კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

დათო ხუჯაძე: ,,ჩემი გოგონასთვის ლამაზ კაბებს მე ვყიდულობ”

დათო ხუჯაძე: ,,ამაზე კარგი და ლამაზი რა უნდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში?!"

,,სარკე”, ავთო ჩიტიძე მომღერალ დათო ხუჯაძის ოჯახური ცხოვრება ბედნიერად გრძელდება პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ. პანდემიის პერიოდში ის მუსიკოს ეკა დალაქიშვილზე დაქორწინდა, რამდენიმე თვის წინ კი მათ ქალიშვილი შეეძინათ – ილა. დათოს უფროს და უმცროს გოგონებს შორის ასაკობრივი სხვაობა 12 წელია. – 12 წლის შემდეგ გახდით მეორედ მამა. როგორია ამჯერად მამობის სენტიმენტები? – გარდა იმისა, რომ […]

ნუკი კოშკელიშვილმა მაჭანკლობა დაიწყო – ,,ბევრი ქართულ-ამერიკული ოჯახი შეიქმნა ჩემი ინიციატივით… მინდა, მთელი საქართველო დავაჯახო ერთმანეთს”

ნუკი კოშკელიშვილი: ,,მოტივაცია დავკარგე..."

,,სარკე”, ავთო ჩიტიძე ტელესახე ნუკი კოშკელიშვილი კოსმეტიკური ბიზნესის შემდეგ ვირტუალურ სამყაროშიც ცდილობს თავისი იდეების განხორციელებას. მან შექმნა აპლიკაცია “დამაჯახე”, რომელიც ადამიანებს ერთმანეთის უკეთ გაცნობის საშუალებას აძლევს. ნუკიმ ვირტუალური მაჭანკლის როლის მორგება სწორედ იმიტომ გადაწყვიტა, რომ მსგავსი აპლიკაცია თავად მისთვის დიდი ბედნიერების მომტანი აღმოჩნდა. ამერიკელი ქმარი სწორედ გაცნობის საიტის მეშვეობით იპოვა და დღემდე ბედნიერი ოჯახი აქვს. […]

საბა საფარელი: ,,ჩემი ურთულესი გზის გამო შვილისგან შორს ვარ” – ქუჩის მუსიკოსის ტკივილი და სიხარული

საბა საფარელი: ,,ჩემი ურთულესი გზის გამო შვილისგან შორს ვარ" - ქუჩის მუსიკოსის ტკივილი და სიხარული

,,სარკე”, ნანა კუკულავა საბა საფარელი ქუჩის მუსიკოსია და მას საზოგადოება კარგად იცნობს. გიტარით ხელში ყველაზე ხშირად სიყვარულს უმღერის. ახალციხეში დაიბადა, შემოქმედებითი საქმიანობა დედაქალაქში გააგრძელა, თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ხეტიალს შეეშვა და ბუდე ქუთაისში დაიდო. ქუთაისის ქუჩებიდან უმღერის დანარჩენ საქართველოს, შვილს და საყვარელ ადამიანებს. სიმღერის პარალელურად ხატავს, რამდენიმე გამოფენაც მოაწყო და შეუჩერებლად მუშაობს. ,,სარკესთან” თავის ცხოვრებაზე საუბრობს. […]

ეკა ქუთათელაძე: ,,ქმარმა როცა მითხრა, რომ სულიერი გზით უნდოდა წასვლა, წინააღმდეგობა არ გამიწევია”
 სცენისთვის დაკეტილი დარაბები და ცხოვრება ტკბილ-მწარე მოგონებებით

ეკა ქუთათელაძე: ,,დავინახე, ჩემი გარდაცვლილი ქმარი საკურთხეველში როგორ ლოცულობდა"

,,სარკე”, ია ქუთათელაძე ქართული თეატრისა და კინოს უმშვენიერესი მსახიობი, საყოველთაოდ ცნობილი სპექტაკლიდან ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ეკა ქუთათელაძე, რეჟისორის, ანზორ ქუთათელაძის, ქალიშვილია. 10 წლის იყო, როცა მამის სპექტაკლში პირველად დადგა ფეხი სცენაზე. როლი შესანიშნავად შეასრულა, მაყურებლისგან ყვავილებიც მიიღო, რომელიც იქვე გაუნაწილა უფროს კოლეგებს. რაც თავი ახსოვს, სულ მსახიობობაზე ოცნებობდა. მამას არ მოსწონდა ქალიშვილის გადაწყვეტილება, არ […]

თემურ ჩხეიძე: ,,მინდა, ყველა იმ მსახიობს ძალიან მოვეფერო, ვისაც როლი ვერ მივეცი”
ადამიანად მოსული, ადამიანად დარჩენილი და ადამიანად წასული რეჟისორი

თემურ ჩხეიძე: ,,მინდა, ყველა იმ მსახიობს ძალიან მოვეფერო, ვისაც როლი ვერ მივეცი"

,,სარკის” არქივი ,,70 წელი ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ სიბერე უკვე ძალიან ახლოსაა. ჩემს ცხოვრებაში ბოლო ვირაჟი დაიწყო და ვნახოთ, რამდენ ხანს გასტანს”, – უთხრა ,,სარკეს” პეტერბურგიდან ახალდაბრუნებულმა რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ. მისი ,,ვირაჟი” ამ ინტერვიუს შემდეგ 8 წელი გაგრძელდა, საინტერესო, შემოქმდებითად დატვირთული და საოცარი ადამიანური ურთიერთობებით სავსე 8 წელი. ქართული თეატრის კლასიკოსი 5 ივნისს 78 წლის […]

გიგი ორაგველიძე: ,,ჩემი პროფესია დიდ სტრესთან არის დაკავშირებული, მუსიკა კი ჩემთვის განტვირთვაა” – მუსიკოსმა ექიმმა პირველი ალბომი გამოუშვა

გიგი ორაგველიძე: ,,ჩემი პროფესია დიდ სტრესთან არის დაკავშირებული, მუსიკა კი ჩემთვის განტვირთვაა" - მუსიკოსმა ექიმმა პირველი ალბომი გამოუშვა

,,სარკე”, ავთო ჩიტიძე ქართულ შოუბიზნესში კიდევ ერთი ნიჭიერი შემოქმედი გამოჩნდა სამედიცინო სფეროდან. ექიმ გიგი ორგაველიძეს მუსიკალურ სფეროში აქამდეც კარგად იცნობდნენ, საჯაროდ კი თავის კომპოზიციაზე „ჩემი გულის თქმა“ გადაღებული კლიპი მსმენელს პირველად რამდენიმე თვის წინ წარუდგინა საზოგაგადოებას, რასაც დიდი მოწონება მოჰყვა. შემოქმედი ექიმი ამით არ გაჩერებულა  და სულ მალე პირველ კლიპს პირველი ალბომიც მოაყოლა. ახალგაზრდა მუსიკოსის […]

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულთა დედები გიორგის დედას წყევლიან – ,,ხალხი ჭკუიდან არის გადასული!”

ექსპერტი: ,,გიორგი შაქარაშვილი ამ დაზიანებებით მაქსიმუმი 21 დღეში გამოჯანმრთელდებოდა"

,,სარკე”, რუსუდან ადვაძე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 2 წელზე მეტი გავიდა. ამ საქმეზე 17 ახალგაზრდა გაასამართლეს. 14 მათგანი დღემდე პატიმრობაშია. როგორც იურისტი, გიორგი შაქარაშვილის მამის ბიძაშვილი, მირიან ნიკოლაძე ,,სარკესთან” ამბობს, ოჯახი გამოძიებით კმაყოფილია, რადგან ყველა სათანადოდ და კანონის შესაბამისად ისჯება, თუმცა მსჯავრდებულების ოჯახის წევრები განაჩენს ასაჩივრებენ. ისინი დღემდე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან და შაქარაშვილების ოჯახს ემუქრებიან. […]

რუსკა ქარქაშაძე: ,,უმცროს დაზეც ვზრუნავ, 13 წლიდან მაქვს შემოსავალი და აბსოლუტურად დამოუკიდებელი ცხოვრება”

რუსკა ქარქაშაძე: ,,უმცროს დაზეც ვზრუნავ, 13 წლიდან მაქვს შემოსავალი და აბსოლუტურად დამოუკიდებელი ცხოვრება"

,,სარკე”, ავთო ჩიტიძე მსახიობი და ტელეწამყვანმა რუსკა ქარქაშაძემ მართალია, კულინარიულ შოუში ,,სამზარეულოს ომები” ვერ გაიმარჯვა, მაგრამ ყველას დაუმტკიცა, რომ სამზარეულოში ტრიალი ეხერხება. – ბავშვობიდან გატაცებული ვარ კულინარიით, _ ამბობს 19 წლის რუსკა ,,სარკესთან”, ჩვენს ოჯახში ყოველთვის იყო და არის სადილი და მთავარი კერძი. დედას და ბებიას არაჩვეულებრივი ხელი აქვთ. სულ პატარაობიდანვე მათ გვერდით ვიდექი. – […]

იულონ გაგოშიძე: ,,მე და ჩემი მეუღლე 4 წელი დევნილობაში ვიყავით”

იულონ გაგოშიძე: ,,მე და ჩემი მეუღლე 4 წელი დევნილობაში ვიყავით"

,,სარკე” ,,1991 წლის თებერვლის დასაწყისში დამიბარა საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ (ჯერ პრეზიდენტად არ იყო არჩეული) და, ჩემდა გასაოცრად, შემომთავაზა მცხეთის პრეფექტობა. დამარწმუნა, რომ ეს საჭირო იყო საქართველოსათვის და მეც დავთანხმდი, მხოლოდ ერთი პირობით – ვთხოვე, რომ ჩვენ შორის არასდროს ჩამდგარიყო მესამე პირი. ეს შეთანხმება არც ერთხელ დარღვეულა… მთავრობის დამხობის შემდეგ ვინც ჩემი ადგილი […]

მარიკა სამანიშვილი: ,,მეგრელებმა სქელი ხაჭაპური იციან, მე კი ცომის სისქეს ვაკვირდები”

მარიკა სამანიშვილი: ,,მეგრელებმა სქელი ხაჭაპური იციან, მე კი ცომის სისქეს ვაკვირდები"

,,სარკე” ქუთაისელი მსახიობი, მარიკა სამანიშვილი, თავისი მშობლიური კუთხის სამზარეულოს მოტრფიალეა. მაგალითად, თვლის, რომ ქათამი ისეთი გემრიელი არსადაა, როგორიც იმერეთში და ისეთ სიფრიფინა ხაჭაპურებსაც ვერსად აცხობენ, როგორც ამ უმშვენიერეს კუთხეში. მსახიობის დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ქალბატონი მარიკა სახლში სადილ-ვახშმებს ყოველთვის აკეთებს და პროდუქტებს ზამთრისთვისაც ინახავს. – ქალბატონი მარიკა, თქვენს ოჯახში ყველაზე პოპულარული რომელი კერძია? – ხშირად ვაკეთებთ […]