თბილისში, ვაშლიჯვარში ავტომობილი აფეთქდა

თბილისში, ვაშლიჯვარში ავტომობილი აფეთქდათბილისში, ვაშლიჯვარში ავტომობილი აფეთქდა. შემთხვევა საცხოვრებელი კორპუსების ეზოში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, გაჩერებულ მანქანას ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა, რის გამოც სამი ავტომობილი დაზიანდა.

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. უცნობია ავტომობილის აფეთქების მიზეზი. ხანძარი ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველემა მალევე ჩააქრეს.

რუსთავი 2