,,ამბობდა, გამაგიჟა ტკივილებმა, თავი უნდა მოვიკლაო” – ახალციხეში მდინარემ კაცის ცხედარი გამორიყა

,,ამბობდა, გამაგიჟა ტკივილებმა, თავი უნდა მოვიკლაო" - ახალციხეში მდინარემ კაცის ცხედარი გამორიყაახალციხეში მდინარე ფოცხოვმა, ხანშიშესული მამაკაცის ცხედარი გამორიყა. გვამი ადგილობრივმა მოქალაქემ შეამჩნია და 112-ში დარეკა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს 60 წელზე მეტი ასაკის კაცის გვამი დახვდათ.
„ფეხებზე ოპერაცია გაიკეთა. ტკივილები ჰქონდა საშინელი. რომ ვერ უყუჩებდნენ, ამბობდა, გამაგიჟა ამ ტკივილმა, თავი უნდა მოვიკლაო. სახლიდან გავიდა, ერთი დღე ეძება ოჯახმა, მერე „გალფის“ ბენზინგასამართ სადგურთან, მდინარეში იპოვეს“- განაცხადა ტვ9ნიუს.ჯი-სთან ოჯახის ახლობელმა.

შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილის ვინაობა დადგენილია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნიუპოსტი