,,მამას დაურეკა, დამწვარი ვარ და დედა ჩამოვიდესო” – სოსო ჯავახიშვილის ახლობელი

,,მამას დაურეკა, დამწვარი ვარ და დედა ჩამოვიდესო" - სოსო ჯავახიშვილის ახლობელიგურამიშვილზე აფეთქების დროს დაშავებული სოსო ჯავახიშვილი ისევ მძიმე მდგომარეობაშია. მისი ახლობელის თქმით, სოსო ჯავახიშვილმა ოჯახთან თვითონ დარეკა.

-ადეკვატური და კონტაქტურია, რაც ძალიან დიდ იმედს გვაძლევს. სახლში მარტო ცხოვრობდა. დასახმარებლად თავად დარეკა მამასთან. დამწვარი ვარ და დედა ჩამოვიდესო. თავისი ფეხით ჩამოვიდა მეოთხე სართულიდანაც, – ამბობს ოჯახის ახლობელი დიანა ბუხრიკიძე.

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების სავარაუდო მიზეზად გაზის გაჟონვა სახელდება.

,,ენერჯი“ დედაქალაქში გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს.

თბილისის უბნები, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა:

– სანზონა

– ვაზისუბანი

– გლდანი

– ჩუღურეთი

– ისანი-სამგორი

კომპანია “თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფთხილე. გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების მოხმარების წესების დარღვევაზე.

“თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლის განცხადებით, გურამიშვილის გამზირზე აფეთქებამდე რამდენიმე ხნით ადრე, „თბილისი ენერჯის“ შემოწმების ჯგუფმა კუსტარულად დამონტაჟებული წყალგამაცხელებელი ჩახსნა. ამასთან აბონენტს მიეთითა, რომ აღნიშნული წყალგამაცხელებლის ჩართვა სიცოცხლისთვის საშიში იყო.