კატეგორია: სამართალი

40-დღიანი შიმშილობის შემდეგ პატიმარი გლდანის ციხეში გარდაიცვალა – გიორგი ფასეიშვილის საბედისწერო პროტესტი

2018 წელს გლდანის ციხეში 34 წლის გიორგი ფასეიშვილი გარდაიცვალა. ის 40 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ,,40-დღიანი შიმშილობის შემდეგ პატიმარი, 34 წლის გიორგი ფასეიშვილი გარდაიცვალა. პროტესტის ამ ფორმით გიორგი ფასეიშვილი გათავისუფლებას ითხოვდა, რომელიც გლდანის საპატიმროში იყო მოთავსებული. 40 დღის განმავლობაში ის საკვების მიღებასა და მედიკამენტოზურ მკურნალობაზე უარს აცხადებდა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ ბრალდებული […]

აქციაზე მამაკაცი გარდაიცვალა – შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ,,რადიო თავისუფლებას” უდასტურებს ინფორმაციას, რომ მამაკაცი, რომელიც რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი რუსთავის ცენტრალურ კლინიკაში უკვე გარდაცვლილი მიიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა.

ეჭვიანობის გამო კაცმა ცოლი დაჭრა, მეზობელი კი მოკლა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  ბორჯომში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეში, თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ეჭვიანობის გამო სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ში აცხადებენ, რომ ამის შემდეგ, ბრალდებულმა თავის მეუღლეს ცივი […]

უმძიმეს კადრებში ჩანს, ანასტასია როგორ გარბის, მკვლელი კი ტყვიებს ახლის – მედიაში ვიდეომასალა ვრცელდება

მედიაში ანასტასია შატალოვას მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა ვრცელდება. კადრები სანახავად ძალიან მძიმეა. მკვლელი შატალოვას საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან ხვდება და როცა ქალი კარის გაღებას ცდილობს, ის იარაღს ესვრის. ანასტასია გარბის, მკვლელი მისდევს და ისევ ახლის ტყვიებს. პირი, რომელსაც სახე შავი ნაჭრით ჰქონდა დაფარული, 27 წლის ანასტასია შატალოვას ოთხი საათის განმავლობაში ელოდებოდა. ოფიციალური ინფორმაციით, შატალოვას ზურგში 7-ჯერ ესროლეს. […]

რამდენი წელი ემუქრებათ ბათუმელ მოზარდებს, რომლებმაც თანატოლი გოგო სცემეს და დაამცირეს

„მშობლებმა მიმართეს პოლიციას,“ – ამბობს იმ სკოლის დირექტორი, რომლის მოსწავლეებს შორის ძალადობის ამსახველი ვიდეო ტიკ-ტოკში გავრცელდა. ბათუმში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა იჩხუბეს. ვიდეოს მიხედვით, არასრულწლოვანი გოგოები თანატოლს ფიზიკური ძალადობით ემუქრებიან, თუკი უცენზურო სიტყვებს არ გაიმეორებს საკუთარი თავის მიმართ. შემთხვევა სავარაუდოდ ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა და მოძალადეები სავარუდოდ თავადვე იღებდნენ ვიდეოს. „დავადგინეთ, რომ მშობლებმა იცოდნენ უკვე […]

“ანასტასია შატალოვას კონფლიქტი მხოლოდ ზურაბ ბერიძესთან ჰქონდა” – რას ყვება მოკლულის დედა

17 ოქტომბერს ღამით საბურთალოზე ანასტასია შატალოვა მოკლეს. “კურიერი” მოკლული ანასტასია შატალოვას დედას დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად რუსეთში იმყოფება. გარდაცვლილის ოჯახის წევრის თქმით, მის შვილს არავისთან ჰქონია კონფლიქტი, გარდა ბათუმის ვიცე-მერ ზურაბ ბერიძისა. ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი კი ამბობს, რომ შატალოვა ბოლოს 6 თვის წინ ნახა. ანასტასია შატალოვას დედა ასევე “კურიერთან” საუბრისას ამბობს, რომ საქმეზე მხოლოდ ის ფაქტები იცის, რასაც მედია […]

გორში ტომას კენედი მოკლეს – სასტიკად სცემეს და უგონო მდგომარეობაში მტკვარში გადააგდეს

საქართველოში კიდევ ერთი ტურისტი მოკლეს. გორში 28 წლის ტომას კენედს 4 ახალგაზრდა სასტიკად გაუსწორდა. სცემეს და უგონო მდგომარეობაში მტკვარში გადააგდეს. ცხედარი რამდენიმე დღის წინ მდინარემ გამორიყა. პოლიციამ 5 პირი დააკავა, რომლებიც ტურისტის მკვლელობაში არიან ბრალდებული. პოლიციის ცნობით, მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, ბრალდებულები ქალაქ გორში მდებარე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, მათ უცხო ქვეყნის მოქალაქე, […]

მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო – რას ყვება ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ცოტა ხნის წინ საკანში შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და ჟურნალისტებს მისი გზავნილები გააცნო. -ის სახლში მარტო იმყოფებოდა, სამართალდამცავებს თავად გაუღო კარი და არანაირი წინააღმდეგობა არ ყოფილა. მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ბრალს არ ეთანხმება და შიმშილობას აცხადებს. ის უკრაინის კონსულთან ითხოვს შეხვედრას, – განაცხადა ლომჯარიამ.

,,ლაშას დაუზიანდა ღვიძლი, ფილტვი და თავის ტვინი” – 21 წლის მოცეკვავე სიცოცხლისთვის იბრძვის

დღეს სამართალდამცველებმა მოცეკვავე ლაშა სახეჩიძის დაჭრისთვის 27 წლის მამაკაცი დააკავეს. 21 წლის მოცეკვავე რეპეტიციიდან გამოვიდა, როცა თავს დაესხნენ და ცეკვისთვის განკუთვნილი ხანჯალი გულში ჩაარტყეს. ,,ლაშას დაუზიანდა ღვიძლი, ფილტვი და თავის ტვინი. ის ხელოვნური სუნქთვის აპარატზეა შეერთებული. გადარჩენისთვის ბრძოლას ამჯერად გერმანიაში აგრძელებს. ოჯახმა ყველა რესურსი ამოწურა. ვისაც, რა შეგვიძლია, თქვენი იმედი მაქვს”, – წერს ჟურნალისტი ნანუკა […]

კუმისის ტბასთან წითელ წიგნში შეტანილი ბექობის არწივი მოკლეს

კუმისის ტბასთან წითელ წიგნში შეტანილი ბექობის არწივი მოკლეს. ამის შესახებ ,,საბუკოს” ფეისბუქგვერდი წერს: ,,დღეს კუმისის ტბის მიმდებარედ მკვდარი ბექობის არწივი ვიპოვეთ. რენტგენის სურათმა არწივის სხეულში საფანტის ტყვიები აჩვენა, რაც ბრაკონიერობის ფაქტს ადასტურებს. არწივს მოკვეთილი ჰქონდა მარჯვენა ფეხიც,რაც გვაფიქრებინებს, რომ ბრაკონიერმა ,,საბუკოს” მიერ დარგოლილი ფრინველი მოკლა და ფეხი რგოლის მოხსნის მიზნით მოაჭრა. გარდა იმისა, რომ წითელი […]