კატეგორია: შემთხვევა

,,არავინ იცის, იმ მანქანებში იყო თუ არა ვინმე” – სვანეთში ჭალაჰესი განადგურდა, მდინარემ ათეულობით ავტომობილი წაიღო

სვანეთში მესტია ჭალაჰესის კაშხალი დაზიანდა. წყალმა გაანადგურა ჰესის მიმდებარე ინფრასტრუქტურა და წაღებულია რამდენიმე ათეული ავტომობილი. ადგილზე მაშველები მუშაობენ და ცდილობენ, რომ სტიქიურ ზონაში ჩარჩენილი ადამიანები გამოიყვანონ. ადგილობრივების ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ ჰიდროელექტროსადგურის ნაგებობები დაანგრია, ჰესის შენობა სრულად წყალშია. ასევე, ჰესთან ახლოს მდებარე ათეულობით ავტომობილი ქვა-ღორღით არის დაფარული. სტიქიურ ზონაში მყოფი ადამიანების ნაწილმა გაქცევა შეძლო, ნაწილის გამოყვანას […]

საზარელი ავარია აჭარაში – დაიღუპნენ ბაბუა და შვილიშვილი

ტრაგედია დატრიალდა მთიან აჭარაში, ღორჯომის თემში. ,,უაზის” ტიპის ავტომობილი გზიდან ხევში გადავარდა. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, გარდაცვლილია ბაბუა და მცირეწლოვანი შვილიშვილი. ავარიის დროს კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადას კლინიკაში გადაჰყავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

7-8 წლიდან მუშაობდა, ავადმყოფ დედას არჩენდა… იმ დღეს 16 წლის გახდა – მოზარდის ტრაგიკული ხვედრი

16 წლის გიორგი ბეშკენაძე, რომელიც მშენებლობაზე დაიღუპა, ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო, მას იმ დღეს დაბადების დღე ჰქონდა… გიორგის ძმა და მამა რამდენიმე წლის წინ დაეღუპა. მოზარდი ბოლოს დედასთან ერთად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა. მცირე გასამრჯელოს სანაცვლოდ იძულებული გახდა, მუშაობა მშენებლობაზე დაეწყო. „პრაიმტაიმმა“ გიორგის ტრაგიკულ ისტორიაზე ახალი დეტალები გაარკვია: დედას შვილების გაზრდა მამის გარეშე მოუხდა. ის სამი […]

,,არ გვეუბნებოდა, რომ მშენებლობაზე მუშაობდა, შიმშილის გამო, ოჯახის გამო მუშაობდა” – 16 წლის მოზარდის ოჯახი – ვიდეო

,,მაღაზიაში გამყიდველად ვარო, არ გვეუბნებოდა, რომ მშენებლობაზე მუშაობდა… მამა არ ჰყავს, უფროსი შვილი გარდაცვლილი მყავს, ვიცოდი, რომ სამუშაოდ მიდიოდა, მაგრამ სად მიდიოდა, არ ვიცოდი, – ყვება ,,კურიერთან” გუშინ მშენებლობაზე დაღუპული 16 წლის გიორგი ბეშეკენაძის დედა. „ოჯახის გამო, შიმშილის გამო, რომ არაფერი ჰქონდა და ყველაფერი აკლდა, იმის გამო, გადაწყვიტა, რომ ემუშავა და თავის თავზე აეღო ოჯახზე […]

24 წლის გოგო ხრამში გადავარდა და გარდაიცვალა

ქედის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას 24 წლის გოგოს სიცოცხლე ემსხვერპლა. tv 25-ის ინფორმაციით, სოფელ ვაიოში სტუმრად მყოფ გოგონას სეირნობისას კლდეზე ფეხი დაუცდა და ხრამში გადავარდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ორი თვითმკვლელობა ოჯახში – მშენებლობაზე დაღუპულ 16 წლის ბიჭს ძალიან უჭირდა

გუშინ თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე დიდი ტრაგედია დატრიალდა. სამშენებლო ობიექტის ლიფტის შახტაში მუშა ჩავარდა და გადრაიცვალა. დაღუპული 16 წლის გიორგი ბეშკენაძეა. ის დედასთან ერთად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანში ცხოვრობდა. ოჯახს ძალიან უჭირდა, ამიტომ გიორგი თბილისში მშენებლობაზე მუშაობდა. მუნიციპალიტეტის მერის რწმუნებული, გია გაფრინდაშვილი ,,პრაიმტაიმთან” ამბობს, რომ ოჯახს კარგა ხანს ეხმარებოდნენ მუნიციპალიტეტი და წითელი ჯვარი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში […]

რუსთავში მამაკაცმა გიურზა დაიჭირა და ეფერებოდა… ის კლინიკაში გადაიყვანეს

რუსთავში 40 წლამდე ასაკის მამაკაცს გველმა უკბინა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც “ინტერპრესნიუსს” სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მამაკაცმა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო, ქვეწარმავალი სახლის ეზოში დაიჭირა და ეთამაშებოდა და გიურზამ ხელზე უკბინა. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, მამაკაცს გიურზამ ხელზე ორჯერ უკბინა, ის […]

ბათუმში ბებია და ბავშვი სამარშრუტო ტაქსიდან გადაცვივდნენ

ბათუმში, აღამაშენებლის ქუჩაზე,  მიკროავტობუსიდან მგზავრი და ერთი წლის ბავშვი გადაცვივდნენ. როგორც თვითმხილველები ყვებიან, შემთხვევის შედეგად 52 წლის ქალი მძიმედ დაშავდა და მას სასწრაფოდ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა, ხოლო მისი ერთი წლის შვილიშვილის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. ისიც ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაშავებული ქალის შვილი ყვება, რომ მიმავალი მიკროავტობუსიდან ქალი და ბავშვი შემთხვევით გადავარდნენ. ამბობს, რომ ტაქსის კარი ღია […]

დღეს მაშველებმა 17 ადამიანი გადაარჩინეს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის წყალ­ზე მაშ­ვე­ლებ­მა, დღეს შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე 17 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნეს. მათ­გან 5 არას­რულ­წლო­ვა­ნი და 12 უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეა. დაბა ურეკ­ში, 2-დან 3 ბა­ლამ­დე შტორ­მი ფიქ­სირ­დე­ბა. გა­მო­ფე­ნი­ლია წი­თე­ლი ალ­მე­ბი და მაშ­ვე­ლე­ბი დამ­სვე­ნე­ბე­ლებს აფრ­თხი­ლე­ბენ, რომ წყალ­ში არ ჩა­ვიდ­ნენ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი მო­უ­წო­დებს დამ­სვე­ნებ­ლებს, და­ე­მორ­ჩი­ლონ მაშ­ვე­ლე­ბის მი­თი­თე­ბებს […]

17 წლის მორაგბე რეზი თაბაგარი ავარიაში დაიღუპა

ქართული რაგბის ოჯახს  თავს დიდი ტრაგედია დაატყდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 წლის ზესტაფონის ,,არწივების” მორაგბე რეზი თაბაგარი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი სოციალურ ქსელ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. ზესტაფონის “არწივების” განცხადება ასეთია: ,,მეგობრებო!! დღეს ჩვენი რაგბის დიდი ოჯახის წევრი დავკარგეთ. რეზიკო თაბაგარი, რომელიც სიცოცხლით და სიყვარულით სავსე ადამიანი იყო, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ნათელში ამყოფოს […]