კახეთში 22 წლის ბიჭი მწვადით დაიხრჩო

კახეთში 22 წლის ბიჭი მწვადით დაიხრჩოსიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედელში, საოჯახო ტიპის დაწესებულებაში 22 წლის ბენეფიციარი გარდაიცვალა. როგორც „პრაიმტაიმს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, მისი დაღუპვის მიზეზი მწვადი გახდა.

„ლ.ლ ქედელში, საოჯახო ტიპის დაწესებულებაში ცხოვრობდა, ჯანმრთელი იყო, არც კი ცივდებოდა და ასეთი ჯანმრთელი კაცი მწვადმა დაახრჩო. ის 22 წლის იყო. რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს. შშმ პირი იყო და საოჯახო ტიპის დაწესებულებაში ამიტომ ცხოვრობდა. კარგი ადამიანი იყო, გულკეთილი და ხალისიანი”, – ამბობს ადგილობრივი.

პრაიმტაიმი