“მე დედოფალი ვარ და ბანკეტზე გვირგვინით უნდა წავიდეო…” – თბილისში 20 წლის ქრისტინა ბაბლუანმა თავი მოიკლა

"მე დედოფალი ვარ და ბანკეტზე გვირგვინით უნდა წავიდეო..." - თბილისში 20 წლის ქრისტინა ბაბლუანმა თავი მოიკლათბილისის ერთ-ერთ უბანში, 20 წლის ქრისტინა ბაბლუანი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

წინასწარი ვერსიით, გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილის ახლობლებს თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბარი უჭირთ.

როგორც შსს-ში „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით ქეთევან ენუქიძემ ფეისბუქში დაწერა:

“მე დედოფალი ვარ და ბანკეტზე გვირგვინით უნდა წავიდეო…
აბსოლუტურად განადგურებული ვარ…
არაფრით არ შეიძლებოდა ქრისტინას სიკვდილი…ბავშვებო, ბავშვებოოოო!
ნუ იქცევით ასე!
ნუ აძლევთ თქვენს თავს სიკვდილის უფლებას!
ჯერ ჩვენ დაგვხოცეთ, დაგვმარხეთ და მერე!

არ ვიცი მიზეზი და, სავარაუდოდ, არავითარი ე.წ. ოჯახის სიწმინდის თქმა არ იქნება… ქრისტინას ძალიან კარგი მშობლები ჰყავდა… თვალთმაქცობის გარეშე ვამბობ.”