მამა ზურაბის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მისი მეუღლეც გარდაიცვალა – ,,მოძღვარი ძმის დაკრძალვიდან ბრუნდებოდა, როცა ეს მოხდა”

მამა ზურაბის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში მისი მეუღლეც გარდაიცვალა - ,,მოძღვარი ძმის დაკრძალვიდან ბრუნდებოდა, როცა ეს მოხდა"მამა ზურაბ გოგიტიძის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მისი მეუღლეც გარდაიცვალა.  მამა ზურაბს ძმა – ანტონი გარდაეცვლა და მისი დაკრძალვის შემდეგ ბრუნდებოდა თბილისში, როცა გადაღლილსა და ემოციით გადაძაბულს, გზაში ჩასძინებია. მანქანა გადაბრუნდა – მამა ზურაბი მაშინვე გარდაიცვალა, ნუნუკა კი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს. გუშინ ნუნუკამაც გადაინაცვლა მარადიულ სამყოფელში.
უფალმა მოიხსენოს მათი სულები, სადაც მართალნი განისვენებენ.
ჟურნალი ,,კარიბჭე”