოლს?”
,,სარკე”, ხათუნა მაღრაძე მომღერალმა ნოდიკო ტატიშვილმა მშობლებისგან ოჯახის საქმეები გადაიბარა. მათზე ახლა განსაკუთრებულად ზრუნავს, რომ გარეთ იშვიათად გავიდნენ (ინტერვიუ ჩაწერილია აპრილში). ქვეყანაში შემოღებული კომენდანტის საათისა და საყო-ველთაო კარანტინის გამო სამთვიანი საკონცერტო გრაფიკი ჩაეშალა, მაგრამ ცდილობს, ამაზე არ იფიქროს და ყურადღება სხვა არანაკლებ საჭირო და საინტერესო საქმეებზე გადაიტანოს, რომლებისთვისაც აქამდე დრო არ რჩებოდა. მომღერალი თვითიზოლაციაში დედ-მამის […]
თემო პატარიძე: ,,უდიპლომო სასიძო შეიძლება შეყვარებულის ბებია-ბაბუამ დამიწუნონ”
,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე იუმორისტ თემო პატარიძეს ჯერ სკოლაც არ ჰქონდა დამთავრებული, როცა ,,კომედი შოუში” მუშაობა შესთავაზეს და ისიც მშობლიური ქუთაისიდან თბილისში გადაბარგდა საცხოვრებლად. 17 წლის ასაკში არჩევანის გაკეთება მოუხდა, ან სწავლა უნდა გაეგრძელებინა, ან საყვარელ საქმეს გაჰყოლოდა. არჩევანი “კომედი შოუზე” გააკეთა და ასე დარჩა უდიპლომო სასიძოდ. ამ ,,ნაკლის” გამოსწორებას უახლოეს მომავალში, 25 წლის ასაკში აპირებს. […]
..ჩემი შვილი ყველაფერს გრძნობს და ხვდება, მაგრამ ვერ გადმოსცემს” – ჯაბა ბოჯგუას დედის 12 წლიანი ბრძოლა შვილის სიცოცხლისთვის
,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე მანანა გვასალია 12 წელია ვაჟის, მომღერალ ჯაბა ბოჯგუას, სუნთქვაზეა მიყურადებული, რომ არაფერი გამოეპაროს, მის შვილს უცებ რომ დახმარება დასჭირდეს. ჯაბას ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება აქვს და ლოგინს არის მიჯაჭვული. ქალბატონი მანანას ერთადერთი იმედი და დამხმარე დედა, ფენია ზარქუა იყო, რომელსაც გასულ წელს მუხიანში მანქანა დაეჯახა და მიყენებული ტრავმით 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედა-შვილის […]
რა ტრადიციები გააუქმა ლორთქიფანიძეების დიდმა ოჯახმა
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ყოველ აღდგომადღეს მამის, რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის, საფლავზე მიდის, მერე კი დედას, მსახიობ ქეთევან კიკნაძეს, სტუმრობს, სადაც სადღესასწაულო სუფრას ლორთქიფანიძეების მთელი შთამომავლობა მიუსხდება ხოლმე (ინტერვიუ ჩაწერილია აპრილში). წელს პირველად და, იმედია, უკანასკნელად ტრადიცია დაირღვა. საშიში ვირუსის გავრცელების გამო ქალბატონი ნანაც სახლშია გამოკეტილი თავის ერთადერთ ქალიშვილ ქეთი წიქვაძესთან და მის ორ […]
თეა ჩეჩელაშვილი: ,,მეც ვიყავი სამოთხეში ევა”
,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე ქუთაისელი ჟურნალისტი, თეა ჩეჩელაშვილი 20 წელზე მეტი იყო ჟურნალისტიკაში, ცოტა ხნის წინ კი საყვარელი საქმე მიატოვა. ამის შესახებ ,,სარკეს” ესაუბრა. _ თეა, ხომ არ ნანობთ ჟურნალისტიკიდან წასვლას? – სინანულს ვერ დავარქმევდი, ეს უფრო მონატრებაა. როცა ძალიან მომაწვება პუბლიკასთან ურთიერთობის სურვილი, ჩემს ძველ გადაცემებს ვუყურებ, რომლებიც ბლომადაა ინტერნეტში ან ფეისბუქ ლაივებს ვრთავ. რაღაცნაირად მგონია, […]
,,ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია” – მწერალი, რომელმაც ეს სიტყვები გაშიფრა, მოულოდნელად გარდაიცვალა – თამარ ბუკიამ ამქვეყნიდან წასვლის თარიღი იცოდა
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე მწერალი, ლიტერატორი, პროფესორი თამარ ბუკია მოულოდნელად გარდაიცვალა აპრილში. მან ფართო საზოგადოებას თავი დაამახსოვრა ხალხური ლექსის ,,ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია” საიდუმლოს ამოხსნით. ,,ნუთუ არავინ დაფიქრებულხართ, ან ალაზანში რატომ უნდა ეკიდოს ის ბებერი და ან ალაზანში ჩაკიდებულმა პური როგორ უნდა მისცეს მგზავრს? ის პური ხომ ალაზნის წყლით იქნება დამბალ-დაშლილი? სინამდვილეში ლექსში ის ბებერი […]










