,,სარკე”, რუსუდან ადვაძე ნატო მელანაშვილი ექიმი-რეაბილიტოლოგია და ერთ-ერთ დიდ კლინიკაში მუშაობს, თუმცა მისი ყველაზე დიდი გატაცება თოჯინების შექმნაა. ძირითადად კოლეგების სახეებს ქმნის. პანდემიის დროს შთაგონების წყაროდ ქართველი ინფექციონისტები იქცნენ. დაიგეგმა, რომ კოლეგების, ლევან რატიანის, მარინა ეზუგბაიას და მარინა ენდელაძის, თოჯინებს შექმნიდა და პირდაპირ ეთერში გადასცემდა, თუმცა ჩანაფიქრი ნახევრად განხორციელდა, რადგან ,,პოსტ TV”-ის ეთერში მარინა ეზუგბაია […]
კატეგორია: ჟურნალი ”სარკე”
ბასა ფოცხიშვილი: ,,ყველას მამას ყველაფერი გავუკეთე და მამაჩემისთვის არაფერი გამიკეთებია”
,,სარკე”, ია ქუთათელაძე უამრავი ულამაზესი ამღერებული ლექსის ავტორის, შესანიშნავი პოეტის, მორის ფოცხიშვილის დაბადებიდან 11 ივნისს ზუსტად 90 წელი შესრულდა. პოეტის უმცროსმა ქალიშვილმა, ცნობილმა რეჟისორმა, ბასა ფოცხიშვილმა, მამას არაჩვეულებრივად აქცია-პერფორმანსი მიუძღვნა. ბასა ფიცხიშვილი ,,სარკეს” ესაუბრა: – სულ მწყდებოდა გული, რადგან ყველას მამას ყველაფერი გავუკეთე და მამაჩემისთვის არაფერი გამიკეთებია, ვგულისხმობ საიუბილეო ღონისძიებებს. მაგრამ მამა ჩემი ნაწილია, სათუთი […]
მიშას როლის შემსრულებელმა ცოლი მოიყვანა – ,,სალომე რომ არ შემხვედროდა, მთელი ცხოვრება მარტო ვიქნებოდი”
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე მსახიობი ნოდარ სიმსივე კორონაპანდემიის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საყვარელ გოგონაზე, სალომე მურცხვალაძეზე, დაინიშნა. ნოდარ სიმსივემ სახელი იმით გაითქვა, რომ დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით გადაღებულ სერიალ ,,ჰეროკრატიაში” საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, როლი ითამაშა. ამჟამად სპორტული კომენტატორიც გახლავთ. ,,იმედზე” და სპორტულ ონლაინტელეკომპანია ,,სეტანტაში” ამ კუთხით მუშაობს. ამბობს, რომ ყველაზე მეტად ეს საქმე მოსწონს. – რამდენი […]
ანა კოშაძე: ,,სილამაზის კონკურსში ვმონაწილეობდი, მაგრამ ჩემს შვილებს არასოდეს გავიყვან”
,,სარკე”, ანა კოშაძე ,,რუსთავი 2″-ის დილის წამყვანი ანა კოშაძე კონკურსანტი ერთხელ იყო – სილამაზის კონკურსში და მას შემდეგ ასეთ პროექტებზე თავისებური შეხედულება აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდმა მისი ქმრის შემოსავალსაც მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა, თვლის, რომ საწუწუნო არაფერი აქვს და ცდილობს, ამ რეალობაშიც პოზიტიური მხარეები იპოვოს. _ერთხელ სილამაზის კონკურსზე გამოვედი და დღევანდელი გადასახედიდან ვთვლი, რომ […]
პრინცი მაჩაბელი – ქართველი, რომელმაც ამერიკელებს პირველი სუნამო აჩუქა
,,სარკე”, ირინე მჭედლიძე ,,ზღაპრიდან მოსული პრინცი” _ წერდა გასული საუკუნის 20-იანი წლების ამერიკული პრესა ჯორჯ მაჩაბელზე, იგივე გიორგი მაჩაბელზე. ის მართლაც ჰგავდა პრინცს _ გარეგნობით, ჩაცმულობით, მანერებით, მისი სამშობლოც ზღაპარივით მოჩანდა ოკეანის გაღმიდან. _ თქვენ იტალიელი ხართ? _ ხშირად ეკითხებოდნენ ნიუიორკელები თავად მაჩაბელს. – ქართველი, _ პასუხობდა ის და თითქოს ამ სიტყვას თავის სულს ატანდა. […]
,,საბერძნეთში დამირეკეს, შენმა დისშვილმა თავი ჩამოიხრჩოო” – რას ყვებოდა ,,სარკესთან” ლია ადამაძე, რომლის ცხედარიც ათენში ნახეს
,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე ,,არ ვიცი, ამ ტკივილს როდემდე გავუძლებთ”, – უთხრა ერთი წლის წინ ,,სარკეს” ლია ადამაძემ, რომელიც დისშვილის თვითმკვლელობით იყო შეძრული. ივნისში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლია ადამაძემ საბერძნეთში თავი მოიკლა. ის 21 წლის იყო. ადამაძეების ოჯახში პირველი ტრაგედია გასული წლის სექტემბერში დატრიალდა. თერჯოლის სოფელ ჭოგნარში ლია ადამაძის დისშვილი, 14 წლის ლუკა ბასილაძე, სახლის […]
ნიკოლოზ რაჭველი: ,,მინდა, ეს საქმე დავასრულო”
,,რა გინდათ, მოასწროთ 50 წლამდე?” – ,,სარკის” ამ კითხვას დირიჟორმა და კომპოზიტორმა, ნიკოლოზ რაჭველმა ასე უპასუხა: – მინდა, შემოდგომაზე დავასრულო ოპერა ,,მედეა”, რომლის დადგმაც რამდენიმე ევროპულ თეატრს უკვე სურს. მინდა, სიმფონიური ორკესტრი ნელ-ნელა გადავაბარო ახალგაზრდა თაობის ნიჭიერ დირიჟორებს. ორკესტრის ხელმძღვანელის პოსტზე მეორე ვადით ვარ არჩეული და, ორ წელიწადში, როცა ეს ვადა ამოიწურება, ამ თანამდებობაზე კენჭისყრას […]
32 წლის ექიმი, რომელიც ყველა პაციენტს უყვარდა, ავარიამ იმსხვერპლა
,,სარკე”, რუსუდან ადვაძე 12 ივნისს ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ცნობილი ექიმი გუბაზ კორძაია ემსხვერპლა. ის 32 წლის იყო. ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გახლდათ და რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა. გარდაცვალების წინა დღეს ქუთაისში გულის შუნტირების ოპერაციას უფროსი კოლეგის თხოვნით დაესწრო. იმ საბედისწერო დღეს სწორედ ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდა… მას ორი შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა. რეანიმატოლოგი მაკა მიქაძე ,,სარკეს” მეგობრის […]
გიორგი კელაპტრიშვილი: ,,გააჩნია, გოგო რისთვის გინდა, ზოგჯერ ცანცარა უკეთესია”
,,სარკე”, ირაკლი ვაჩიბერაძე ბოლო დროს ბევრ რამეში შეეშალა ხელი, მაგრამ არც ბენდის შექმნა გადაუფიქრებია და არც კლიპის გადაღება. როგორც კი შოუბიზნესში სიტუაცია გაუმჯობესდება, სცენაზე ისევ აქტიურად გამოჩნდება. – გიორგი, მეჩვენება თუ ოდნავ გაფერმკრთალდა თქვენი პოპულარობა? – ალბათ – არა, რადგან ის პერიოდი, რაც პროექტ ,,მხოლოდ ქართულში” გავიარე, ბევრად აქტიური იყო. სხვადასხვა კომპოზიტორებთან თანამშრომლობა დავიწყე, ჩემთვის […]
ბადრი კაკაბაძე: ,,ჩემსა და დარინას შორის იყო რაღაც სიმპათიები”
,,სარკე” ფილმი ,,რაჭა, ჩემო სიყვარულო” გამოვიდა თუ არა ეკრანებზე, მაშინვე გაჩნდა ჭორი, რომ მთავარი როლების შემსრულებლებს, ბადრი კაკაბაძესა და ანდრეა ჩუნდერლიკოვას, ერთმანეთი შეუყვარდათ. თუ რა ხდებოდა სინამდვილეში, ამის შესახებ ბადრი კაკაბაძე ,,სარკესთან” ყვება: – დარინას როლის შემსრულებელს, ანდრეა ჩუნდერლიკოვას, საქმრო ჰყავდა და ფილმის დასრულებას ელოდებოდა, რომ გაჰყოლოდა. დავამთავრეთ გადაღებები და მეორე დღეს გათხოვდა. ქორწილშიც ვიყავით… […]










