დეგუშინ მომხდარმა საზარელმა ავარიამ და-ძმის სიცოცხლე შეიწირა, დედა კი მძიმედ დაშავდა. აბასთუმანში მცხოვრები და-ძმის შესახებ მათი ახლობელი საუბრობს: – დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. ულამაზესი, უკარგესი ოჯახის შვილები დაიღუპნენ. დათო ისეთი საყვარელი ბიჭი იყო ფიზიკურად თუ სულიერად, მთელ აბასთუმანს უყვარდა. ბავშვებს მამა ადრე გარდაეცვალათ, დედამ ყველაფერი გააკეთა შვილებისთვის და გზაზე დააყენა. დათო ფიზიკურად ძლიერი ბიჭი იყო, […]
კატეგორია: შემთხვევა
ვინ არიან ავარიაში დაღუპული და-ძმა – ,,მანქანა ახლა იყიდა, ჯარში იყო”
ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასდა-ძმის სიცოცხლე შეეწირა, მათ დედას კი მრავლობითი მოტეხილობები აქვს. მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც 21 წლის დავით ბალახაშვილი მართავდა, სატვირთოს შეეჯახა, რომელიც საგზაო ნიშნებს ხაზავდა. პირველადი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა. „რამდენიმე დღის ნაყიდი ჰქონდა ეს მანქანა. მანამდე სხვა ჰყავდა და მგონი, ისიც ავარიისას დაამტვრია“, – ამბობენ მეზობლები. მათივე თქმით, […]
მამა ზურაბის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მისი მეუღლეც გარდაიცვალა – ,,მოძღვარი ძმის დაკრძალვიდან ბრუნდებოდა, როცა ეს მოხდა”
მამა ზურაბ გოგიტიძის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მისი მეუღლეც გარდაიცვალა. მამა ზურაბს ძმა – ანტონი გარდაეცვლა და მისი დაკრძალვის შემდეგ ბრუნდებოდა თბილისში, როცა გადაღლილსა და ემოციით გადაძაბულს, გზაში ჩასძინებია. მანქანა გადაბრუნდა – მამა ზურაბი მაშინვე გარდაიცვალა, ნუნუკა კი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. გუშინ ნუნუკამაც გადაინაცვლა მარადიულ სამყოფელში. უფალმა მოიხსენოს მათი სულები, სადაც მართალნი განისვენებენ. ჟურნალი […]
,,მამას დაურეკა, დამწვარი ვარ და დედა ჩამოვიდესო” – სოსო ჯავახიშვილის ახლობელი
გურამიშვილზე აფეთქების დროს დაშავებული სოსო ჯავახიშვილი ისევ მძიმე მდგომარეობაშია. მისი ახლობელის თქმით, სოსო ჯავახიშვილმა ოჯახთან თვითონ დარეკა. -ადეკვატური და კონტაქტურია, რაც ძალიან დიდ იმედს გვაძლევს. სახლში მარტო ცხოვრობდა. დასახმარებლად თავად დარეკა მამასთან. დამწვარი ვარ და დედა ჩამოვიდესო. თავისი ფეხით ჩამოვიდა მეოთხე სართულიდანაც, – ამბობს ოჯახის ახლობელი დიანა ბუხრიკიძე. გურამიშვილის გამზირზე აფეთქების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა […]
„სალომეს გზა აებნა და მატარებელს ძალიან შორს გაჰყვა, ახლა უგონოდაა” – სალომე გოგინაშვილის დაკარგვის ახალი დეტალები
ათენში დაკარგულ გოგონას შესახებ „პრაიმტაიმისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ოჯახის ახლობლის ცნობით, ელეფსინადან ჩასულმა ახლობლებმა გოგონა უკვე მოინახულეს. მისი თქმით, ამ დროისთვის უგონოდაა. „გზა აებნა და მატარებელს ძალიან შორს გაჰყვა. სალომეზე გაკეთებული რეპორტაჟიდან ექიმმა იცნო და ჟურნალისტებს დაუკავშირდა. ახლა უგონოდაა. ეს დღეები ტელეფონი გათიშული ჰქონდა“, – ამბობს ახლობელი. შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი, 32 წლის სალომე გოგინაშვილი, ათენში, შაბათს (21/09) 13:00 საათზე სახლიდან გავიდა […]
”ჩემი სალო ცოცხალია!” – სალომე გოგინაშვილი ათენში შოკურ მდგომარეობაში უცნობმა იპოვა
საბერძნეთში დაკარგული 32 წლის სალომე გოგინაშვილი იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია AMBEBI.GE-ს დაკარგულის ახლობელმა დაუდასტურა. მისივე თქმით, გოგინაშვილი შოკურ მდგომარეობაში იპოვეს და კითხვებზე მხოლოდ იმას პასუხობდა, რომ სალომე ჰქვია. გოგონა ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც ტელევიზიას შეატყობინეს დაკარგულის პოვნის თაობაზე, ოჯახში კი სწორედ ტელევიზიიდან დარეკეს და სალომე გოგინაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ აცნობეს. დედამ, ნონა კუპრაშვილმა, უკვე მოინახულა დაკარგული […]
“მე დედოფალი ვარ და ბანკეტზე გვირგვინით უნდა წავიდეო…” – თბილისში 20 წლის ქრისტინა ბაბლუანმა თავი მოიკლა
თბილისის ერთ-ერთ უბანში, 20 წლის ქრისტინა ბაბლუანი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ვერსიით, გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილის ახლობლებს თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბარი უჭირთ. როგორც შსს-ში „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით ქეთევან ენუქიძემ ფეისბუქში დაწერა: “მე დედოფალი ვარ და ბანკეტზე გვირგვინით უნდა წავიდეო… აბსოლუტურად განადგურებული ვარ… არაფრით არ […]
,,გიგიმ თავი ჩამოიხრჩო, მისმა ემიგრანტმა ძმამ ეს რომ გაიგო, შენობიდან გადახტა” – ფოთში ძმებ გუჯაბიძეებს გლოვობენ
საშინელი ტრაგედია დატრიალდა ქალაქ ფოთში. ახალგაზრდა ბიჭმა, გიგი გუჯაბიძემ თავი ჩამოიხრჩო, ხოლო როდესაც ეს ამბავი მისმა ემიგრანტმა ძმამ გაიგო, ადგა და მაღალი შენობიდან გადახტა უცხოეთში. ,,თვალი გავახილე და დამხვდა ეს ტრაგედია… ერთ-ერთმა ძმამ ფოთში თავი ჩამოიხრჩო, ეს რომ მეორე ძმამ გაიგო, რომელიც უცხოეთში იყო, ამდგარა და მაღალსართულიანი შენობიდან გადმომხტარა. ორი ანგელოზი, გიგი და გიო გუჯაბიძეები […]
,,20 წლის გოგომ საფლავი წინასწარ გაითხარა და წერილი დატოვა” – თვითმკვლელობა კუს ტბაზე
თბილისში, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 20 წლის გოგომ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და ის ახლა გახდა ცნობილი. „20 წლის იყო. თავი ჩამოიხრჩო. საფლავიც კი წინასწარ საკუთარი ხელით გაითხარაო. თვითმკვლელობის მოტივად არაერთი ფაქტორი სახელდება. მას ბავშვობაც სტრესული ჰქონდა. ის თავის დებთან და ძმასთან ერთად ბავშვთა სახლში იზრდებოდა, თუმცა, ბიოლოგიური დედა ჰყავთ. რამდენიმე წლის წინ ის საცხოვრებლად ოჯახში დედასთან დაბრუნდა. იყო საუბარი, რომ გოგონა ძალადობის მსხვერპლი იყო და ამანაც განაპირობა მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა. ამის გარდა, გარდაეცვალა ოჯახის წევრი, დის ქმარი, რომელიც მას პატრონობდა და ეს ტრაგედიაც მასზე ცუდად აისახა, ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლო. ოჯახს სიკვდილის წინ წერილი დაუტოვა“,– ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას გარდაცვლილის ახლობელი. რა გახდა გოგოს თვითმკვლელობის მიზეზი? ამის გასარკვევად „პრაიმტაიმი“ 20 წლის გოგონას დას დაუკავშირდა. „ჩემმა დამ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე თავი მოიკლა. ის 17 აგვისტოს 21 წლის გახდებოდა… გარდაცვლილი ჩვენმა და-ძმამ იპოვეს, მიზეზებზე არ შემიძლია საუბარი“, – ამბობს გარდაცვლილის და. როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც […]
ბათუმში ბავშვი ცალი თვალით დაიბადა – დაპირისპირება კლინიკაში
ცოტა ხნის წინ ბათუმის სამედიცინო ცენტრ „ბი ემ სის“ ტერიტორიაზე ერთმანეთს პაციენტის ახლობლები და პერსონალი დაუპირისპირდნენ. შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიცია მივიდა. მოქალაქეების გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა. ინფორმაციას ამის შესახებ tv25.ჯი ავრცელებს. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბავშვი, ოთხი დღის წინ გაჩნდა, მაგრამ თვალის შესახებ ინფორმაცია მათთვის დღეს გახდა ცნობილი. პაციენტის ახლობლები […]









