,,გიგიმ თავი ჩამოიხრჩო, მისმა ემიგრანტმა ძმამ ეს რომ გაიგო, შენობიდან გადახტა” – ფოთში ძმებ გუჯაბიძეებს გლოვობენ

,,გიგიმ თავი ჩამოიხრჩო, მისმა ემიგრანტმა ძმამ ეს რომ გაიგო, შენობიდან გადახტა" - ფოთში ძმებ გუჯაბიძეებს გლოვობენსაშინელი ტრაგედია დატრიალდა ქალაქ ფოთში. ახალგაზრდა ბიჭმა, გიგი გუჯაბიძემ თავი ჩამოიხრჩო, ხოლო როდესაც ეს ამბავი მისმა ემიგრანტმა ძმამ გაიგო, ადგა და მაღალი შენობიდან გადახტა უცხოეთში.

,,თვალი გავახილე და დამხვდა ეს ტრაგედია… ერთ-ერთმა ძმამ ფოთში თავი ჩამოიხრჩო, ეს რომ მეორე ძმამ გაიგო, რომელიც უცხოეთში იყო, ამდგარა და მაღალსართულიანი შენობიდან გადმომხტარა. ორი ანგელოზი, გიგი და გიო გუჯაბიძეები დავკარგეთ.
ჩემი ახლობელი ოჯახი ასეთ დიდ განსაცდელშია, რა ვთქვა, აღარ ვიცი, გაშეშებული ვარ”, – წერს ჟურნალისტი მარიამ ქობულია სოციალურ ქსელში.

დრონი.ჯი-ს ოჯახის ახლობელმა განუცხადა, რომ გარდაცვლილები 20 და 24 წლის ბიჭები არიან. რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი მათთვის ჯერ-ჯერობით უცნობია.

დრონი.ჯი