შემზარავ ავარიას ნაციონალური მოძრაობის 6 წევრი ემსხვერპლა – ილია გაწერელია, ოთარ ჯიქია, ელვარდ ახალაია…

შემზარავ ავარიას ნაციონალური მოძრაობის 6 წევრი ემსხვერპლა - ილია გაწერელია, ოთარ ჯიქია, ელვარდ ახალაია...გვიან ღამით შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. ავარიაში ნაციონალური მოძრაობის 6 წევრი  გარ­და­იც­ვა­ლა, 10-მა მგზავ­რმა კი სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო. ისინი გუ­შინ­დე­ლი შეკ­რე­ბი­დან სა­მეგ­რე­ლო­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. თვითმხილვლების თქმით, მიკროავტობუსი გაჩერებული იყო და მას ტრაილერი დაეჯახა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ტრა­ი­ლე­რის მძღოლს ჩა­ე­ძი­ნა და ავა­რი­აც ამან გა­მო­იწ­ვია.

-ალ­ბათ ჩა­ძი­ნე­ბუ­ლი იყო თურ­ქი მძღო­ლი, სხვა­ნა­ი­რად არ არ­სე­ბობს, აქ ავა­რია მო­გი­ვი­დეს. ეტყო­ბა, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი გა­ჩე­რე­ბუ­ლი იყო. ჩა­ე­ძი­ნა იმას და რომ მო­ვი­და აზ­რზე, უკვე გვი­ანი იყო… – ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი.

დაღუპულთაგან ერთი სუს-ის რეგიონული განყოფილების ყოფილი უფროსი, ილია (ირაკლი) გაწერელიაა, ასევე დაღუპულა ყოფილი საოლქო პროკურორის როლანდ ახალაიას ძმისშვილი, ელვარდ ახალაია და ვიცე-პოლკოვნიკი, ყოფილი ძალოვანი ოთარ ჯიქია.

-უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, გული მაქვს გაგ­ლე­ჯი­ლი, ყვე­ლა ჩვენს მხარ­დამ­ჭერს… ვი­ზი­ა­რებ ოჯა­ხე­ბის მწუ­ხა­რე­ბას. დავ­კარ­გეთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი და ძა­ლი­ან კარ­გი პატ­რი­ო­ტე­ბი, – გა­ნა­ცხა­და პარ­ტი­ის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ.

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” აქ­ტი­ვის­ტე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც გუ­შინ­დე­ლი შეკ­რე­ბი­დან სა­მეგ­რე­ლო­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. კლი­ნი­კა “გორ­მედ­ში” გუ­შინ­ვე ჩა­ვიდ­ნენ პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.