პედაგოგი მანანა ჩოხელი ხის სკამზე იჯდა, წონასწორობა დაკარგა და ხევში გადავარდა

პედაგოგი მანანა ჩოხელი ხის სკამზე იჯდა, წონასწორობა დაკარგა და ხევში გადავარდათბილისის მე-14 საჯარო სკოლის მასწავლებლის, მანანა ჩოხელის დაღუპვის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ჩოხელი ყინწვისში ექსკურსიაზე მოსწავლეებთან ერთად იყო. ის დიდი სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, მასწავლებელი ხის ფიცარზე მოსწავლეებთან ერთად იჯდა, მოსწავლეები ფოტოს გადასაღებად წამოდგნენ, პედაგოგმა წონასწორობა დაკარგა და ხევში 25 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

თავის არეში მძიმე ტრავმების გამო პედაგოგის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ნიუპოსტი