ყელის ტკივილი, გამომწვევი მიზეზები და როგორ ვუმკურნალოთ მას

ყელის ტკივილი, გამომწვევი მიზეზები და როგორ ვუმკურნალოთ მასყელის ტკივილი, მისი სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობის ტაქტიკა დღეს მეტად აქტუალურია, რაც კიდევ უფრო გამოიხატა გავრცელებული კოვიდპანდემიის პერიოდში.

კორონავირუსის  (SARS-Cov-2) სიმპტომები ჩვენთვის უკვე ნათელი და გასაგებია _ ეს არის ყნოსვის დაკარგვა, ბრონქო-პულმონალური სისტემის დაზიანება, ფილტვის შეშუპება. ახალგავრცელებულ მუტაციურ ომიკრონის შტამს კი, პირველ რიგში, ახასიათებს ყელის  მკვეთრი ტკივილი, ყლაპვის გაძნელება.  ამ სიმპტომს შეიძლება თან ახლდეს სხეულის ტემპერატურის მატებაც. ასევე შეიძლება გამოვლინდეს  სურდო და ცემინება, არ არის გამორიცხული თავის ტკივილი და ძლიერი დაღლილობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მოსახლეობის 44%-ში ვითარდება ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, რომელთა მესამედი ხახის ანთებითი დაავადებებია.

ხახის ანთებითი დაავადებები ექიმთან ვიზიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ამ დაავადებების საერთო სტრუქტურაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია ფარინგიტს.

ყელის ტკივილი, გამომწვევი მიზეზები და როგორ ვუმკურნალოთ მასმწვავე ფარინგიტი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი დაავადება და ასევე განვითარდეს სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადებების ფონზე. მწვავე ფარინგიტი გამოწვეულია ვირუსული, ბაქტერიული ან მიკოზური ინფექციებით, აგრეთვე ხახის ლორწოვანის მექანიკური, თერმული და ქიმიური დაზიანებებით. მწვავე ფარინგიტისათვის  დამახასიათებელი ყველაზე გავრცელებული სუბიექტური სიმპტომებია ოფლიანობა, ყლაპვის გაძნელება, სუბფებრილიტეტი,  ლორწოვანის სიმშრალე და ტკივილი ყელის არეში, ზოგჯერ გადაცემითი ტკივილი ყურის მიმართულებით. შესაძლებელია მწვავე პერიოდში რეგიონალური  ლიმფური  ჯირკვლების (კისრის, ყბისქვეშა) გადიდება და მტკივნეულობა.

ფარინგიტის დაახლოებით 70% გამოწვეულია ვირუსებით, მათ შორისაა რინო, კოროვირუსები, რესპირატორული სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი, გრიპი და პარაგრიპის ვირუსები.

მწვავე და ქრონიკული ფარინგიტების საწყის ეტაპზე, სანამ  განისაზღვრება ამ დაავადების გამომწვევი ფაქტორი, ჩივილების კუპირების მიზნით, უპირველეს ყოვლისა რეკომენდებულია ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება, რომლის ძირითადი მიზანია ხახის ლორწოვანის ანთებითი პროცესის  შემსუბუქება, ტკივილის სინდრომის ინტენსივობის შემცირება და სასუნთქ გზებში ანთებითი პროცესის შემდგომი გავრცელების პრევენცია.

ადგილობრივი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები შეიძლება იყოს როგორც კომპლექსური მკურნალობის ნაწილი, ასევე გამოყენებული იქნას მონოპრეპარატებად. მათ შორის ყველაზე ხშირად გამოიყენება ბენზიდიამინის ჰიდროქლორიდი, კერძოდ კი მისი ორიგინალური ვერსია _ ტანტუმ ვერდე (მწარმოებელი _ იტალიური ფარმაცევტული კომპანია „ანჟელინი“). ტანტუმ ვერდეს აქვს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ადგილობრივი საანესთეზიო და შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტი, ასევე სოკოვანი დაავადების საწინააღმდეგო მოქმედება (Candida Albicans-თან მიმართებაში), რაც გახდა ამ მედიკამენტის გამოყენების საფუძველი პირის ღრუს ანთებითი პროცესების სამკურნალოდ. ადგილობრივი გამოყენებისას პრეპარატი კარგად აბსორბირდება ლორწოვანი გარსით და აღწევს ანთებით ქსოვილებში.

ტანტუმ ვერდეს ეფექტურობა და უსაფრთხოება დადასტურებულ იქნა მთელ რიგ კლინიკურ კვლევებში. პრეპარატი ხელმისაწვდომია როგორც აეროზოლის, ასევე სავლები სითხის სახით,  რაც საშუალებას გვაძლევს, ავირჩიოთ წამლის მიღების ყველაზე მოსახერხებელი ფორმა, კლინიკური სიტუაციიდან ან პაციენტის პრეფერენციებიდან გამომდინარე. ტანტუმ ვერდე შეიძლება გამოყენებულ იქნას დაავადების  და ჩივილების დაწყების პირველი დღიდან. აღსანიშნავია, რომ პრეპარატს აქვს გამოხატული ადგილობრივი საანესთეზიო ეფექტი, რაც მნიშვნელოვნად ამსუბუქებს ყელის ტკივილის სიმპტომს.

ყელის ტკივილი, გამომწვევი მიზეზები და როგორ ვუმკურნალოთ მასექიმი ოტოლარინგოლოგი, მედიცინის დოქტორი მაკა ლომაია

ს.ს. კლინიკა „კურაციო“,

თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა

577 752 590