ბავშვი სათამაშო მანქანაში ჩაჯდა და აივნიდან გადავარდა – ექიმებმა ანა-მარიას გადარჩენა ვერ შეძლეს

ბავშვი სათამაშო მანქანაში ჩაჯდა და აივნიდან გადავარდა - ექიმებმა ანა-მარიას გადარჩენა ვერ შეძლესწლის და 6 თვის ანა-მარია მეზობლის ბავშვის დაბადების დღეზე იმყოფებოდა. ის სათამაშო მანქანაზე დაჯდა და აივნიდან, რომელსაც მოაჯირი არ აქვს, გადავარდა. ბავშვი იაშვილის კლინიკაში დააწვინეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

-ყველაფერი წამებში მოხდა. ცეკვავდა ერთობოდა, მერე სათამაშო პატარა მანქანაში ჩაჯდა და ასე გადაფრინდა მეორე სართულიდან. სამწუხაროდ, მეორე სართულის აივანს მოაჯირი არ ჰქონდა. ექიმები ამბობდნენ, რომ ტვინს რა დაზიანებებიც შეეძლო მიეღო ყველაფერი მიღებული აქვსო, – ამბობდა ოჯახის ახლობელი ტრაგედიის დღეს.