,,დედამ არ იცის, რომ შვილები დაეღუპა” – ბალახაშვილების ტრაგედია

,,დედამ არ იცის, რომ შვილები დაეღუპა" - ბალახაშვილების ტრაგედიადეგუშინ მომხდარმა საზარელმა ავარიამ და-ძმის სიცოცხლე შეიწირა, დედა კი მძიმედ დაშავდა.

აბასთუმანში მცხოვრები და-ძმის შესახებ მათი ახლობელი საუბრობს:
– დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. ულამაზესი, უკარგესი ოჯახის შვილები დაიღუპნენ. დათო ისეთი საყვარელი ბიჭი იყო ფიზიკურად თუ სულიერად, მთელ აბასთუმანს უყვარდა.

ბავშვებს მამა ადრე გარდაეცვალათ, დედამ ყველაფერი გააკეთა შვილებისთვის და გზაზე დააყენა.
დათო ფიზიკურად ძლიერი ბიჭი იყო, რაგბის თამაშობდა. ახლა კი ჯარში მსახურობდა, ახალციხის ბატალიონში. მანქანაც ახლახან შეიძინა, საკუთარი შრომით. ეს უბედურებაც მაშინ მოხდა, როდესაც დათო, მისი უფროსი და და დედა ახალციხიდან აბასთუმანში შინ მოდიოდნენ მანქანით. ავარია საღამოს მოხდა, 6 საათზე. დათო იჯდა საჭესთან. ზუსტად არავინ იცის. გარდაცვლილი და-ძმის დედა ძალიან მძიმედ არის, შვილების გარდაცვალების ამბავი არ იცის.
– და-ძმა ადგილზე გარდაიცვალა? ავტოკატასტროფის მიზეზი რა იყო?
– დიახ ადგილზევე გარდაიცვალნენ. დათოს ალკოჰოლი ნამდვილად არ ჰქონია მიღებული, – ის დასთან და დედასთან იყო და შინ მოდიოდა. ზუსტად არც ის ვიცით, უბედურება როგორ და ვისი მიზეზით მოხდა, ჭირისუფლებისთვის ამას მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს.
კვირის პალიტრა