თბილისელი ანი მურადელი მსოფლიოში ცნობილი 80 ბალერინის სიაშია, როგორც გედის პარტიის საუკეთესო შემსრულებელი. შეეძლო კარიერაში უფრო წინ წაეწია, მაგრამ მისი ცხოვრება სხვა გზით განვითარდა. ის ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა, რამდენიმე წლის წინ კი დედა მოკლა. ის დაიჭირეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ქალთა კოლონიიდან ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. -ანი ჩემს დას ნაშვილები ჰყავდა. მინსკში მივლინებაში იყო და მაშინ […]
კატეგორია: სამართალი
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000 წელს დაბადებული ა.ჭ. და 1999 წელს დაბადებული გ.კ., 1999 წელს დაბადებული ნ.კ.-ს მკვლელობის განზრახვით წინასწარ შემუშავებული […]
ნიკა კვარაცხელიას დედა: ,,ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ეს ბოროტება”
ვერაზე სასტიკად მოკლული ნიკა კვარაცხელიას დედის, იზა ომაძის სიტყვებმა გულგრილი არავინ დატოვა. „მიპატიებია ყველასთვის, ვპატიობ ჩემი შვილის მკვლელებს, ოღონდ დასრულდეს ასეთი ბოროტება ამ ქვეყანაზე, ოღონდ ნიკო იყოს უკანასკნელი მსხვერპლი. მე არ ვარ უბედური, მე ბედნიერი დედა ვარ, რადგან ნიკო ჩემი შვილია. უბედურია იმ მკვლელის დედა, ვინც ნიკოს მკვლელი გაზარდა…” , – თქვა ჩვენი გამორჩეული, მომავლის […]
,,მამამისს წამლებით თიშავენ, ვერავინ ეკარება, ისეთ დღეშია” – რას ყვებიან ნიკა კვარაცხელიას ახლობლები
დღემდე უცნობია, ვინ გაიმეტა ნიკა კვარაცხელია სასიკვდილოდ და რა გახდა მოტივი. ერთ-ერთ მთავარ ვერსიად მამაზე, გია კვარაცხელიაზე შურისძიება სახელდება. ,,გია ისეთ დღეშია, წამლებით თიშავენ. ყველაზე ახლო მეგობარიც კი ვერ უბედავს გაკარებას. გვეშინია, რადგან ვიცით, რომ ამ ამბებს შურისძიება აუცილებლად მოჰყვება“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ოჯახის ახლობელი. ,,გიამ შვილი ყველაფერს გააარიდა, მამის კვალს რომ არ გაჰყოლოდა, […]
,,მტრები გიას რომ ვერ მიწვდნენ, შვილზე იძიეს შური” – ვინ არის ნიკა კვარაცხელიას მამა
22 წლის ნიკა კვარაცხელია, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, გუშინ ვერაზე ჩაცხრილეს. ის დღეს დილით გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებულს ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. ნიკას მამა გაიოზ (გია) კვარაცხელიაა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ,,კანონიერი ქურდია”, მაგრამ მის შვილს კრიმინალთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ის ტექნოლოგიების სფეროში მუშაობდა და ბევრი გეგმა ჰქონდა. ,,ამბები.ჯი”-ის წყარო უყვება: ,,ის ძალზე განათლებული და ნაკითხი კაცია, თავის […]
,,გუშინ ჩემი ნიკო ჩაცხრილეს! არა მარტო ჩვენ, მსოფლიომ დაკარგა უნიჭიერესი ადამიანი!” – ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა
22 წლის ნიკა კვარაცხელია, რომელსაც გუშინ, ვერაზე 8 ტყვია დაახელეს, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმების თქმით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას მკვლელი ნაქირავებ ბინასთან ელოდებოდა. დამნაშავე ჯერ კიდევ არ არის დაკავებული და არც მისი ვინაობაა ცნობილი. ნიკას უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, რომ ეცოცხლა, მაგრამ… ,,1999 წელი იყო განსაკუთრებული. დაიბადა ჯერ ჩემი დუდუ, მერე […]
სპეცოპერაციები შიდა ქართლში – რა ხდება გორსა და ხაშურში
შიდა ქართლში დილიდან სპეცოპერაცია მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, შსს-ს შესაბამისი დანაყოფები ღონისძიებას ერთდროულად გორის რამდენიმე უბანში და ასევე რეგიონის სხვა ლოკაციებზე ატარებენ. „ინტერპრესნიუსის“ წყაროს ცნობით, უკვე დაკავებულია რამდენიმე პირი. დაკავების საფუძველი, სავარაუდოდ, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებაა. სპეცოპერაცია მიმდინარეობს ხაშურშიც.
ლევან აბლოთიას მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს – დაშავებულ ოპერატორს თბილისში გადაიყვანენ გამოკვლევებზე
ქარელში, ,,ოცნების” შტაბის შენობის მეორე სართულიდან ,,მთავარის” ოპერატორი, ლევან აბლოთია გადმოაგდეს. ,,მთავარის” გენერალური დირქტორი, ნიკა გვარამია ქარელში ჩავიდა და ოპერატორი მოინახულა. -მას მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს. იმ აპარატურით, რაც აქ აქვთ, სხვას ვერაფერს ამბობენ. ნეკნები და ხელი არ აქვს დაზიანებული, ამ აპარატურით არ ჩანს, – განაცხადა ნიკა გვარამიამ, დაშავებულ ოპერატორს გამოსაკვლევად თბილისში გადაიყვანენ.
,,ზურგით დაეცა და გონება დაკარგა… მითხრა, ზურგს ვერ ვგრძნობო” – ,,მთავარის” ოპერატორი მძიმედ დაშავდა
ქარელში, ,,ოცნების” შტაბის შენობის მეორე სართულიდან ,,მთავარის” ოპერატორი, ლევან აბლოთია გადმოაგდეს. -საკმაოდ მაღალი სიმაღლიდან გადმოაგდეს, ზურგით დაეცა და რამდენიმე წამი გონება დაკარგა. ვიფიქრე, რომ მორჩა… აზრზე რომ მოვიდა, მითხრა, ზურგს ვეღარ ვგრძნობ, ვერც ფეხს და ხელსო, – ამბობს ჟურნალისტი, ბექა ყორშია ,,პირველთან”.
ნიკა გვარამია: ,,ბავშვს რამე არ დაემართოს, მაგაზე ილოცეთ ,,ოცნება”
ქარელში ,,მთავარი არხის” ოპერატორი ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ,,მთავარის” ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ..მთავარი არხის” ჟურნალისტი, ბექა ყორშია იხსენებს, რომ მმართველი პარტიის შტაბში გადამღებ ჯგუფს თავიდანვე აგრესიულად დახვდნენ და იყო ფიზიკური დაპირისპირება. ყორშიას ინფორმაციით, ლევან აბლოთია ამ დროისთვის გონზეა, ექიმები ვარაუდობენ, რომ ფეხი აქვს მოტეხილი და მხარი აქვს დაზიანებული ძალიან ბევრგან. […]







