კატეგორია: შემთხვევა

რუისთან მომხდარ ავარიას ორი ბავშვი და ქალი ემსხვერპლა

რუ­ი­სის მო­ნაკ­ვეთ­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას სამი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, 5 კი მძი­მედ და­შავ­და. მერ­სე­დე­სის მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მელ­შიც 8 ადა­მი­ა­ნი იჯდა, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან შუა ხნის ქალ­ბა­ტო­ნი და ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი. ისი­ნი სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი კი სას­წრა­ფო-დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მერ­ვე ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან […]

ბავშვი სათამაშო მანქანაში ჩაჯდა და აივნიდან გადავარდა – ექიმებმა ანა-მარიას გადარჩენა ვერ შეძლეს

წლის და 6 თვის ანა-მარია მეზობლის ბავშვის დაბადების დღეზე იმყოფებოდა. ის სათამაშო მანქანაზე დაჯდა და აივნიდან, რომელსაც მოაჯირი არ აქვს, გადავარდა. ბავშვი იაშვილის კლინიკაში დააწვინეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. -ყველაფერი წამებში მოხდა. ცეკვავდა ერთობოდა, მერე სათამაშო პატარა მანქანაში ჩაჯდა და ასე გადაფრინდა მეორე სართულიდან. სამწუხაროდ, მეორე სართულის აივანს მოაჯირი არ ჰქონდა. ექიმები ამბობდნენ, […]

,,ავღანეთიდან ჩამოსული ბიჭები ქალაქიდან ქალაქში ვერ გადაიყვანეს უსაფრთხოდ” – ავარიაში დაშავებული 3 ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა

შეკვეთილში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული სამი ჯარისკაცის მდგომარეობა მძიმეა. ისინი მკურნალობას ქობულეთის საავადმყოფოში გადიან. გუშინ ავარიაში 12 სამხედრო დაშავდა. შეკვეთილში სამგზავრო მიკროავტობუსი, რომლითაც სამხედრო მოსამსახურეები მგზავრობდნენ გადაბრუნდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 2 სამხედრო ამ დროისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალში აგრძელებს მკურნალობას, 6 კი – ქუთაისის საავადმყოფოში. -სამის მდგომარეობა იყო მძიმე და გადავიყვანეთ რეანიმაციულ […]

,,ხვიჩასთვის მარიამი ერთადერთი ნანატრი შვილი იყო, ალბათ ამიტომაც წავიდა ამქვეყნიდან მასთან ჩახუტებული”

სენაკის საწულეისკიროს თემში ტრაგედია დატრიალდა – მდინარე ცივში მამა-შვილი ხვიჩა და მარიამ გაბესკირიები დაიხრჩვნენ. მომხდარზე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი ამ ტრაგედიის შესახებ ,,კვირის პალიტრასთან” საუბრობს. – ამ უბედურების შემსწრენი ენითაუწერლად სასოწარკვეთილები ვართ. მთელი სენაკი ტირის, ვინც ამ ბავშვს იცნობს, – პატარა ფერიასავით იყო, სიკეთით და […]

პედაგოგი მანანა ჩოხელი ხის სკამზე იჯდა, წონასწორობა დაკარგა და ხევში გადავარდა

თბილისის მე-14 საჯარო სკოლის მასწავლებლის, მანანა ჩოხელის დაღუპვის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ჩოხელი ყინწვისში ექსკურსიაზე მოსწავლეებთან ერთად იყო. ის დიდი სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მასწავლებელი ხის ფიცარზე მოსწავლეებთან ერთად იჯდა, მოსწავლეები ფოტოს გადასაღებად წამოდგნენ, პედაგოგმა წონასწორობა დაკარგა და ხევში 25 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. თავის არეში მძიმე ტრავმების გამო პედაგოგის გადარჩენა ვერ მოხერხდა. […]

თურქეთში ქართველი ქალი გარდაიცვალა – იქ ჩაის კრეფდა

თურქეთში საქართველოს მოქალაქე, 56 წლის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად ინფარქტი სახელდება. საქართველოს მოქალაქე ქალაქ რიზეში სამუშაოდ იმყოფებოდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, იგი თბილისიდან თურქეთში, სეზონური დასაქმების მიზნით, ჩაის საკრეფად ჩავიდა. სამი დღის განმავლობაში მას რიზეს ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდნენ. ცხედარი ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს დახმარებით საქართველოში დღეს გადმოასვენეს. ნიუპოსტი

,,ამბობდა, გამაგიჟა ტკივილებმა, თავი უნდა მოვიკლაო” – ახალციხეში მდინარემ კაცის ცხედარი გამორიყა

ახალციხეში მდინარე ფოცხოვმა, ხანშიშესული მამაკაცის ცხედარი გამორიყა. გვამი ადგილობრივმა მოქალაქემ შეამჩნია და 112-ში დარეკა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს 60 წელზე მეტი ასაკის კაცის გვამი დახვდათ. „ფეხებზე ოპერაცია გაიკეთა. ტკივილები ჰქონდა საშინელი. რომ ვერ უყუჩებდნენ, ამბობდა, გამაგიჟა ამ ტკივილმა, თავი უნდა მოვიკლაო. სახლიდან გავიდა, ერთი დღე ეძება ოჯახმა, მერე „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან, მდინარეში იპოვეს“- განაცხადა ტვ9ნიუს.ჯი-სთან ოჯახის […]

ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა – მოზარდი თბილისში გადაჰყავთ

ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე მომხდარ აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. მომხდარის შედეგად კი 7 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. ერთი-ერთი დაშავებულის, 10 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა და მისი გადაყვანა თბილისში იგეგმება. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს […]

ტრაგედია თბილისში – ჯიქიას ქუჩაზე 3 თვის ბავშვი დედამ გარდაცვლილი ნახა

ტრაგედია მოხდა თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე 3 თვის ბავშვი სავარაუდოდ ასფიქსიით გარდაიცვალა. შემთხვევის დროს დედა სახლში იმყოფებოდა. მეზობლების თქმით, ქალი აბაზანაში იყო შესული და გამოსვლის შემდეგ ჩვილი გარდაცვლილი დახვდა. მათივე ინფორმაციით, ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები. ნიუპოსტი

თბილისში, ვაშლიჯვარში ავტომობილი აფეთქდა

თბილისში, ვაშლიჯვარში ავტომობილი აფეთქდა. შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსების ეზოში მოხდა. თვითმხილველების თქმით, გაჩერებულ მანქანას ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა, რის გამოც სამი ავტომობილი დაზიანდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. უცნობია ავტომობილის აფეთქების მიზეზი. ხანძარი ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველემა მალევე ჩააქრეს. რუსთავი 2