,,გუშინ ჩემი ნიკო ჩაცხრილეს! არა მარტო ჩვენ, მსოფლიომ დაკარგა უნიჭიერესი ადამიანი!” – ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა

,,გუშინ ჩემი ნიკო ჩაცხრილეს! არა მარტო ჩვენ, მსოფლიომ დაკარგა უნიჭიერესი ადამიანი!" - ნიკა კვარაცხელია გარდაიცვალა22 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლია, რომელსაც გუშინ, ვერაზე 8 ტყვია დაახელეს, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმების თქმით, მას სიცოცხლესთან  შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას მკვლელი ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნას­თან ელო­დე­ბო­და. დამნაშავე ჯერ კიდევ არ არის დაკავებული და არც მისი ვინაობაა ცნობილი.
ნიკას უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, რომ ეცოცხლა, მაგრამ…

,,1999 წელი იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. და­ი­ბა­და ჯერ ჩემი დუდუ, მერე ჩემი ნიკო…
გუ­შინ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ჩა­მი­ცხრი­ლეს ნიკო! ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი გო­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი, ჩვე­ნი იმე­დი… რომ ვე­უბ­ნე­ბო­დი ამას, იცი­ნო­და, გა­ჩერ­დიო… 22 წლის ნიკო აღარ გვყავს… მარ­ტო ჩვენ არა, მსოფ­ლი­ომ და­კარ­გა უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი! გამ­თე­ნი­ი­სას გარ­და­იც­ვა­ლა 9 ტყვი­ით! რა გი­თხრათ, მე მკვდა­რი ვარ ნი­კოს­თან ერ­თად და არ ვიცი, ამ დამ­პალ ქვე­ყა­ნას რო­გორ ვან­დო ჩემი შვი­ლის ცხოვ­რე­ბა!! ან თქვენ რო­გორ უნდა იყოთ მშვი­დად აქ, არ მეს­მის!”, – წერს ხათუნა მაღლაკელიძე.
,,ნიკო 2019 წელს გავიცანი, როცა ევროპულ განათლებამიღებული საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნდა და საოცარი აპლიკაცია feeds შექმნა. მას მერე ვმეგობრობდით, სულ ვწერდი, ბოლოს მაინც სოფლის მეურნეობით დაგაინტერესებ-მეთქი. დღეს დილით გავიგე, რომ ჩემი ნიკო მოკლეს, 8 ტყვია დააცალეს! ვინ ხართ, ვინ გაგზარდათ ვინ? რა ბოროტება გაქვთ ასეთი გულში, რომ დედას შვილს უკლავთ და თან ასეთ ნიკოს”, – წერს ნინო ზამბახიძე.

მწერალი და პარლამენტის ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე კი ნიკა კვარაცხელიას ასე იხსენებს:
,,მოკლული 20 წლის ახალგაზრდა, ნიკო კვარაცხელია, დაახლოებით ერთი წლის წინ ბიბლიოთეკაში მესტუმრა და მითხრა, რომ დიდი გეგმები ჰქონდა – ფეისბუქის ქართულ ანალოგს ჰქმნიდა – Feedc.com-ს. ვიღაცას ალბათ გაეღიმებოდა, მაგრამ თუ ოდესმე ნიკოს შეხვედრიხართ, მისი ერუდიცია და ენთუზიაზმი მცირე მიზეზსაც არ დაგიტოვებდათ ამის. მთხოვა, პერიოდულად სტატიები მეწერა და სიამოვნებით დავთანხმდი. მასე მერე ხშირად მწერდა და სიახლეებს მიზიარებდა. საქართველოს მომავალს მისი მნიშვნელოვანი შვილი მოუკლეს. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ”.