,,სარკე”, ლელა დევდარიანი ჟღალთმიანმა მოდელმა და ტელეწამყვანმა, მანიკა ასათიანმა, ბოლო თვეების განმავლობაში მაქსიმალური მობილიზება შეძლო და ქმარ-შვილს, კალათბურთელ ბექა წივწივაძეს და პატარა გიოს, რომელიც სკოლის მოწაფეა, მშვიდი გარემო შეუქმნა, რომ ნაკლები სტრესი მიეღოთ. პანდემიის დროს მანიკას არც მუშაობა შეუწყვეტია და არც საჭირო ზომების დაცვა დაზარებია. დღემდე ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც სპეციალისტები გვირჩევენ და იმ ახალ […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
ნიტა ლომიძე: ,,არჩევანი უნდა გავაკეთო ბროდვეისა და ჰოლივუდს შორის”
,,სარკე”, ავთო ჩიტიძე მოზარდი გოგონა, ნიტა ლომიძე, თავისი შესაძლებლობებით ფართო საზოგადოებამ პირველად გაიცნო პროექტიდან ,,შენ შეგიძლია ცეკვა”. თუმცა ყურადღების ცენტრში ყოფნა მას დაბადებიდან თან სდევს, რადგან პოპულარული წყვილის, ქორეოგრაფ თეა გობეჯიშვილისა და ტელეწამყვანისა და რეჟისორის, ნიკა ლომიძის, შვილია. ერთი წლის წინ ნიტამ ამერიკაში პრესტიჟული სასაწავლო ჯილდო მოიპოვა. ის კალიფორნიაში კერძო სკოლა-აკადემიაში – აიდილვაილდის არტაკადემიაში ჩაირიცხა. […]
თამარ მაყაშვილი ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა ფეხზე დააყენა – ,,ტკივილები ახლაც მაქვს, მაგრამ გაუსაძლისი – აღარ”
,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე მსახიობი თამარ მაყაშვილი საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატია და საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. გთავაზობთ ,,სარკის” ინტერვიუს, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩაიწერა. . თამარ მაყაშვილმა რამდენიმე თვე საწოლში გაატარა, რადგან ფეხის მძიმე ტრავმა მიიღო. ექიმების დახმარებით ფეხზე წამოდგომა და გავლა კი შეძლო, მაგრამ ამასობაში კორონავირუსის გამო გამოცხადებულმა კარანტინმა მოუსწრო და ისევ სახლშია. მსახიობს იმხელა ოჯახი […]
თამარ ივერის ოჯახის ბინადრები – როი, სისი, ჯინა, ენცო, ფუცი, პელე
,,სარკე”, ნანა კობახიძე ცნობილ ქართველ სოპრანოს, თამარ ივერს, შინაურ ცხო-ველებთან მეგობრობა ისევე მნიშვნელოვნად მიაჩნია, როგორც ადამიანებთან. მათზე ზრუნვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და შვილებსაც ამ სულისკვეთებით ზრდის. თამარი ამჟამად ოჯა-ხთან ერთად თბილისში, დიდი დიღმის კერძო დასახლებაში ცხოვრობს. ჰყავს 6 ოთხფეხა მეგობარი: 2 ძაღლი და 4 კატა. გერმანული ნაგაზი როი, ეზოში ბინადრობს, დანარჩენები კი ოჯახთან ერთად, […]
ახალი სერიალი ,,ერთხელ ბათუმში” ზურაბ ცინცქილაძის და თამრიკო დათუაშვილის სიყვარულის ამბავზეა
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე ქართველი მსახიობების წყვილი, ზურაბ ცინცქილაძე და თამრიკო დათუაშვილი, კორონაპანდემიას ბათუმში შეხვდა. ცოლ-ქმარი მარტის შუა რიცხვებში ახალ სერიალში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ აჭარაში, თუმცა გადაღებები მალე შეწყდა და მათაც სხვებივით კარანტინში მოუწიათ დარჩენა. თამრიკო დათუაშვილი ,,სარკეს” ახალ სერიალზე, კორონაპანდემიის პერიოდზე მოუყვა და თავისი სიყვარულის ამბავიც გაიხსენა: – აჭარის ტელევიზია იღებს სერიალს ,,ერთხელ ბათუმში”, სადაც […]
პაატა სალია: ,,ქიბარ ხალვაშისთვის ყველაზე სანდო მე ვიყავი და არხის დირექტორობაზე უარს ვერ ვეტყოდი”
,,სარკე”, ავთო ჩიტიძე წარმატებული ადვოკატისთვის, პაატა სალიასთვის, დიდი მოულოდნელობა იყო, როდესაც ,,რუსთავი 2″-ის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა, ტელეკომპანიის დაბრუნების შემდეგ ის გენერალური დირექტორის პოსტზე წარადგინა. ახალ დირექტორს ყველაზე რთულ პერიოდში უამრავ პრობლემასთან გამკლავება მოუწია. აღიარებს, რომ ისეთი კომპანიის მართვა, როგორიც ,,რუსთავი 2″-ია, რთულია, თუმცა საინტერესოც. თავის ძირითად პროფესიას – იურისტობას, არც ახლა ივიწყებს და ძველი საქმეების […]
თამუნა მუსერიძე: ,,ისევ გოგოს ველოდებით და ისევ თავს იკლავს ჩემი ქმარი”
,,სარკე”, ლელა დევდარიანი რუსთაველის თეატრის მსახიობი, სანდრო მიკუჩაძე-ღაღანიძე და ყოფილი ტელე-რადიოწამყვანი, თამუნა მუსერიძე, მეორე საერთო შვილს ელოდებიან. პირველი ქორწინებიდან სანდროს გოგონა ჰყავს, თამუნას – ბიჭი. ახლა კი ოჯახს კიდევ ერთი გოგონა შეემატება. თამუნასთვის ბოლო თვეები განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა. პანდემიას მისი ტოქსიკური ორსულობა დაემთხვა და სახლში გამოკეტილს სანერვიულო დაემატა. რთულ პერიოდში სანდრომ უჩვეულო სიმშვიდე გამოავლინა და […]
დათო მაღრაძე: ,,გაოცებული ვიყავი ჯაბა იოსელიანის მამაცობით”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე თავისუფლების პოეტი, რომელიც აღვირს არ ემორჩილება – ასე მოიხსენიებენ საზღვარგარეთ დათო მაღრაძეს. აქვს საერთაშორისო აღიარება, უამრავი ჯილდო, წოდება, ლიტერატურული პრემია და ორდენი, რომელთა უმრავლესობა ისევ უცხოეთშია მიღებული და ცოტაც სამშობლოში. არც ცილისწამება დაჰკლებია და არც ჭორები. მიუხედავად ყველაფრისა, ყოველი ლექსის სტრიქონი მისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. სწორედ ამ ნაბიჯებით გაკვალა გზა მკითხველთა გულებისკენ. […]
თიკა ჯამბურიას სახლში იშვიათი ჯიშის ძაღლები ჰყავს – ,,ექიმების დახმარებით გადავარჩინეთ ტერი”
,,სარკე”, ნანა კობახიძე მომღერალ თიკა ჯამბურიას მეგობრობა შინაურ ცხოველებთან ბავშვობიდან დაიწყო. 5-6 წლის იყო, მამამ რომ მცირე ტანის ძაღლი, სახელად ფაბი, მიუყვანა. ძაღლები უზომოდ უყვარს და განსაკუთრებით აფასებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ცხოველები უყვართ. ამჟამად ოჯახში იშვიათი ჯიშის ძაღლები ჰყავთ: საუცხოო თეთრი ბულტერიერი და თოჯინასავით ლამაზი, ოთხფერა შიცუ. ბულტერიერი თიკას დისშვილის, გუკას, ძაღლია, ხოლო შიცუ – […]
,,ისეთ ნემსს უკეთებდნენ, რომელმაც სიმსივნე გაზარდა” – 24 წლის მეკო ჩიტიშვილის უმძიმესი ბრძოლა
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე მეკოს სიცოცხლე უნდა გადარჩეს – ამ ლოზუნგის ქვეშ ახლა მთელი საქართველოა გაერთიანებული. 24 წლის მეკო ჩიტიშვილი ძვლის სიმსივნეს ებრძვის. გოგონას დასახმარებლად მისი მეგობრები თავდაუზოგავად იბრძვიან და ყველას მოუწოდებენ, ვისაც რამდენის გაღება შეუძლია, მეკოს უწილადონ. გოგონას მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება და პირველი ნაბიჯი, რაც მისი სიცოცხლის გადასარჩენადაა საჭირო, ფეხის მოკვეთაა. მეკო ჩიტიშვილის სიცოცხლე სასწორზე […]










