,,ჩემი ძმა, რძალი და ორი ძმისშვილი მიწაში ჩაიმარხნენ” – ჩავლეიშვილების ტრაგედია

,,ჩემი ძმა, რძალი და ორი ძმისშვილი მიწაში ჩაიმარხნენ" - ჩავლეიშვილების ტრაგედიარაულ ჩავ­ლე­იშ­ვილ­ს უდიდესი ტრაგედია დაატყდა თავს, ერთ ღამეში ოჯახის 4 წევრი დაკარგა. ეს მოხდა 2008 წელს.

-ისე­თი ჭექა-ქუ­ხი­ლი და თავ­სხმა წვი­მა იყო. იმ ღა­მით შინ არ ვი­ყა­ვი, ბა­თუმ­ში ვმუ­შა­ობ­დი, პარკში, გვი­ა­ნო­ბამ­დე შევ­ფერ­ხდი და ჩემს დას­თან დავ­რჩი. შინ რომც ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, გა­დავ­რჩე­ბო­დი, ისე­ვე, რო­გორც გა­დარ­ჩა მა­მა­ჩე­მი – ილია ჩავ­ლე­იშ­ვი­ლი, რად­გან ჩვე­ნი სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხი სახ­ლის სხვა მხა­რეს იყო. ჩემი ძმი­სა და რძლის, ასე­ვე, მათი შვი­ლე­ბის ორი სა­ძი­ნე­ბე­ლი კი მე­ო­რე მხა­რეს მდე­ბა­რე­ობ­და. 1000-1500 ტო­ნამ­დე მიწა ჩა­მოწ­ვა მანდ და სწო­რედ ის სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხე­ბი ჩა­ი­ტა­ნა და ჩა­მარ­ხა მი­წა­ში.

ჩემი ოჯა­ხი­დან ძმა ჯუმ­ბე­რი, რძა­ლი ნა­ნუ­ლი და მათი ორი შვი­ლი – 12 წლის ალე­კო და 14 წლის ქეთი და­ი­ღუპ­ნენ. მე­სა­მე ძმის­შვი­ლი – 18 წლის მაგ­დაც იქ იყო, ქე­თის გვერ­დით ლო­გინ­ში ეძი­ნა, მაგ­რამ გა­დარ­ჩა. მაგ­და 5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო მი­წის ქვეშ ჩა­მარ­ხუ­ლი, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, სა­ი­დან­ღაც ჰა­ე­რი აღ­წევ­და და ამან გა­და­არ­ჩი­ნა. რომ ამო­ვიყ­ვა­ნეთ, ფი­ზი­კუ­რად არა­ფე­რი და­ზი­ა­ნე­ბია, მაგ­რამ შოკ­ში იყო. კარ­გა ხანს გა­მოჰ­ყვა დეპ­რე­სია, – ყვება რაულ ჩავლეიშვილი ამბები.ჯი-სთან.

მაგდა დღეს უკვე დედაა და ღმერთს მადლობას სწირავს, რომ თავისი ოჯახის მოსაგონრად გადარჩა. მან ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­და ჯო­ჭო­ში ჩა­მო­წო­ლილ მე­წყერ­ში და­ღუ­პუ­ლი თე­დო­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის გა­დარ­ჩე­ნი­ლი ერ­თა­დერ­თ წევრს, თიკა თედორაძეს მიუსამძიმრა.  ,,გახ­სოვ­დეს რომ გაძ­ლი­ერ­დე, ისევ მათ გამო! მე შენი ტკი­ვი­ლი მტკი­ვა”, – დაწერა მაგდა ჩავლეიშვილმა.