კატეგორია: შემთხვევა

ქუთაისელი პოეტი ნიკა კვესელავა თბილისის თონეში გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისელი პოეტი ნიკა კვესელავა 29 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელდა ორი ვერსია, ბუნებრივი აირის გაჟონვა და გულის შეტევა, თუმცა გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. პოეტი თბილისში, თონეში მუშაობდა, მისი ცხედარი კლიენტმა 27 ნოემბერს დილით იპოვა.

,, არ ვიცი, რა გავაკეთო… მამაო ჩემთვის ყველაზე მეტს ლოცულობდა და მისი შვილი გარდაიცვალა…” – 14 წლის სალომეს გლოვობენ

3 ნოემბერს გურ­ჯა­ა­ნის სო­ფელ ვა­ზი­სუ­ბან­ში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ავ­არიას 14 წლის სა­ლო­მე მთვა­რე­ლიშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა, მისი არას­რულ­წლო­ვა­ნი და კი მძი­მედ და­შავ­და. დები მო­პე­დით სე­ირ­ნობ­დნენ. მათ ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა, რო­მელ­საც, პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მარ­თავ­და. სა­ლომე გურ­ჯა­ა­ნის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვრის, გრი­გოლ მთვა­რე­ლიშ­ვი­ლის, შვი­ლია. ,,ჩემი მამაო ყველაზე მეტს ლოცულობდა ჩემთვის, ლოცულობდა […]

“თუ ამ დროს მოვკვდი, არ იტიროთ, მე ამ დროს ვიცინი, მაგარ ხასიათზე ვარ” – 32 წლის შორენა ყიასაშვილი ავარიაში დაიღუპა

,,თუ ამ დროს მოვ­კვდი, არ იტი­როთ, მე ამ დროს ვი­ცი­ნი, ვცეკ­ვავ და მა­გარ ხა­სი­ათ­ზე ვარ”, – დაწერა 32 წლის შო­რე­ნა ყი­ა­საშ­ვი­ლმა გარდაცვალებამდე და ავ­ტო­მო­ბი­ლის სიჩ­ქა­რის მრი­ცხვე­ლი გამოაქვეყნა, რო­მე­ლიც 180 კმ/სა­ათს აჩ­ვე­ნებს. პირველ ნო­ემ­ბერს ის ავარიაში დაიღუპა. მანქანაში მისი 12 წლის შვილიც იჯდა, ამასთანავე მეგობარი და კიდევ ერთი მოზარდი. საბედნიეროდ, ისინი გადარჩნენ. ,,შო­რე­ნას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მან­ქა­ნით […]

შემზარავ ავარიას ნაციონალური მოძრაობის 6 წევრი ემსხვერპლა – ილია გაწერელია, ოთარ ჯიქია, ელვარდ ახალაია…

გვიან ღამით შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. ავარიაში ნაციონალური მოძრაობის 6 წევრი  გარ­და­იც­ვა­ლა, 10-მა მგზავ­რმა კი სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. ისინი გუ­შინ­დე­ლი შეკ­რე­ბი­დან სა­მეგ­რე­ლო­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. თვითმხილვლების თქმით, მიკროავტობუსი გაჩერებული იყო და მას ტრაილერი დაეჯახა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ტრა­ი­ლე­რის მძღოლს ჩა­ე­ძი­ნა და ავა­რი­აც ამან გა­მო­იწ­ვია. -ალ­ბათ ჩა­ძი­ნე­ბუ­ლი იყო თურ­ქი მძღო­ლი, სხვა­ნა­ი­რად არ არ­სე­ბობს, აქ ავა­რია მო­გი­ვი­დეს. ეტყო­ბა, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი […]

ბათუმში 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა – ,,რეანიმობილი არ გვყავსო და თბილისში არ გადაჰყავთ”

ბათუმში სამი წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. მისი მდგომარეობა მძიმეა. თბილისში გადმოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. როგორც ოჯახის ახლობელი აკაკი წოწონავა „პრაიმტაიმს“ უყვება, უკვე ხუთი საათია რეანომობილს ელოდებიან. ,,პირველადი დახმარება ჩაუტარდა, მაგრამ სასწრაფოდ გადასაყვანია თბილისში. ბავშვს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. უკვე ხუთი საათია რეანომობილს ველოდებით. დავრეკეთ სამინისტროშიც. ყველგან გვეუბნებიან, რომ დაველოდოთ… რომ ვკითხულობთ, რატომ არ გადაჰყავთ, ამბობენ, რომ […]

კახეთში 22 წლის ბიჭი მწვადით დაიხრჩო

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედელში, საოჯახო ტიპის დაწესებულებაში 22 წლის ბენეფიციარი გარდაიცვალა. როგორც „პრაიმტაიმს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, მისი დაღუპვის მიზეზი მწვადი გახდა. „ლ.ლ ქედელში, საოჯახო ტიპის დაწესებულებაში ცხოვრობდა, ჯანმრთელი იყო, არც კი ცივდებოდა და ასეთი ჯანმრთელი კაცი მწვადმა დაახრჩო. ის 22 წლის იყო. რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს. შშმ პირი იყო და საოჯახო ტიპის დაწესებულებაში ამიტომ ცხოვრობდა. კარგი ადამიანი […]

,,ჩემი ძმა, რძალი და ორი ძმისშვილი მიწაში ჩაიმარხნენ” – ჩავლეიშვილების ტრაგედია

რაულ ჩავ­ლე­იშ­ვილ­ს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს, ერთ ღამეში ოჯახის 4 წევრი დაკარგა. ეს მოხდა 2008 წელს. -ისე­თი ჭექა-ქუ­ხი­ლი და თავ­სხმა წვი­მა იყო. იმ ღა­მით შინ არ ვი­ყა­ვი, ბა­თუმ­ში ვმუ­შა­ობ­დი, პარკში, გვი­ა­ნო­ბამ­დე შევ­ფერ­ხდი და ჩემს დას­თან დავ­რჩი. შინ რომც ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, გა­დავ­რჩე­ბო­დი, ისე­ვე, რო­გორც გა­დარ­ჩა მა­მა­ჩე­მი – ილია ჩავ­ლე­იშ­ვი­ლი, რად­გან ჩვე­ნი სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხი სახ­ლის სხვა მხა­რეს იყო. […]

ყვარელში ჭურვი ჩამოვარდა – ,,აფეთქების ხმა გავიგეთ, კვამლი შევამჩნიეთ…”

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანში, ჯერ დაუდგენელი დანიშნულების ჭურვი ჩამოვარდა. სოფელ კუჭატანში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, მაია ბედოიძის განმარტებით, ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად, დაშავებულები არ არიან. -დაუსახლებელი ადგილია, სადაც ჩამოვარდა. აფეთქების ხმა გავიგეთ, კვამლი შევამჩნიეთ და მოვედით. არ ვიცით, რა არის. შესაბამისი სამსახურები არიან და არკვევენ, – განაცხადა მაია ბედოიძემ ,,პრაიმტაიმთან”. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

დღეს ავარიაში დაიღუპნენ როინ ელბაქიძე და გიორგი კაპანაძე – ,,ჩვენს უბანში დიდი ტრაგედია დატრიალდა”

დღეს გორის ავტომაგისტრალზე საშინელი ავარია მოხდა. ავტობანზე მოძრავი „ნისანის” ჯიპი ტრაილერს შეეჯახა. 24 წლის გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე და 27 წლის რო­ი­ნ ელ­ბა­ქი­ძე ადგილზე გარდაიცვალნენ. ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ახალგაზრდები ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდნენ. ,,დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ჩვენს უბან­ში. ავა­რი­ას ორი ავ­ჭა­ლე­ლი ახალ­გაზ­რდის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუპ­ნენ რო­ი­ნ ელ­ბა­ქი­ძე და გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე”, – წერენ სოციალურ ქსელში.

32 წლის ექიმი, რომელიც ყველა პაციენტს უყვარდა, ავარიამ იმსხვერპლა

,,სარკე”, რუსუდან ადვაძე 12 ივნისს ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ცნობილი ექიმი გუბაზ კორძაია ემსხვერპლა. ის 32 წლის იყო. ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გახლდათ და რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა. გარდაცვალების წინა დღეს ქუთაისში გულის შუნტირების ოპერაციას უფროსი კოლეგის თხოვნით დაესწრო. იმ საბედისწერო დღეს სწორედ ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდა… მას ორი შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა. რეანიმატოლოგი მაკა მიქაძე ,,სარკეს” მეგობრის […]