კატეგორია: საზოგადოება

ნუკრი რევიშვილი და თიკო ჩხეიძე გარდაცვლილი შვილის, ტატას, სახელზე ტაძარს საკუთარი ხელით აგებენ

ნუკრი რევიშვილი და  თიკო ჩხეიძე გარდაცვლილი შვილის, ტატას, სახელზე ტაძარს საკუთარი ხელით აგებენ

რუსუდან ადვაძე, სარკე ერთი წლის წინ თბილისში, რევიშვილების ოჯახში, საშინელი ტრაგედია დატრიალდა – 9 წლის გოგონა, ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და მოდელ თიკო ჩხეიძის უფროსი შვილი, ტატა, ტატიანა, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. “ის ნუკრი რევიშვილის და თიკო ჩხეიძის შვილი კი არა, ის იყო ტატა რევიშვილი. ის თვითონ ქმნიდა ამინდს, მას იცნობდნენ ყველგან და ყოველთვის რჩებოდა განსაკუთრებულ […]

ჯაბა ბოჯგუამ მარჩენალი ბებიის გარდაცვალება იგრძნო

ჯაბა ბოჯგუამ მარჩენალი ბებიის გარდაცვალება იგრძნო

მე-11 წელია, მომღერალი ჯაბა ბოჯგუა უგონო მდგომარეობაშია. მას ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება აქვს და ლოგინს არის მიჯაჭვული. აქამდე დედა და ბებია უვლიდნენ. ოჯახის მარჩენალი ფაქტობრივად 83 წლის ბებია იყო. 8 ივლისს კი მისი სიცოცხლე შეწყდა – ფენია ზარქუას თბილისში, მუხიანში, ავტომანქანა დაეჯახა. მას შემდეგ, რაც მომღერალი საწოლს მიეჯაჭვა, ფენია ზარქუა ქუჩაში მოწყალებას ითხოვდა. ჯაბა ბოჯგუას ოჯახი […]

გზა თბილისიდან ისრაელამდე – სად ხვდებიან ქართველები დასაკითხი ოთახის შემდეგ

გზა თბილისიდან ისრაელამდე - სად ხვდებიან ქართველები დასაკითხი ოთახის შემდეგ

ისრაელში პირველად 12 წლის წინ ვიყავი. მაშინდელ შთაბეჭდილებებს ფერები ჯერაც არ გახუნებია, მაგრამ პირველი ნახვის მღელვარება მაინც სჭარბობდა რეალურ ხედვას. ყველაფრის ერთ ფოკუსში მოქცევას ვერ ვახერხებდი. ჩემს ცხოვრებაში მძიმე პერიოდი იდგა, არჩევანის წინაშე ვიდექი. ქრისტეს ტაძართან, იქ, სადაც წმინდა ცეცხლი გადმოდის ხოლმე, თავი ქვის სვეტს მივაყრდენი და უფალს შევთხოვე, გზა ეჩვენებინა, რომლითაც უნდა მევლო… მერე […]

“ჯვარი გაღუნული იყო, მოძღვარი ეშმაკს შიშველი ხელებით ებრძოდა” – რას ყვებიან მამა სოგრატეს ლოცვით გადარჩენილი ადამიანები

"ჯვარი გაღუნული იყო, მოძღვარი ეშმაკს შიშველი ხელებით ებრძოდა" - რას ყვებიან მამა სოგრატეს ლოცვით გადარჩენილი ადამიანები

არქიმანდრიტმა მამა სოგრატემ (ჭულუხაძე) მთელი ცხოვრება ლოცვაში გაატარა, მისთვის დასვენება მუხლმოდრეკილი ლოცვა იყო, სულის ზეიმი – ადამიანის განკურნება. თავად მას ბავშვობიდანვე ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ ზამთარშიც, ზაფხულშიც, ქარსა და წვიმაშიც მომაკვდავი ადამიანის დასახმარებლად უყოყმანოდ მიდიოდა. მისი ლოცვის ძალით არაერთი მომაკვდავი განკურნებულა. მასთან მიდიოდნენ ისეთებიც, რომელთა გადარჩენა ექიმებს აღარ შეეძლოთ, ხელი ჰქონდათ ჩაქნეული და ისეთებიც, რომლებსაც […]

ვენერა კიკნაძე: “ვატყობ, რომ სახლში წასვლის დროა” – ხარაგაულის 80 წლის მასწავლებელს ყოფილმა მოსწავლემ სტიპენდია დაუნიშნა

ვენერა კიკნაძე: "ვატყობ, რომ სახლში წასვლის დროა" - ხარაგაულის 80 წლის მასწავლებელს ყოფილმა მოსწავლემ სტიპენდია დაუნიშნა

“ასე გააგრძელეთ, თქვენ შესანიშნავი პედაგოგი დადგებით”, – უთხრა ვენერა კიკნაძეს პირველი გაკვეთილის შემდეგ ხარაგაულის სკოლის (ახლანდელი მე-3 საჯარო სკოლა) მაშინდელმა დირექტორმა ზაქარია შარიქაძემ. ეს იყო 1969 წელს. მას შემდეგ 50 წელი გავიდა, მაგრამ ქალბატონ ვენერას დღემდე ახსოვს ის ემოცია, როცა მოსწავლეებს პირველად შეხვდა. ახლაც ასეა, მისი გაკვეთილები ემოციის გარეშე არ ტარდება, ისევ დიდ ენერგიას გასცემს, […]

9 აპრილი – 30 წლის შემდეგ

9 აპრილი - 30 წლის შემდეგ

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, საქართველოს სახელმწიფოებრივი […]

“ყველას თვალწინ გამატიტვლეს, იატაკზე თმით მათრიეს” – ჯალათი ფსიქიატრების ყველაზე ცნობილი “პაციენტი”

"ყველას თვალწინ გამატიტვლეს, იატაკზე თმით მათრიეს" - ჯალათი ფსიქიატრების ყველაზე ცნობილი "პაციენტი"

1982 წელი. თბილისი. ფსიქიატრიული საავადმყოფო. პაციენტები საწოლებში ტრიალებენ, ზოგი ნახევრად ღიად დარჩენილი თვალებით უმზერს სამყაროს, მათ წინ მოჩვენებები ფერმკრთალდებიან, სხვებს დიდი ხანია სახეზე შერჩენილი ღიმილით სძინავთ. პალატა N6-ში მხოლოდ ერთი პაციენტი გმინავს. ქალი ახალგაზრდაა, მაგრამ სახე უკვე დაღარული აქვს, თმაში ჭაღარა შეჰპარვია. ის საღამურის ქვეშ მიმალულ ფურცლის ნახევს პოულობს. პატარა, წერისგან გალეული ფანქარი კედლის ღრიჭოში […]

ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა

ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა

რეჟისორი და სცენარისტი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. რეჟისორი 57 წლის იყო. ერეკლე ბადურაშვილი, რომელიც არაერთი ფილმის ავტორია, ბოლო პერიოდში ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე “ხიდი” მუშაობდა, რომელიც საქართველო-თურქეთის ერთობლივი ნამუშევარია. ეროვნული კინოცენტრი რეჟისორის ახლობლებსა და ოჯახს სამძიმარს უცხადებს. იმედინიუსი

ანა ბაგრატიონის დედა და ნოდარ დუმბაძის ერთადერთი და ნამდვილი ხატია – ლეილა ყიფიანი: ,,ცხოვრებაში ჩემი წილი ბედნიერება მერგო”

ანა ბაგრატიონის დედა და ნოდარ დუმბაძის ერთადერთი და ნამდვილი ხატია – ლეილა ყიფიანი: ,,ცხოვრებაში ჩემი წილი ბედნიერება მერგო”

ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახი დღეს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, თუმცა ეს არც არასდროს აკლდათ. რეჟისორ ნუგზარ ბაგრატიონის მამა ცნობილი პოეტი პეტრე გრუზინსკი გახლდათ. მისი მეუღლე კი ლეილა ყიფიანია, რომელმაც ქართული კლასიკური კინოს ისტორიაში თავისი ადგილი დაიმკვიდრა. ლეილა ყიფიანის ცხოვრება ფილმმა ,,მე ვხედავ მზეს” მართლაც მზესავით გაანათა და მასში ბევრი რამ შეცვალა. ხატია – საოცართვალებიანი გოგონა ანგელოზის მზერით […]

,,მასხრად აგვიგდეთ გურულები!” – ლიხაურლები ჩცდ-ს უჩივიან

,,მასხრად აგვიგდეთ გურულები!" - ლიხაურლები ჩცდ-ს უჩივიან

სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალების” ახალი სეზონის სიუჟეტი გურიის რაიონის სოფელ ლიხაურში ვითარდება. ლიხაურელი თამუნა მახარაძემ სერიალის ფეისბუქგვერდზე პოსტი დაწერა, სადაც საყვედურებს გამოთქვამს. „მოგმართავთ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადამღებ ჯგუფს და სცენარისტებს. ჯერ ერთი, საერთოდ არ ვუყურებ მაგ სერიალს, მეორეც ის, რომ მე როგორც სოფელ ლიხაურის ერთ ერთი მცხოვრები, ძალიან მეწყინა, რომ ასე გაპარტახებულად  წარმოაჩინეთ ჩვენი სოფელი. […]