,,ჩემი და წამებით მოკლა, მერე 24 საათი გვამთან ერთად იყო” – ანი მურადელი თავისუფალია

,,ჩემი და წამებით მოკლა, მერე 24 საათი გვამთან ერთად იყო" - ანი მურადელი თავისუფალიათბილისელი ანი მურადელი მსოფლიოში ცნობილი 80 ბალერინის სიაშია, როგორც გედის პარტიის საუკეთესო შემსრულებელი. შეეძლო კარიერაში უფრო წინ წაეწია, მაგრამ მისი ცხოვრება სხვა გზით განვითარდა. ის ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა, რამდენიმე წლის წინ კი დედა მოკლა. ის დაიჭირეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ქალთა კოლონიიდან  ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

-ანი ჩემს დას ნაშვილები ჰყავდა. მინსკში მივლინებაში იყო და მაშინ ნახა 2 წლის ანი. თურმე ფეხზე მოეხვია, დედა, წამიყვანეო…პრიმა ბალერინა­ გახდა… მერე ფეხი იტკინა. ეს დიდი სტრესია…ანიმ მამის სიკვდილიც ძალიან განიცადა, ამას დაემატა ოჯახის დანგრევა და დაიწყო სმა…

ჩემს დას უმოწყალოდ სცემდა, თავს არტყმევინებდა იატაკზე, ფეხებით­ შესდგებოდა. გამოვიძახებდით პატრ­ულს, ვეუბნებოდი, წაიყვანეთ-მეთქი. სად წავიყვანოთო, მპასუხო­ბდნენ…
იმ დღეს კარზე ვუკაკუნებდი, გააღე-მეთქი, კარს ფეხებს ურტყამდა, მეზობლებმა  მითხრეს, წუხელ საშინელი წივილ-კივილის ხმა გამოდიოდაო. ალბათ შველას ითხოვდა ჩემი და… მიცვალებული ხალიჩაზე­ პირქვე იყო დამხობილი, წამებით მოუკლავს, მერე 24 საათი გვამთან ერთად იყო… დანის ერთი დარტყმით რომ მოეკლა, ალბათ ასე არ გავმწარდებოდი, წამებით მოკლა დედა…

წელიწად-ნახევარი იძულებითი მკურნალობა დაუნიშნეს, თუ უნდათ, დღესვე გამოუშვან, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუ საზოგადოებისთვის არ არის საშიში, – უყვებოდა ,,კვირის პალიტრას” ანის დეიდა, ესმა მინდორაშვილი (სტატიის ავტორი თეა ხურცილავა).

გავრცელებული ინფორმაციით, ანი მურადელი თავისუფალია, მშობლების დატოვებულ სახლში ცხოვრობს და დედის საფლავზეც დადის.