ტრაგედია თბილისში – ჯიქიას ქუჩაზე 3 თვის ბავშვი დედამ გარდაცვლილი ნახა

ტრაგედია თბილისში - ჯიქიას ქუჩაზე 3 თვის ბავშვი დედამ გარდაცვლილი ნახატრაგედია მოხდა თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე 3 თვის ბავშვი სავარაუდოდ ასფიქსიით გარდაიცვალა. შემთხვევის დროს დედა სახლში იმყოფებოდა.

მეზობლების თქმით, ქალი აბაზანაში იყო შესული და გამოსვლის შემდეგ ჩვილი გარდაცვლილი დახვდა. მათივე ინფორმაციით, ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები.

ნიუპოსტი