კატეგორია: საზოგადოება

ლელა ანჯაფარიძე: “იცით, რაშია ცხოვრების ეშხი? ზუსტად ჩამოხტე იქ, სადაც გინდა” – თბილისელი ლამაზმანის ამბავი სევდიანი დასასრულით

ლელა ანჯაფარიძე: "იცით, რაშია ცხოვრების ეშხი? ზუსტად ჩამოხტე იქ, სადაც გინდა" - თბილისელი ლამაზმანის ამბავი სევდიანი დასასრულით

რუსუდან ადვაძე, სარკე “ძალიან დილა მშვიდობისა” – ამ სიტყვებით ესალმებოდა ყოველდღე თბილისში სილამაზით განთქმული ქალი, ლელა ანჯაფარიძე, სოციალური ქსელის მომხმარებლებს და სხვისი და საკუთარი ცხოვრების პატარ-პატარა, გულშიჩამწვდომ ისტორიებს აქვეყნებდა. ლამაზი სიცოცხლე 2019 წლის 2 ნოემბერს, 58 წლის ასაკში შეწყდა. უამრავი ადამიანის საყვარელი ბლოგერი მთელმა “ფეისბუქმა” დაიტირა. ლელა ანჯაფარიძე ოპერის ცნობილი მომღერალის, ზურაბ ანჯაფარიძის, ძმისშვილი და […]

მამა ილია კავსაძე: “ამ სიყვარულს ვერ დავკარგავდი და ოჯახი დავანგრიე” – არქიმანდრიტის ორი ცხოვრება

მამა ილია კავსაძე: "ამ სიყვარულს ვერ დავკარგავდი და ოჯახი დავანგრიე" - არქიმანდრიტის ორი ცხოვრება

რაიკომის მდივანი, შს მინისტრის მოადგილე, ცკ-ის განყოფილების გამგე, პარლამენტის წევრი, ვიცეპრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მთავარი სახელმწიფო არბიტრი, გენერალი – ეს არასრული ჩამონათვალია იმ თანამდებობებისა და წოდებებისა, რომლებზეც წარსულში, საერო ცხოვრებაში მუშაობდა ალექსანდრე (სანდრო) კავსაძე, ამჟამად ბერი ილია. ის ახლა უკვე არქიმანდრიტი გახლავთ და მცხეთაში, სვეტიცხოველში, კელიაში ცხოვრობს. პროფესიით იურისტი, რომელიც მუდამ […]

სოფიო კვინიკაძე: “ვინც კორეით დაინტერესდება, ჩემსავით განწირულია” – ქუთაისელი გოგონას აზიური თავგადასავალი

სოფიო კვინიკაძე: "ვინც კორეით დაინტერესდება, ჩემსავით განწირულია" - ქუთაისელი გოგონას აზიური თავგადასავალი

რუსუდან ადვაძე, სარკე ქართველი გოგონა, სოფიო კვინიკაძე, სამხრეთ კორეაში 2 წლის წინ სასწავლებლად წავიდა. ის ბავშვობიდან ოცნებობდა ამ ქვეყანაში ცხოვრებაზე. მიზნის მისაღწევად დიდი შრომა დასჭირდა – კორეული ენა ისე ისწავლა, რომ საქართველოში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე ყველას აჯობა და ახლა კორეაში უფასოდ სწავლობს. სოფიო ქუთაისელია. ფეისბუქის გვერდზე 150.000 ქართველი გამომწერი ჰყავს, საიდანაც მათ თითქმის ყოველდღიურად უყვება […]

ფეხბურთელმა მამია გავაშელიშვილმა სიმსივნე დაამარცხა – “არ მქონდა პასუხი, კიდევ რამდენ ხანს ვიცოცხლებდი”

ფეხბურთელმა მამია გავაშელიშვილმა სიმსივნე დაამარცხა - "არ მქონდა პასუხი, კიდევ რამდენ ხანს ვიცოცხლებდი"

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე საფეხბურთო კლუბ “თბილისის ლოკომოტივის” ფეხბურთელს, მამია გავაშელიშვილს, დაახლოებით ერთი წლის წინ რთული პერიოდი დაუდგა – მოულოდნელად დასმულმა დიაგნოზმა მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. ახალგაზრდა ფეხბურთელის არამარტო კარიერა, არამედ მისი სიცოცხლე აღმოჩნდა სასწორზე. მას სიმსივნე აღმოაჩნდა. მძიმე სენთან საბრძოლველად 24 წლის ფეხბურთელს 9 თვიანი უმძიმესი სარეაბილიტაციო კურსი დასჭირდა. ახალგაზრდა სპორტსმენი ამბობს, რომ ფეხბურთში დაბრუნების […]

ცხოვრება გრძელდება – რჩევები კლიმაქსის სიმპტომების შესამსუბუქებლად

ცხოვრება გრძელდება - რჩევები კლიმაქსის სიმპტომების შესამსუბუქებლად

„სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოში ქალთა პოპულაციის 10%-ს პოსტმენოპაუზური ასაკის ქალები შეადგენს. მათ რიცხვს ყოველწლიურად 25 მილიონი ქალი ემატება. კლიმაქსის მკურნალობის სპეციფიკის შესახებ ობიექტური ინფორმაცია კი ამ კატეგორიის ქალების მხოლოდ 12.3%-ს აქვს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია, რომ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდეს, რათა ნებისმიერმა ქალბატონმა ასაკობრივი ფერისცვალება მშვიდად დაძლიოს,“ – აღნიშნავს ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი სოსო ბურდულაძე, რომელიც კლიმაქსის […]

სიონის ტაძარში თომა მოციქულის თავის ქალა 15 წლის შემდეგ პირველად დააბრძანეს – “წმინდა ნაწილებთან რწმენით მისული ადამიანები იკურნებიან”

სიონის ტაძარში თომა მოციქულის თავის ქალა 15 წლის შემდეგ პირველად დააბრძანეს - "წმინდა ნაწილებთან რწმენით მისული ადამიანები იკურნებიან"

რუსუდან ადვაძე, სარკე ქრისტეს საყვარელი მოწაფის, მოციქულ თომას თავის ქალა წელს,  15 წლის შემდეგ პირველად, 19 ოქტომბერს – მისი ხსენების დღეს, გამოაბრძანეს სიონის ტაძრის საკურთხევლიდან შუა ტაძარში და მორწმუნეებს შესაძლებლობა მიეცათ უდიდეს სიწმინდეს შეხებოდნენ. საიდან მოხვდა საქართველოში ქრისტეს 12 მოციქულიდან ერთ-ერთის თავის ქალა, უცნობია. სხვადასხვა წყაროებში წერია, რომ მოციქულ თომას წმინდა ნაწილი პირველად დასავლეთ საქართველოში, […]

ზაზა ფუტკარაძე: “ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საფრანგეთში 230%-ით მეტი ქართველი ჩამოდის და დახმარებას ითხოვს”

ზაზა ფუტკარაძე: "ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საფრანგეთში 230%-ით მეტი ქართველი ჩამოდის და დახმარებას ითხოვს"

რუსუდან ადვაძე, სარკე საფრანგეთის ქალაქ გრენობლის ცენტრალურ საავადმყოფოში ახალგაზრდა ქართველი ექიმი, ზაზა ფუტკარაძე, მუშაობს. ის კლინიკური კვლევების კოორდინატორი გახლავთ ონკოლოგიაში, ნევროლოგიაში, ენდოკრინოლოგიაში… საქართველოდან 10 წლის წინ წავიდა. მანამდე ფარმაცევტად მუშაობდა ერთ-ერთ კომპანიაში. საფრანგეთში სასწავლებლად ჩავიდა, თუმცა მოგვიანებით, მისთვის ცალკე შტატი შეიქმნა საავადმყოფოში. 34 წლის ექიმი ახლა ევროპულ ქვეყანაში ცოლთან, თინათინ მოხევიშვილთან და ორ შვილთან ერთად […]

ნოდარ ხადური დედის წლისთავზე გარდაიცვალა – ”ზუსტად იმ დღეს დედამისის საფლავზე უნდა წავსულიყავით…”

ნოდარ ხადური დედის წლისთავზე გარდაიცვალა - ”ზუსტად იმ დღეს დედამისის საფლავზე უნდა წავსულიყავით...”

რუსუდან ადვაძე, სარკე 10 სექტემბრის დილას საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი 49 წლის იყო. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბი გახდა. ის ბოლოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას კი 2012-2016 წლებში იკავებდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში სახელისუფლებო სტრუქტურებში სხვადასხვა პოსტებზე მუშაობდა, 2006 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა […]

გია ყანჩელი გარდაიცვალა

გია ყანჩელი გარდაიცვალა

84 წლის ასაკში კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა. გია ყანჩელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა. გია ყანჩელმა 1963 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია, 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ, 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანად. განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 […]

გვანცა აფხაიძე: “მხოლოდ ყოფილმა ქმარმა მითხრა, ლიმფომა გაქვსო”

გვანცა აფხაიძე: "მხოლოდ ყოფილმა ქმარმა მითხრა, ლიმფომა გაქვსო"

ნელი ვარდიაშვილი, სარკე “კიბო განაჩენი არ არის და ასეთ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანებმა ჩვენი ისტორიები არ უნდა დავმალოთ. ხანდახან ვამაყობ კიდეც, რომ სიმსივნე მქონდა და გადავრჩი. ამაყად ვამბობ, რომ მე ვარ ფსიქოდელიური ჟანრის მხატვარი და მე დავამარცხე სიმსივნე!” – ასე დაიწყო ჩვენთან საუბარი 28 წლის გვანცა აფხაიძემ, რომელმაც უმძიმესი წლები უკან მოიტოვა. ახლა კი “ვარდისფერ სივრცეში”, […]