ვინ არიან ავარიაში დაღუპული და-ძმა – ,,მანქანა ახლა იყიდა, ჯარში იყო”

ვინ არიან ავარიაში დაღუპული და-ძმა - ,,მანქანა ახლა იყიდა, ჯარში იყო"ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასდა-ძმის სიცოცხლე შეეწირა, მათ დედას კი მრავლობითი მოტეხილობები აქვს.

მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც 21 წლის დავით ბალახაშვილი მართავდა, სატვირთოს შეეჯახა, რომელიც საგზაო ნიშნებს ხაზავდა. პირველადი ვერსიით, ახალგაზრდა მამაკაცი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა.

„რამდენიმე დღის ნაყიდი ჰქონდა ეს მანქანა. მანამდე სხვა ჰყავდა და მგონი, ისიც ავარიისას დაამტვრია“, – ამბობენ მეზობლები.

მათივე თქმით, 33 წლის გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ძირითადად სახლში იყო.

და-ძმა ბალახაშვილები დაბა აბასთუმნიდან იყვნენ.

„დათო ჯარში იყო, კონტრაქტზე. ძალიან წყნარი და მშვიდი ბიჭი იყო, უბედურება დატრიალდა. ერთი და დარჩათ“, – უთხრეს პრაიმტაიმს აბასთუმანში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პრაიმტაიმი