,, არ ვიცი, რა გავაკეთო… მამაო ჩემთვის ყველაზე მეტს ლოცულობდა და მისი შვილი გარდაიცვალა…” – 14 წლის სალომეს გლოვობენ

,, არ ვიცი, რა გავაკეთო... მამაო ჩემთვის ყველაზე მეტს ლოცულობდა და მისი შვილი გარდაიცვალა..." - 14 წლის სალომეს გლოვობენ3 ნოემბერს გურ­ჯა­ა­ნის სო­ფელ ვა­ზი­სუ­ბან­ში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ავ­არიას 14 წლის სა­ლო­მე მთვა­რე­ლიშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა, მისი არას­რულ­წლო­ვა­ნი და კი მძი­მედ და­შავ­და.

დები მო­პე­დით სე­ირ­ნობ­დნენ. მათ ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა, რო­მელ­საც, პრო­კუ­რა­ტუ­რის მტკი­ცე­ბით, კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი მარ­თავ­და.

სა­ლომე გურ­ჯა­ა­ნის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვრის, გრი­გოლ მთვა­რე­ლიშ­ვი­ლის, შვი­ლია.

,,ჩემი მამაო ყველაზე მეტს ლოცულობდა ჩემთვის, ლოცულობდა და ლოცულობდა, და მეც გადავრჩი. ყოველთვის ვიცოდი, რომ სადღაც ჩემთვის ყველაზე მეტს ლოცულობდა, ოღონდ არასდროს არ მირეკავდა არასდროს არ ვურეკავდი.
მამაოს შვილი გარდაიცვალა, სალომე ანგელოზად წავიდა ცაში, და არ ვიცი, რა ვქნა, ვერაფერს ვერ ვგრძნობ, ვიყინები.
მამაო, რომელიც ყველაზე მეტს ლოცულობდა ჩემთვის. ძალიან მიყვარხართ, და არ ვიცი რა გავაკეთო”, – წერს სოციალურ ქსელში სოფო ფირანიშვილი.