“თუ ამ დროს მოვკვდი, არ იტიროთ, მე ამ დროს ვიცინი, მაგარ ხასიათზე ვარ” – 32 წლის შორენა ყიასაშვილი ავარიაში დაიღუპა

"თუ ამ დროს მოვკვდი, არ იტიროთ, მე ამ დროს ვიცინი, მაგარ ხასიათზე ვარ" - 32 წლის შორენა ყიასაშვილი ავარიაში დაიღუპა,,თუ ამ დროს მოვ­კვდი, არ იტი­როთ, მე ამ დროს ვი­ცი­ნი, ვცეკ­ვავ და მა­გარ ხა­სი­ათ­ზე ვარ”, – დაწერა 32 წლის შო­რე­ნა ყი­ა­საშ­ვი­ლმა გარდაცვალებამდე და ავ­ტო­მო­ბი­ლის სიჩ­ქა­რის მრი­ცხვე­ლი გამოაქვეყნა, რო­მე­ლიც 180 კმ/სა­ათს აჩ­ვე­ნებს. პირველ ნო­ემ­ბერს ის ავარიაში დაიღუპა. მანქანაში მისი 12 წლის შვილიც იჯდა, ამასთანავე მეგობარი და კიდევ ერთი მოზარდი. საბედნიეროდ, ისინი გადარჩნენ.

,,შო­რე­ნას ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მან­ქა­ნით მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით სი­ა­რუ­ლი. ად­რე­ნა­ლინ­ზე გიჟ­დე­ბო­და”, – წერს გარდაცვლილის ახლობელი.

როგორც ამბობენ, იმ საბედისწერო დღეს ძალიან ცუდ მოსახვევში შეუხვია, სადაც მისი და საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ.