ბათუმში 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა – ,,რეანიმობილი არ გვყავსო და თბილისში არ გადაჰყავთ”

ბათუმში 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა - ,,რეანიმობილი არ გვყავსო და თბილისში არ გადაჰყავთ"ბათუმში სამი წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა. მისი მდგომარეობა მძიმეა. თბილისში გადმოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება. როგორც ოჯახის ახლობელი აკაკი წოწონავა „პრაიმტაიმს“ უყვება, უკვე ხუთი საათია რეანომობილს ელოდებიან.

,,პირველადი დახმარება ჩაუტარდა, მაგრამ სასწრაფოდ გადასაყვანია თბილისში.

ბავშვს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. უკვე ხუთი საათია რეანომობილს ველოდებით. დავრეკეთ სამინისტროშიც. ყველგან გვეუბნებიან, რომ დაველოდოთ… რომ ვკითხულობთ, რატომ არ გადაჰყავთ, ამბობენ, რომ მანქანა არ ჰყავთ.

რეალურად მანქანა აქ დგას. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ბავშვთა ექიმმა არ იცის, წავა თუ არა. ანუ ამაზეა დამოკიდებული, ეს ბავშვი გადარჩება თუ არა.

ბავშვის მდგომარეობა კირიტიკულად მძიმეა. დალეწილი აქვს ყველა ძვალი. ეჭვი მიჩნდება, რომ არსად აქვთ დარეკილი,- აცხადებს აკაკი წოწონავა.

პრაიმტაიმი