ყვარელში ჭურვი ჩამოვარდა – ,,აფეთქების ხმა გავიგეთ, კვამლი შევამჩნიეთ…”

ყვარელში ჭურვი ჩამოვარდა - ,,აფეთქების ხმა გავიგეთ, კვამლი შევამჩნიეთ..."ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატანში, ჯერ დაუდგენელი დანიშნულების ჭურვი ჩამოვარდა.

სოფელ კუჭატანში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, მაია ბედოიძის განმარტებით, ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად, დაშავებულები არ არიან.

-დაუსახლებელი ადგილია, სადაც ჩამოვარდა. აფეთქების ხმა გავიგეთ, კვამლი შევამჩნიეთ და მოვედით. არ ვიცით, რა არის. შესაბამისი სამსახურები არიან და არკვევენ, – განაცხადა მაია ბედოიძემ ,,პრაიმტაიმთან”.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.