კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”

“შევცდი, სიძის ვალების გამო ბინა რომ გავყიდე” – შვილიშვილის მძევალი

ნინია კახიძე, სარკე ნათქვამია, სიკეთე სიკეთითვე დაგიბრუნდებათ უკანო, მაგრამ, სამწუხაროდ, ცხოვრება საპირისპირო მაგალითებითაა სავსე. გაღებული მადლი ზოგს ცუდად უბრუნდება. ჩვენი რესპონდენტი, ქალბატონი მელანო, ხანდაზმულ ასაკშია. ახლა მას ყველაზე მეტად სჭირდება მოფრთხილება, სიმშვიდე, მაგრამ სწორედ დღეს არის განსაცდელის წინაშე. ამ მდგომარეობაში კი იმის გამო ჩავარდა, რომ ოჯახის წევრებზე, მათ კომფორტზე იზრუნა, საკუთარ თავზე კი არ იფიქრა. […]

გიორგი ბარბაქაძე: “შეყვარებული ვიყავი, მაგრამ დავშორდი”

ირმა ჭკუასელი, სარკე გიორგი ბარბაქაძე, შეიძლება ითქვას, რომ მაყურებლის თვალწინ გაიზარდა. 10 წლის იყო, როცა სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ჯეკოს როლით გამოჩნდა ეკრანზე. ახლა 18 წლისაა. ის პრობლემები, რაც მის გმირს აქვს, გიორგის თანატოლებისთვის უცხო არ არის, ამიტომ ძალაუნებურად მასაც უწევს, ბევრ თემას ჩაუღრმავდეს, ამა თუ იმ საკითხზე იფიქროს. ამასობაში კი დიდი გამოცდილება დაუგროვდა, რომელსაც […]

რას პასუხობს ზურა ნიჟარაძე ჩცდ-ს შემქმნელებს – “სერიალში ცარიელი ხელებით არ მივსულვარ, მადლობა აქეთაც მითხრან!”

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” ახალი სეზონი მსახიობ ზურა ნიჟარაძის, ანუ მერაბ დარჩიას, გარეშე დაიწყო. რას პასუხობს სერიალის პროდიუსერ ირაკლი საღინაძეს, რომელმაც მსახიობების გადაწყვეტილება, დარჩენილიყვნენ “რუსთავი 2”-ში, პროფესიულ თვითმკვლელობად შეაფასა, როგორ გრძელდება მისი კარიერა სერიალის გარეშე, ამის შესახებ ზურა ნიჟარაძემ პირველად “სარკესთან” ისაუბრა. – ზურა, პირველ რიგში, მადლობას გიხდით შეხვედრისთვის. ვიცი, რომ მას […]

20 წლის ბექა გელაძე მეეზოვედ მუშაობს: “სტუდენტი ვარ და ჩემთვის თითოეულ თეთრს დიდი მნიშვნელობა აქვს”

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე 20 წლის ბექა გელაძე დილის 7 საათიდან თბილისის ქუჩების დასუფთავებაზე ზრუნავს. 18 წლის იყო, როცა გადაწყვიტა, საკუთარი შემოსავალი ჰქონოდა და მეეზოვე გახდა. პარალელურად ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ინჟინერიის ფაკულტეტზე სწავლობს. ასე ცდილობს, საკუთარი ცხოვრება დაალაგოს, დრო ფუჭად არ დაკარგოს. მოსწონს, რომ საკუთარი შემოსავალი აქვს და “სარკეს” დეტალურად უყვება თბილისელი მეეზოვის არცთუ მარტივ სამუშაოზე. […]

მარიამ მახათაძე: “მამასთან ურთიერთობა არ მაქვს, რაც დიდი ტკივილია ჩემთვის”

ირმა ჭკუასელი, სარკე 23 წლის მარიამ მახათაძის ძალიან დიდი ოცნებაა, მამას შეხვდეს და მასთან ურთიერთობა ჰქონდეს. 8 თვის იყო, როცა მისი მშობლები გაიყარნენ და ბავშვობიდან მოყოლებული ამ დარდს დაატარებს. თუმცა ეს ადამიანებთან ურთიერთობისას არ ემჩნევა და ამას ვერც პროექტ “მხოლოდ ქართულში” შეატყობთ. მარიამი ყველასთვის პოზიტიური, დადებითი ენერგიით დამუხტული გოგოა და არც კონკურსანტებს აღიქვამს მეტოქეებად, თითოეულს […]

მაია მიქაშავიძე: “განქორწინების შემდეგ მეორედ დავიბადე”

ხათუნა მაღრაძე, სარკე “ევროპა ბათუმმა შეცვალა” – ეს სლოგანი დიზაინერმა მაია მიქაშავიძემ თავის ახალ მუზას, ზღვისპირა ქალაქს მიუძღვნა. ქალის აქსესუარების ოსტატი, რომლის ნამუშევრები, საქართველოს გარდა, რუსეთსა და ევროპის არაერთ ქვეყანაში იყიდება, მუდმივად ძიების პროცესშია. ბევრს შრომობს, დამღლელი სამუშაოს შემდეგ კი შედეგით ტკბება, ამაყობს, რომ ისეთ სამკაულებს ქმნის, რომლებიც სიცოცხლეს აგრძელებენ, არ კვდებიან. როგორ შეცვალა მაია […]

ქრისტინე იმედაძე: “ჩემს პირად ცხოვრებაზე ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა”

ავთო ჩიტიძე, სარკე მომღერალმა ქრისტინე იმედაძემ ახალ სატელევიზიო სეზონზე არჩევანი კვლავ “რუსთავი-2”-ზე გააკეთა და სხვა შეთავაზებებზე უარი თქვა. უფრო მეტიც, აქამდე თუ კვირაში ერთხელ ჩნდებოდა გადაცემა “სხვა შუადღეში”, ახლა საქმიანობის არეალი გააფართოვა, ბევრი რუბრიკა დაამატა და, რაც მთავარია, მეგა შოუ “დიდი სცენის” ერთ-ერთი წამყვანიც გახდა. ეს სრულიად ახალი გამოწვევაა მომღერლისა და ტელეწამყვანისთვის. – ქრისტინე, ახალ […]

საბა კემულარია სტუდენტ ცოლს, კესო გაფრინდაშვილს, ბავშვის მოვლაში ეხმარება

ლელა დევდარიანი, სარკე მომღერალი საბა კემულარია და მისი ცოლი, კესო გაფრინდაშვილი, 2019 წლის 3 ოქტომბერს პირველი შვილის, ნიკოლოზის, მშობლები გახდნენ. ახალგაზრდა მომღერლისთვის ახლა მხოლოდ მისი პატარა ოჯახი და სიმღერა არსებობს, სხვა ვეღარაფრისთვის იცლის. ნიკოლოზის დედიკო სტუდენტია, ამიტომ, როცა ის უნივერსიტეტშია, მასთან მამიკო, საბა რჩება და ბავშვის დამოუკიდებლად მოვლას მშვენივრად ახერხებს, ამით დიდ სიამოვნებასაც იღებს. – […]

ნიკა გვარამიას საოცარი სიყვარულის ამბავი – “უმძიმეს თვეებში ჩემი მთავარი ფსიქოთერაპევტი ედგარი იყო”

რუსუდან ადვაძე, სარკე ნიკა გვარამია ბავშვობაში ძაღლის ყოლაზე ოცნებობდა, მაგრამ ოცნება მხოლოდ ორიოდე წლის წინ აისრულა, როცა შვილებმა, 12 წლის სანდრომ და 10 წლის ქექემ, სთხოვეს, მათთვის ოთხფეხა მეგობრები ეყიდა. ორივე შვილისთვის სამეფო სისხლის მქონე ძაღლები მეგობარს უცხოეთიდან ჩამოაყვანინა. მოპსი ედგარი და მალტეზი კოკო მისთვის ყველაზე ძვირფას არსებებად იქცნენ, მაგრამ კოკო მალე გამოეცალათ ხელიდან. ნიკა […]

ლიზა ყენია: “ბიჭებს ჩემთან ურთიერთობა უჭირთ, ჩემ გარშემო შექმნილ სკანდალებზე ძალიან ვხალისობ”

ავთო ჩიტიძე, სარკე ლიზა ყენია საზოგადოებამ ისე გაიცნო, როგორც ცნობილი მომღერლის, მაია ჯაბუას, ქალიშვილი. დღეს კი ცდილობს, მომღერალი დედის ჩრდილიდან მთლიანად გამოვიდეს და საზოგადოებას სხვა ამპლუაში წარუდგეს. ალბათ ამიტომაც გადაწყვიტა, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შოუბიზნესში აბსოლუტურად განსხვავებული ჟანრით და იმიჯით დაბრუნებულიყო. 21 წლის ლიზა ყენიამ ინგლისურენოვან სიმღერაზე ენერგიული და საცეკვაო კლიპი გადაიღო. იმის დასტურად, რომ […]