კატეგორია: შემთხვევა

მარიამ კუბლაშვილის მეგობარი მე-13 სართულიდან გადავარდა – ,,მტკივა ყველაფერი…”

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. მისი მეგობარი, ქეთევან გიორგიშვილი მე-13 სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ქეთევანი ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის მეგობარი იყო, რომელიც სოციალურ ქსელში წერს: ,,ძალიან მიჭირს დაწერა. სამაგალითო, გენიოსი გოგო, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გერმანული ენათმაცნიერების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მოღვაწე, პიანისტი, ეროვნული პარლამენტის წარმომადგენელი! და კიდევ რამდენი… ღვთისნიერი, უმანკო, ანგელოზი! გარდაცვალების ამბავი […]

ქართველი ემიგრანტის შვილი ცეცხლმოდებული სახლიდან მაშველებმა გამოიყვანეს – ,,დღეს ჩემი შვილი უფალმა დაიფარა”

ემიგრაციაში მყოფი ქართველი ჟურნალისტი, ჟურნალ „გზის” სპეციალური კორესპონდენტი ისრაელიდან, ლელა ჭანკოტაძე დღეს უდიდეს ტრაგედიას გადაურჩა, როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მისი შვილი ხუდადოვზე, ცეცხლმოკიდებულ კორპუსში იმყოფებოდა და ეძინა. არასრულწლოვანი მაშველებმა უვნებელი გამოიყვანეს. „დღეს ჩემი შვილი უფალმა დაიფარა. ალბათ თუ ვინმეს ჩემთვის სიკეთე გისურვებიათ, ყველამ ერთად დღეს გადამარჩინეთ. ჩემი არასრულწლოვანი შვილი სახლში მარტო იყო და, როცა […]

,,მამა, მამა არ მოკვდეო… ბაბი, ამოისუნთქეო” – რუსთავში პატრულმა ბავშვი გადაარჩინა

რუსთავში, საპატრულო პოლიციამ 2 წლამდე ბავშვი გადაარჩინა. როგორც თვითმხილველები ,,ინფო რუსთავს” უყვებიან, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, წლის და 4 თვის ბავშვი კრუნჩხვაში ჩავარდა, რომელსაც დროული დახმარება საპატრულო პოლიციამ აღმოუჩინა. -ჩემ თვალწინ გაჩერდა მანქანა. გადმოვიდა კაცი, რომელიც საჭესთან იჯდა და მამა, მამა, არ მოკვდეო ყვიროდა. მერე დედა გადმოვიდა მანქანიდან, ბავშვი ხელში ეკავა და ყვიროდნენ, ბაბი, […]

,,უსვეცკესი ავარია ვაკეში” – ტროტუარზე მიმავალი მამაკაცი სასწაულად გადარჩა – ვიდეო

თბილისში, ,,ევროპროდუქტში” მანქანა შევარდა. გავრცელებული ფოტოს ქვეშ ბევრი სახუმარო კომენტარია. ,,ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე უსვეცკესი ავარიაა, ევროპროდუქტში შევარდნილი რეინჯი ვაკეში”. – დაწერა ექიმმა ნინო ნადირაძემ. ,,რას ყიდულობდა ისეთს, რომ ხელით გამოტანა დაეზარა”, ,,პირბადე ეკეთა?” – წერენ ფეისბუქში. სინამდვილეში ყველაფერი შეიძლება გაცილებით დრამატულად ყოფილიყო. ვიდეოში (იხილეთ ვიდეო) კარგად ჩანს,  რომ დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა ტროტუარზე მიმავალ კაცს ლამის […]

დიდუბის ხიდთან ქალი მტკვარში გადახტა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს, რომ დიდუბის ხიდთან მტკვრიდან ქალი ამოიყვანეს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ,,112″-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, დიდუბის ხიდის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში იმყოფებოდა ქალი და ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. სამაშველო ჯგუფების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა წყლიდან ქალის უსაფრთხო ადგილას გამოყვანა. […]

ნინო ლომჯარია: ,,ომბუდსმენის აპარატში გლოვაა, თავზარდაცემულები ვართ” – უფლებადამცველი თემურ ქორიძე გარდაიცვალა

ომბუდსმენის აპარატის თანამშრომელი, უფლებადმცველი თემურ ქორიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წერს: ,,დღეს სახალხო დამცველის აპარატში გლოვაა… ყველანი თავზარდაცემულები ვართ ჩვენი ახალგაზრდა კოლეგის, მეგობრის, თავდადებული საჯარო მოხელის, საუკეთესო მამის, კეთილშობილი და მართალი ღირებულებების ადამიანის, თემურ ქორიძის მოულოდნელად გარდაცვალების გამო… ვიზიარებ მისი ოჯახის წევრების და ახლობლების უსაზღვრო მწუხარებას… ძალიან, ძალიან დაგვაკლდები, თემურ!”. ,,საქმიანი, […]

3 დაღუპული და 3 დაკარგული – ფოთიდან გასული გემი ჩაიძირა

2 კვირის წინ შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროსთან ახლოს ძლიერი ტალღების გამო გემი ორ ნაწილად გაიხლიჩა და ჩაიძირა. როგორც ცნობილია, გემზე უკრაინელი და რუსი მეზღვაურები იმყოფებოდნენ. კატასტროფის შედეგად 3 მათგანი დაიღუპა, 3 დაიკარგა, ხოლო 6 გადარჩა. 12-კაციანი ეკიპაჟის გემი ფოთიდან ბულგარეთში მიემართებოდა. ის კომპანია Arvin Shipping LTD-ს ეკუთვნოდა. პალიტრავიდეო

“მე დღეს თქვენთან ერთად გამიჩერდა გული” – კაჭრეთში ავარიაში მე-11 კლასელები მარიამ სოლოღაშვილი და მარიამ ზაკალაშვილი დაიღუპნენ

ახალ წელს მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ორი არასრულწლოვანი გოგონა, ადგილზე გარდაიცვალა. ორივე დაღუპული მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. შემთხვევის შედეგად, მძიმედ დაშავდნენ 25 წლამდე ასაკის მამაკაცი და კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგონა. გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე […]

,,ჩემი თიკო, წინა დღეს ბავშვის სახელს ვარჩევდით, მითხარით, რომ ტყუილია!” – ავარიაში დაშავებული ორსული გარდაიცვალა

ქობულეთში, სოფელ გვარასთან მომხდარი საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორსული ქალი გარდაიცვალა. ექიმების თქმით, კლინიკაში მიყვანისთანავე საკეისრო კვეთის ჩატარება გადაწყვიტეს, მაგრამ ქალი ოპერაციის დროს გარდაიცვალა. სამწუხაროდ, ვერც ბავშვის გადარჩენა მოხერხდა. ,,ჩემო კეთილო და მშვენიერო გოგო, რა მალე დაგვტოვე, რატომ გაგვიმეტე ასეთი სიმწრისთვის, არ ვიცი, რა ვთქვა, გული გამიქვავდა, შენი ამბავი რომ გავიგე, სიტყვებს ვერ ვპოულობ, […]

„როცა მოვკვდები, ნუ მომიტანთ იების კონას…” – საბერძნეთში ქეთი წივწივაძე გარდაიცვალა

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. ქეთი წივწივაძე ათენში მომვლელად მუშაობდა. სამსახურში მოულოდნელად ცუდად გახდა, რის გამოც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქეთიმ საავადმყოფოდან ემოციური წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ნიუპოსტი უცვლელად გვთავაზობს: „როცა მოვკვდები, ნუ მომიტანთ იების კონას, და ნუ მიტირებთ, ნუ დაიდენთ ცრემლებს დარდიანს, და ნუ იგლოვებთ ამ ქვეყნიდან, ჩემი წასვლის დღეს, ნუ მიაკარებთ გულს ვაებას, გრძნობებს ჯავრიანს. სანამ მოვკვდები, […]