„სალომეს გზა აებნა და მატარებელს ძალიან შორს გაჰყვა, ახლა უგონოდაა” – სალომე გოგინაშვილის დაკარგვის ახალი დეტალები

„სალომეს გზა აებნა და მატარებელს ძალიან შორს გაჰყვა, ახლა უგონოდაა" - სალომე გოგინაშვილის დაკარგვის ახალი დეტალებიათენში დაკარგულ გოგონას შესახებ „პრაიმტაიმისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ოჯახის ახლობლის ცნობით, ელეფსინადან ჩასულმა ახლობლებმა გოგონა უკვე მოინახულეს. მისი თქმით, ამ დროისთვის უგონოდაა.

„გზა აებნა და მატარებელს ძალიან შორს გაჰყვა. სალომეზე გაკეთებული რეპორტაჟიდან ექიმმა იცნო და ჟურნალისტებს დაუკავშირდა. ახლა უგონოდაა. ეს დღეები ტელეფონი გათიშული ჰქონდა“, – ამბობს ახლობელი.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი, 32 წლის სალომე გოგინაშვილი, ათენში, შაბათს (21/09) 13:00 საათზე სახლიდან გავიდა და დაიკარგა.

ერთ-ერთი ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო ატიკის მეტროსთან ახლოს დააფიქსირეს.

პრაიმ ტაიმი

”ჩემი სალო ცოცხალია!” – სალომე გოგინაშვილი ათენში შოკურ მდგომარეობაში უცნობმა იპოვა