ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა – მოზარდი თბილისში გადაჰყავთ

ქუთაისში აფეთქებისას დაშავებული 10 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა - მოზარდი თბილისში გადაჰყავთქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე მომხდარ აფეთქებას ხანძარი მოჰყვა. მომხდარის შედეგად კი 7 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. ერთი-ერთი დაშავებულის, 10 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა და მისი გადაყვანა თბილისში იგეგმება.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ნიუპოსტი