ბარიერი ფანჯარაზე _ დაცვა ბავშვებისთვის

ფანჯრის ბარიერი საუკეთესო გამოსავალია ბავშვების უსაფრთხოებისთვის. ის სასარგებლო შენაძენია, რადგან აგარიდებთ ხიფათს. პატარების უსაფრთხოებაზე ზრუნვა უფროსების მოვალეობაა, მაგრამ უნებლიეთ ყურადღების მცირედი მოდუნებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ პატარა აძვრეს ფანჯრის რაფაზე, მას ხომ ამისთვის სულ რაღაც 30 წამი სჭირდება. ისინი მუდმივად ინტერესდებიან ფანჯრიდან ყურებით. რატომღაც ბავშვების უმრავლესობას მოსწონს ფანჯრის რაფაზე თამაში. ნუ სცდით ბედს – გახადეთ თქვენი ფანჯრები უსაფრთხო ბავშვებისთვის! არ იფიქროთ, რომ “ჩემი ბავშვები საერთოდ არ მიდიან ფანჯარასთან”, მათი ცნობისმოყვარეობა ხომ შეუცნობელია. ფანჯარა დაკეტილია და მის გაღებას ვერ შეძლებენ? პატარებს თავისუფლად შეუძლიათ ფანჯრის გაღება. ისინი ყოველთვის მონახავენ გამოსავალს, თუ როგორ აძვრენ ფანჯრის რაფაზე და გააღონ ფანჯარა წელიწადის ნებისმიერ დროს, ზამთარია თუ ზაფხული. ბავშვებს არ შეუძლიათ, შეაფასონ საფრთხე. მათ არ იციან, რომ ფანჯრის მიღმა არსებული სამყარო შეიძლება იყოს არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სახიფათო მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვისაც კი. ამიტომ უფროსების უპირობო მოვალეობაა, არ დატოვონ ბავშვები უყურადღებოდ, მაგრამ ვიღაცა კარზე რეკავს, სადილი გადმოვიდა გაზქურიდან, ტელეფონმა დარეკა, ტელევიზორისკენ გაგექცათ თვალი და ა.შ. ყურადღების მოდუნების ეს მცირედი ჩამონათვალიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვებმა დრო იხელთონ და მიაღწიონ თავიანთ საწადელს.

ბარიერი ფანჯარაზე _ დაცვა ბავშვებისთვის“თქვენი ბარიერი” გთავაზობთ ბარიერს ფანჯარაზე, რაც გაგათავისუფლებთ მუდმივად იმაზე ფიქრისგან, რომ თქვენი პატარა არ გაგეპაროთ ფანჯრისკენ. ბარიერი არ არის გისოსი, მას არ სჭირდება კედლების ბურღვა და შედუღება. ჩვენი ფანჯრის ბარიერი საიმედო, გამძლე, გრძელვადიანი, მსუბუქი ალუმინის კონსტრუქციაა, რომელსაც არ სჭირდება შეღებვა, რადგანაც არ უჩნდება კოროზია და, შესაბამისად, არ იჟანგება. მონტაჟდება ორი ან სამი ჰორიზონტალური ტიხრით. ორი ტიხრის შემთხვევაში ფანჯრის ჩარჩოზე კეთდება ოთხი მცირე ზომის ნახვრეტი, სამი ტიხრის შემთხვევაში ექვსი ნახვრეტი, რაც აადვილებს როგორც მის მონტაჟს, ასევე საჭიროების შემთხვევაში დემონტაჟსაც.

ნუ გააკეთებთ ეკონომიას თქვენი პატარების მომავლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე. აბა, დაფიქრდით, აკეთებთ ეკონომიას მათთვის ტანსაცმლის ან სათამაშოების ყიდვის დროს? ხომ უნდა ეცვათ? ხომ უნდა ითამაშონ?

ნუ დააყოვნებთ, თქვენი მოვალეობაა, იზრუნოთ მათ უსაფრთხო მომავალზე, მათი მოვალეობაა, იცელქონ და ითამაშონ.

P.S. ფანჯრის ბარიერი ერთ-ერთი დაცვაა თქვენი პატარებისთვის და არა ერთადერთი. ბავშვებისთვის საუკეთესო დაცვა უფროსების ყურადღებაა!

1 კვ.მ. _ 150 ლარი

ჩვენი მონტაჟის შემთხვევაში +20 ლარი ერთი ბარიერი

დაგვიკავშირდით და შეგვიკვეთეთ

599 562 552