ლევან აბლოთიას მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს – დაშავებულ ოპერატორს თბილისში გადაიყვანენ გამოკვლევებზე

ლევან აბლოთიას მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს - დაშავებულ ოპერატორს თბილისში გადაიყვანენ გამოკვლევებზექარელში, ,,ოცნების” შტაბის შენობის მეორე სართულიდან ,,მთავარის” ოპერატორი, ლევან აბლოთია გადმოაგდეს. ,,მთავარის” გენერალური დირქტორი, ნიკა გვარამია ქარელში ჩავიდა და ოპერატორი მოინახულა.

-მას მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს. იმ აპარატურით, რაც აქ აქვთ, სხვას ვერაფერს ამბობენ. ნეკნები და ხელი არ აქვს დაზიანებული, ამ აპარატურით არ ჩანს, – განაცხადა ნიკა გვარამიამ,

დაშავებულ ოპერატორს გამოსაკვლევად თბილისში გადაიყვანენ.