ბათუმში ბავშვი ცალი თვალით დაიბადა – დაპირისპირება კლინიკაში

ბათუმში ბავშვი ცალი თვალით დაიბადა - დაპირისპირება კლინიკაშიცოტა ხნის წინ ბათუმის სამედიცინო ცენტრ „ბი ემ სის“ ტერიტორიაზე ერთმანეთს პაციენტის ახლობლები და პერსონალი დაუპირისპირდნენ. შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიცია მივიდა. მოქალაქეების გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ახალშობილი ცალი თვალით დაიბადა. ინფორმაციას ამის შესახებ tv25.ჯი ავრცელებს.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბავშვი, ოთხი დღის წინ გაჩნდა, მაგრამ თვალის შესახებ ინფორმაცია მათთვის დღეს გახდა ცნობილი.

პაციენტის ახლობლები იმ ექიმის პასუხისმგებლობის დასმას ითხოვენ, რომელმაც, მათი მტკიცებით, ახალშობილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია დამალა.

ექიმები კამერასთან საუბარს თავს არიდებენ. სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტში კი პასუხისმგებლობას იცილებენ და ამბობენ, რომ მუცლად მყოფი ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ დიაგნოზი ექოსკოპისტს უნდა დაესვა, თუმცა ისიც აღნიშნეს, რომ შესაძლოა ნაკლი თავის დროზე არ გამოჩენილიყო.