რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულის ფანჯრიდან 3 წლის ბიჭი გადავარდა. შემთხვევა თოდრიას ქუჩაზე მოხდა. როგორც “ინფო რუსთავს” კორპუსის მცხოვრებლებმა განუცხადეს, მომხდრზე მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ქუჩიდან ყვირილის ხმა შემოესმათ და ამბის გასაგებად საცხოვრებელი სახლის ეზოში გავიდნენ. გარეთ რომ გამოვედი, ბავშვს ასულიერებდნენ, კიბეზე წყალს ასხამდნენ, – განაცხადა დაშავებული მცირეწლოვანის მეზობელმა. ადგილობრივების ინფორმაციითვე, უგონო მდგომარეობაში მყოფი ბიჭი […]
კატეგორია: შემთხვევა
რუსკა მჭედლიძე: ,,გადავრჩი! 10 საათი ვერ ვფხიზლდებოდი, კლინიკაში ჩემნაირად 16 პაციენტი იყო”
ბოლო დროს ალკოჰოლის ინტოქსიკაციით ძალიან ბევრი ადამიანი მოიწამლა, სამწუხაროდ, რამდენიმეს გადარჩენა ვერ მოხრხდა, მათ შორის ვერც 22 წლის ანრი ვარშანიძის. ის ბათუმში, ერთ-ერთ კლუბში იმყოფებოდა და. გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლით ინტოქსიკაცია გახდა. 12 საათი იყო ხელოვნურ სუნთქვაზე, მაგრამ ექიმებმა ვერაფერი უშველეს. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში რუსკა მჭედლიძემ დაწერა, რომ ისიც ალკოჰოლით მოიწამლა და სიკვდილს გადაურჩა. […]
ტეხურაში 25 წლის თორნიკე კუპრეიშვილი დაიხრჩო
სენაკში, მდინარე ტეხურში ბანაობისას 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი ახალგაზრდა თორნიკე კუპრეიშვილია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამბები.ჯი
ბათუმის კლუბში 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა, გოგონები უგონოდ იყვნენ
,,მედ ცენტრში” ერთ-ერთ კლუბიდან კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი 22 წლის ბიჭი შეიყვანეს, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. ახალგაზრდას სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი პროცედურები ჩაუტარეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა ჰქონდა. კლინიკაში ბიჭთან ერთად, ორი გოგოც შეიყვანეს. ისინი უგონო მდგომარეობაში იყვნენ. გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ბინაზე გაწერეს. ,,TV 25”-ს წყარო უყვება, რომ კლუბში […]
30 წლის ნატო მანია ძიძად მუშაობდა და მოხუც მშობლებს არჩენდა – ავარია ზუგდიდში
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვართან ავარიისას დაშავებული ქალი 30 წლის ნატო მანიაა. ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე მისი გადაყვანა ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში გახდა საჭირო. დაშავებული ქალის ახლობელი აცხადებს, რომ ნატო ზუგდიდში ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა. მას სახლში ხანდაზმული მშობლები ჰყავს და დედისერთაა. -მეუღლეს გაშორდა და მშობლებს ეს არჩენდა… დღეს ვიყავი საავადმყოფოში, მძიმე მდგომარეობა აქვს… ექიმმა […]
21 წლის შოთა მაჩიტიძე და 25 წლის ვალერი თუშიაშვილი – სენაკში, ავარიაში დაღუპული ბიჭები ქობულეთში სამუშაოდ იყვნენ წასულები
სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რომლებსაც ცეცხლი გაუჩნდათ. ერთ-ერთ მანქანაში მსხდომებმა გადმოსვლა მოასწრეს და ისინი მსუბუქად არიან დაშავებული. ადგილობრივების ინფორმაციით, ორივე მანქანა გაზზე იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით მიმდინარეობს. ამბები.ჯი-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები 21 წლის შოთა მაჩიტიძე და 25 წლის ვალერი თუშიაშვილი არიან. […]
აჩიკო ახალკაცმა ჩვილი ჩაიხუტა და გაათბო… – ,,ბავშვს ჭიანჭველები ესეოდნენ”
16 აგვისტოს, გამთენიისას პოლიციის თანამშრომლებმა ოზურგეთში ახალშობილი გადაარჩინეს. ,,ბავშვს მწერები და ჭიანჭველები ესეოდნენ”, – ამბობს ექიმი. სასწრაფოს მისვლამდე პოლიციის პოლკოვნიკმა აჩიკო (არსენ) ახალკაცმა ჩვილი ჩაიხუტა და საკუთარი სხეულის ტემპერატურით სიცოცხლეს უნარჩუნებდა. ის გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გახლავთ. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით […]
,,პოლიციელმა ჩაიხუტა და თავისი სხეულის ტემპერატურით უნარჩუნებდა სიცოცხლეს” – გურიაში თხილის ბაღში ჩვილი იპოვეს
გურიის პოლიციის თანამშრომლებმა ოზურგეთში ახალშობილი გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 16 აგვისტოს, გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტში ოზურგეთის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს მშობიარობის შემდგომი გართულებებით ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა. ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიულად დაადგინეს ახალგაზრდა ქალის საცხოვრებელი ადგილი და დაუყოვნებლივ გავიდნენ აღნიშნულ მისამართზე. […]
ბახმაროში ბავშვები დაშავდნენ
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა კურორტ ბახმაროში. ვერცხლისფერი მსუბუქი ავტომანქანა უჩხუბის ხიდთან მოსრიალდა, ჯერ განათების ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას და წყლის არხში გადავარდა. შავი ფერის ავტომანქანაში ბავშვები იმყოფებოდნენ, დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები. მათ მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. დაზიანებული მანქანები არხიდან ტრაქტორით ამოიყვანეს. გურიის მოამბე
თეთნულდზე ორი ქალის ცხედარი იპოვეს – ვიდეო
ამ წუთებში ვერტმფრენი თეთნულდისკენ მიემართება, სადაც გუშინ 3 ტურისტი დაიკარგა. ტურისტები მაშველებმა უკვე იპოვნეს, თუმცა ორი უკვე გარდაცვლილია, ერთი კი მძიმედაა დაშავებული. ბელარუსი ტურისტების დაკარგვის შესახებ შეტყობინება 112-ში გუშინ საღამოს შევიდა. როგორც ცნობილია, სამივე ტურისტი ქალია. ორი მათგანი 60 წლამდე, ხოლო ერთი 36 წლამდე ასაკისაა. არსებული ინფორმაციით, როდესაც ტურისტების ჯგუფი მწვერვალიდან ბანაკისკენ ბრუნდებოდა, სამი ტურისტი […]










